Hyperzet ჰო, მეც ბუნებრივად ვუყურებ , ეიფორიების გარეშე.. უნარი განვითარდება თუ საშუალებას მისცემ სწორად განავითარო , მაგრამ კონტროლი სჭირდება და გადამოწმება , არის თუ არა ინფორმაცია სწორი, იმიტომ რომ შეიძლება სულაც არ იყოს ის კონკრეტული ინფორმაცია და იყოს სხვა - მაგ. შიდაპიროვნული ეჭვი , ლოგიკის მიერ დამუშავებული ერთ ერთი ვარაუდი .. თუმცა ინტუიციაც ხშირად ლოკიკასაც ემყარება, ანუ სინთეზურია ხოლმე რაღაცეები

( მოკლედ ვცდილობ დავწერო)
ნუ არის კიდევ ერთი მხარე - როცა შენი წინასწარ ხედვა სხვებისთვის გაუგებარია , ანუ უსწრებ მოვლენას წინ .. და არის კიდევ ერთი - როცა ამოწმებ ინფორმაციას ჩნდება შთაბეჭდილება რომ ხარ კირკიტა და ეჭვიანი
რაც მეტად და მეტად გამოიკვლევ მიზეზს, ხედვას განავითარებ .. პროცესები არის ერთი მთლიანის შემადგენელი ჯაჭვი, ნაწილი.. თუ ასე თუ ისე ისწავლი ამ პროცესების ანბანს, ლოგიკური ინტუიციის გამომუშავებაც ხდება შესაძლებელი
რაც შეეხება იმას რომ ერთდროულად შეიძლება მიგეღოთ ინფორმაცია.. ფიზიკაში კარგად ერკვევი და თუნდაც ის ფაქტი - ( სახელები არ მახსოვს) როცა სხვადასხვა მეცნიერმა ერთ პერიოდში შექმნა ფორმულა და დაერქვა ორივე მეცნიერის სახელი .. ანუ მათ მიიღეს ერთნაირი ინფორმაცია, რომელიც სამყაროში იმდენად მომწიფდა რომ გამოჟონა ამ სახით , შემდეგ დაამUშავეს თავად და მოგვცეს ფორმულის სახით .. ასევე ხდება სხვადასხვა საკითხებში.. როცა ცივილიზაცია ვითარდება არის საფეხურები ( მე ვწერ ჩემს მოსაზრებას ) დონეები.. სოციუმი რასაც იღებს - ანუ დიდ მასაზე მაქვს საუბარი, ეს უფრო ქვედა დონეა.. ანუ ხარისხობრივად მანამდე "ზედა ეშელონებში" გაშალაშინებული ინფორმაცია, რომლებიც "რჩეულმა" ტვინებმა უკვე ამუშავეს .. უფრო მარტივად რომ ვთქვა და რეალური სახე მივცე- არსებობენ ადამიანები ვინც ვლიან მსოფლიოს თავისი ახალი ხედვებით და იდეებით, ისინი არიან უფრო მაღალ ხარისხოვანი მომწოდებლები

( მაგრამ მომწოდებლები ფართო მასებისთვის, მათამდეც შეიძლება კიდევ იყვნენ ისინი ვინც არ ჩანან მაგრამ არიან - მათთვის მიმწოდებლები )
ნუ აქაც არის სხვადასხვა სიდიდის და სიხშირის ინფორმაციები.. ანუ ხისტად არასდროს განვიხილავ ხოლმე და ესეც ალბათ არაა ამომწურავი - რაც შეიძლებოდა გვეთქვა ამ საკითხზე

კიდევ ერთხელ დავამატებ რომ ეს ჩემი მოსაზრებაა , ანუ IMHO
This post has been edited by teoj on 19 Mar 2012, 02:48