თავისუფალი თემა
მთვარე ლომებო, რაშია საქმე? რა არის სალაპარაკო გამოგელიათ?
თუ როგორც ასტროიმპერატორებს არ გიყვართ ბევრი ხმაური თქვენს საქმიანობაზე? ჰმ... თუ ასეა, სიმართლე გითხრათ არც ცდებით. რადგან როგორც შემოქმედნი: 1. მიდიხართ თქვენს მიერ ზუსტად განსაზღვრული კურსით ზედმეტი ხმაურის გარეშე; 2. ქმნით, აკეთებთ იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე; 3. ამბობთ იმას, რაც აუცილებელია მიკიბულ-მოკიბულის გარეშე ძალიან ნათლად და ცხადად, გამეორებას ვერ იტანთ. გძულთ ვირეშმაკები, აფთრები, ნაბიჭვრები, ფარისევლები, არშემდგარი კრახი, ადამიანები. თუმცა თქვენი დიდსულოვანი ხასიათისა და ზომაზე მეტად მიმნდობი ნატურის გამო ხშირად ხდებით ნამდვილ არარაობათა ინტრიგების მსხვერპლი. მარაზმია არა? გეთანხმებით. მაგრამ ეს გარდაუვალია. სადაც თქვენ ხართ იქვე აუცილებლად უნდა იყოს აფთრების ხროვა, ისე არ გამოვა. ბალანსი რომ არ დაირღვეს

თუმცა ეს თქვენც იცით.
მაშ ასე.. მოდით დაგეხმარებით და მე შეგივსებთ თემას.
ამონარიდი მთვარე სასწორის დღიურიდან: მთვარე ლომი - მთვარე სასწორი
„..... დღითიღე უფრო საინტერესო ხდება, თუ როგორ შეიცვლება ჩემი აზრების მსვლელობა, თუკი ლომთან (მთვარე ლომთან) მომიწევს დისკუსია. მოვისმენ მის მოსაზრებებს. რას ვიფიქრებ მე, როგორც ობიექტური მსაჯული, რომლის მოვალეობაში შედის ყველა იმ პირის კანონიერი ინტერესის წარმოჩენა და დაცვა (მათ შორის უპირველესად ლომისა/მთვარე ლომისა), ვისი უფლებებიც ილახება ე.წ. „შპს ფერმის“ მიერ. ვფიქრობ, რომ შევეცდები დავრჩე მიუკერძოებელი, მაქსიმალურად მართლზომიერი ისე, როგორც მე მივიჩნევ ხოლმე საჭიროდ...“
საიდან დავიწყო, აფთრებო გამოდით უნდა დაგთვალოთ, რამდენი ხართ _ ასე ამბობთ ხოლმე ლომები (ან თუნდაც მთვარე ლომი) როცა დაინახავთ აფთრების თავგასულ ხროვას და თან სივრცეს ათვალიერებთ?.
ასეა?
ვეცდები მე მივყვე მოვლენათა მსვლელობას...
„და შენ მწყემსო კეთილო, ისწავლე ერთმანეთისაგან კრავისა და აფთრის განსხვავება. ნუ შეუშვებ აყროლებულ აფთარს, ცოცხალ ლეშს კრავთა ფარაში თორემ ის იმ ფარასაც ცხოველთა ფერმად გიქცევს, დაგიგლეჯავს, წაგიბლიწავს - ფარას, რომელიც სიმწრით გამოგიზრდია. იქით გახდევინებს მადლობებს და მოგახდევინებს ბოდიშებს, მთელი ცხოვრების მანძილზე ხარკს გამოგძალავს, სულ ღიმილ-ღიმილით იძალადებს შენზე, თავში გიბრახუნებს და ხმასაც არ ამოგაღებინებს, გაცდუნებს და დანაშაულს დანაშაულზე ჩაგადენინებს, მერე დაგაშინებს და გაგაფრთხილებს, რომ ჩუმად იქნება (შენს საიდუმლოს ფარდას არ ახდის) თუ მის მორიგ დანაშაულებრივ დავალებას შეასრულებ ბედნიერად გაბრწყინებული სახით (იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერი არაჩვეულბრივადაა), ხოლო თუ უარს იტყვი თანაშემსრულებლობაზე მაშინ შეგახსენებს, რომ შეუძლია ზეინსტანციებთან გამხილოს შენი სერიული დანაშაულების გამო, რომელთა 100% სხვათაშორის თავადვე ჩაგადენინა და საერთოდაც, თუ ჭკუით არ იქნები და ზედემტად ხმას ამოიღებ, შენც ზედ მიგაყოლებს შენს სისხლის ცრემლებით გამოზრდილ კრავთა ფარას. აი ასეთია აფთრის ფსიქოლოჯია.“
მოდით ვიფიქროთ როგორ მოიქცევა ლომი, როცა მისი სამარე უკვე გათხრილია, გადაწყვეტილება მიღებულია, განაჩენი გამოტანილია ამ უკვე კარგად ნაცნობი აფთრების ხროვის მიერ. ის უნდა ჩაჯდეს ოთხში, ანუ უნდა მოკვდეს. მორჩა! რეჟიმი ითხოვს ამას, მართლმსაჯულების აღსრულებისაგან ტერორისტული გაერთიანების კრიმინალური საქმიანობის დაცვა და გადარჩენა ვერ მოხდება სხვა გზით. ასე, რომ ან კრიმინალური სისტემა უნდა დაინგრეს და მხილებულები იყვნენ მისი შემოქმედნი, ან ლომი უნდა ჩაჯდეს ოთხში, ანუ მოკვდეს და ნუ ლომთან ერთად მართლმასჯულებაც და ისინიც, ვისაც ლომი კანონიერად იცავს რასაკვირველია.
რას გააკეთებს ლომი, როცა საჭიროა მხოლოდ მისი თავიდან მოშორება უჩუმრად და გადატანა ასევე უჩუმრად წინასწარ გამზადებულ სამარხში? მოდით შემომაშველეთ იდეები ლომებო და მთვარელომიანებო.
ფილმში ზომაზე მეტია აგრესია მე თუ მკითხავთ რაიც ზოგადად ცეცხლის ნიშნიანებს ახასიათებთ ჭარბად მაგრამ შევხედოთ აგრესიას, როგორც თვითგადარჩენის და საკუთრების გადარჩენის ერთადერთ შეუცვლელ საშუალებას.
ამიტომაც ირჩევენ ხოლმე მძაფრსიუჟეტიან ფილმებში ძირითადა მზით ან მთვარით ცეცხლის ნიშნიან მსახიობებს, თუ დაკვირვებიხართ. მათ ბუნებრივად გამოსდით როლი.
Atomic Blonde (2017) - IMDb
http://www.imdb.com/title/tt2406566/ცივი ომის პერიოდი. ორმაგი აგენტურის გამოვლენის უახლესი მეთოდოლოგია - შეჯერებული ძველ ცოდნასა და გამოცდილებასთან. ამ პერიოდში როგორც ვიცით საბჭოთა კავშირთან ომის პოტენციურმა საშიშროებამ აშშ-ის საზღვაო ძალები აიძულა განევითარებინა ტექნოლოგიური უპირატესობა შეიარაღებების ახალი სისტემების, გემებისა და თვითმფრინავების მშენებლობით. ეხლა რა ხდება რეალურად. ეს არის ბრძოლა= შერწყმული კომბინაციაში გენიტალების 2G ანძის სექტორიდან საჰაერო-საჯარო მიზანში ტყორცნის, ფეთქებადსაშიში ნივთიერებების მიწისქვეშა თუ მეტროსშიგა 16.07კილობიტიან კაბელებში მახეებად ჩამონტაჯებისა და წყალქვეშა ვიბრო-სუბმარინების კარგად დავიწყებული ლავირების ვირტუოზულ-ვირტუალური ხელოვნებისა. ო, არა ბრძოლის ეს ტაქტიკა საჩემო საქმე არ არისო,_ ფიქრობს ლომი და საკუთარი თუ მტრის საბრძოლო ტექნიკების შესაძლო ტრაქტორიების წარმოსახვას ცდილობს გონებით ბრძოლის ველზე. ბოლოს არჩევანს ისევ მძიმე არტილერიაზე აკეთბს, რადგან მიიჩნევს რომ ვერც ტაეკვონდო, ვერც ჯიუ-ჯიცუ, ვერც ვიეტ ვოდაო და ვერც ნინჯიცუ ვერ შეედრება მძიმე ჯავშანტექნიკას .
https://www.youtube.com/watch?v=LW93uVQFYio Atomic Blonde - Chapter 3: Major Tom [HD]
ნუ რა ქნას, პაციფისტია მაგრამ თუკი საჭიროა ომი? მოუწევს იომოს, თუკი ძალიან იძულებულს გახდით მაგრამ თავად არ დაიწყებს საომარ მოქმედებებს, რადგან ის უმაღლესი რანგის დიპლომატი პოლიტიკოსია, ეს ისე არ დაგავიწყდეთ ცნობისათვის.
აფთრების ხროვის მთავარი მიზანია, რომ ობიექტური მსაჯულის პროფესიული საქმიანობა დაიყვანოს მისი პირადი პრობლემების განხილვამდე, თითხნის რა განურჩევლად ნებისმიერ სიბილწეს მის შესახებ, რასაც მოისურვებს. ამ დროს რა ამბობს ლომი?
ლომი კარგად აცნობიერებს და ამბობს, რომ ჩვენ ვებრძვით არა კონკრეტულ პირებს პირადი მოტივის საფუძველზე, არამედ კრიმინალურ სამყაროს და იმ ფიგურებს (წარმოდგენილს დელიქვენტური სუბკულტურის კამოს „გაბუებული“ შედევრების სახით, შეფერილს მსუბუქი კუბოფუტურისტული რომანტიზმითა და გაჯერებულს ადამიანური განცდებისათვს ჯერაც უცნობი ზე-სენტიმენტალურ-უნივერსალური ნოსტალგიების არომატით), რომლებიც ამ დანაშაულებრივი სისტემის გადასარჩენად ყოველგვარ ღონეს ხმარობენ ღვთაებრივი, კოსმიური მისიის სახელით.
ჩვენ?
ჩვენ მთავარია, არ გადავუხვიოთ არჩეულ გზას და ვიაროთ წინ აბსოლუტურად გარკვეული მიზნისაკენ. მიზანი კი ნათელია, ნაცვლად კრიმინალური სამყაროსი ვირჩევთ ჯანსაღად ორიენტირებულ საზოგადოებრივ მოდელს მაღალინტელექტუალური, ზნეობრივად თუ ეთიკურად მისაღები კომუნიკაციის ფორმატში.
ადამიანი იმდენად სულელი არ უნდა იყო, რომ ჯანსაღი, მსხმოიარე, ვარჯგაშლილი, ნაყოფიერი ხე მოჭრა და მის ნაცვლად სარეველა მოაჯიშო საკუთარ თავშიც და გარემოშიც.
თუ კვდები კი მაინც ისეთ ადამიანი(ებ)სთვის უნდა მოკვდე ვისი სიცოცხლის გადარჩენაც შენს სიცოცხლეზე მეტად ღირს და არა იმ ნაბიჭვარი სალახანებისთვის, რომლებიც საკუთარ ფეკალიებში აბანავებენ კმაყოფილ სახით დაბოლებულ მთელ საზოგადოებასო. იმ საზოგადოებას, რომელიც თავადვე აცდუნეს, შეიყვანეს შეცდომაში.
კი ბატონო, შეიძლება და გამართლებულია თავგანწირვა შვილისთვის (მაგრამ არა უღირსისთვის!), ოჯახისთვის, სამშობლოსთვის, ფასეულბებისთვის, რომელთა გადარჩენაც შენს ამქვეყნიურ არსებობაზე (არა, მილიონობით ადამიანის გადარჩენაზე) ბევრად მეტია, _საუბარში ერთვება გრიფონი, მაგრამ არა პათოლოგი მკვლელებისთვის.
დაე, იქით გადაჯიშდეს სამუდამოდ ყველა სარეველა და პარაზიტი! მე და ჩემმა დიდმა ოჯახმა რატომ უნდა გავიწიროთ თავი ვიღაცა ნაძირალა აფთრების ხროვისთვის?, -ამბობს ლომი და ის მართალია.
ეხლა კონკრეტულად ამ ფილმის სიუჟეტი ორიოდ სიტყვით..
ზის ლომი ვერძის პირისპირ და მოსვენებას არ აძლევს ერთი კითხვა. თუ მე და შენ მეგობრები ვართო ეკითხება ვერძს, თუ მე და შენ ერთნი ვართო, რა უნდა მაშინ ჩვენს შორის სატანასო? რა უნდა ჩვენს შორის იარაღსო? რას აკეთებს ეს ნაბიჭვარი კიბო, ეს სალახანა არტურჩიკა, ეს მანიაკი მკვლელი, ეს პათოლოგი სუპერმოძალადე, ეს სისხლის სამართლის უკიდეგანო დამნაშავე, ეს ოჯახითა და მოდგმით მაჩვი, ეს შენს თავდაცვად და შენს იარაღად წოდებული აყროლებული აფთარი შენსა და ჩემს შორისო?,_ ეკითხება ლომი ვერძს. ჩემსა და შენს შორის განა შეიძლება ვინმე ოდესმე ჩამდგარიყოო? ეს როგორ დაუშვი საერთოდ აი არ მესმისო.
https://www.youtube.com/watch?v=o8muntjUD5E Atomic Blonde: The Politics Of Dancing Clip - 2017 Universal HD
ა? რას უპასუხსებს საყვარელ ლომუკას მისი საყვარელი ვერძუკა?
მართლაცდა ძალიან საინტერესოა!
თუ მე მოვდივარ შენთან აბსოლუტურად შეუიარაღბელი და სრულიად გახსნილი გიწვდი ხელს, მაშინ რა უნდა მკვლელს - იარაღს შენსა და ჩემს შორის მოლაპარაკების მაგიდასთან მეგობრულ შეხვედრაზე? როგორც შეიძლებოდა საერთოდ ოდესმე შენსა და ჩემს შორის ვინმეს ჩადგომა დაგეშვა აი ეს არ მესმისო.
და მაინც რას ფიქრობს ის - მთვარე?
"დაიჯერეთ და ირწმუნეთ, რომ წარმატება და ბედნიერება მხოლოდ კრიმინალურ საქმიანობაში არ მოიპოვება.
მოიშორეთ თავიდან გულბოროტი ადამიანები, გულაღრძნობილი პერსონები, სიძულვილით სავსე არსებები, რომლებიც თავიანთი ქცევებით თქვენში სიძულვლის იწვევენ (სრულიად სამართლიანად და ადექვატურად). თქვენ არ გჭირდებათ ასეთი ადამიანები. ეს მათ სჭრიდებით თქვენ, როგორც ენერგეტიკის ულევი წყარო ვამპირებს - თანაც უსასყიდლოდ.
ცხოვრება კიდევ ძალიან ხანმოკლეა საიმისოდ, რათა ის დედისგან მარად დაწყევლილ რამოდენიმე ნაბიჭვარს არ გადააყოლოთ.
იყავით მადლიერი იმისა, რაც ჯერ კიდევ გაქვთ თუნდაც ნულიდან გიწევდეთ ყველაფრის დაწყება. შეხვდით ყოველი მზის ამოსვლას ახალი იმდებით, ყოველ ახალ დილას შეეგებეთ ღიმილით და სიყვარულთ. გაგზავნეთ კოსმოსში რაც შეიძლება მეტი დადებითი მუხტები და ეს ენერგეტიკა ისევ თქვენთან დაბრუნდება. აკეთეთ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე ისე რომ არაფერი ითხოვოთ სანაცვლოდ და ის სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ ყველაზე ნაკლებად რომ ელოდებით აი ზუსტად მაშინ.
იოცნებეთ და იფიქრეთ უკეთესზე, დაისახეთ მიზნები, ისწავლეთ, იბრძოლეთ, დაიჯერეთ, ირწმუნეთ და ის უკეთესი მოვა თქვენთან.
იგრძენით ჯანსაღად, იფიქრეთ ჯანსაღად და იცხოვრეთ ჯანსაღად, იყავთ თავისუფლები. თქვენ არა ხართ ვალდებულნი რომელიმე კრიმინალური დაჯგუფების წინაშე.
იყავით მათგან თავისუფალი მაგრამ არა თავისუფალი საკუთარი სინდისის ხმისაგან.
რადგან სინდისი ეს იგივე უფალია ჩვენში.
და ის ვინც უფლისგან თავისუფლდება ავტომატურად შედის სატანასთან კონტრაქტში.
ფილმში გაცოცხლებული ისტორია იმის შესახებ თუ როგორ ფართხალებს დამპალი რეჟიმი, რათა თავი გადაირჩინოს. და მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მიუჩინო კუთვნილი ადგილი აფთრების ხროვას.
ამბავი, თუ როგორ უნდა აქციო კრიმინალური ხროვის მუყაითი ვარჯიშის წყალობით შექმნილი საყოველთაო ნიჰილიზმი, ჭაობში ლპობა არაერთი მართლაც ბრწყინვალე გონებისა და დანაშაულებრივ საქმიანობაში ხარჯვა უზარმაზარი ადამიანური რესურსებისა რაღაც ბევრად უფრო სასარგებლო პროდუქტად, თუნდაც პიროვნებისა და საზოგადოების საღი, ნაყოფიერი, შემოქმედებითი, მაღალინტელექტუალური ურთიერთობების საზომად, ათვლის წერტილად და ფუნდამენტალურ ფასეულობად.
არა უსამართლობას, არა ძალადობას, არა ტერორიზმს, არა იძულებას, არა წამებას, არა ძარცვას, არა შანტაჟს, არა ცილისწამებას, არა ბოროტებას, არა ღალატს, არა მტაცებლობას, არა კრიმინალურ საქმიანობას, არა! არა!არა! ისწავლეთ არას თქმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ და იბრძოლეთ! თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება! "
რას ფიქრობს თემიდა? ის მოქმედებს: თემიდა იცავდა, იცავს და ყოველთვის დაიცავს თავის მსახურებს.
https://www.youtube.com/watch?v=KN0rf_1EpjE "Sweet Dreams" as heard on Atomic Blonde trailer
პ.ს. კარგი იქნებოდა ფილმი ალტერნატიული ვარიანტი კავკასიაში გადაეღოთ, ან საქართველოში. ვიფქრობ ფორმატი მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა.
This post has been edited by Катеньки on 6 Oct 2017, 13:39
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.