XVTIURIუამრავი საიტია, სადაც შეგიძლია შენი პირადი რუკა შეადგინო...
შემდეგ კიდევ უფრო მეტი საიტია, სადაც მიიღო ინფორმაცია შენს თითოეულ მდებარეობაზე...
და არა მხოლოდ შენს მდებარეობებზე...
ქართულადაც საკმაოდ ბევრი მასალაა.
ინგლისურად ხომ მეტი და მეტი.
მოკლედ, მთავარია სურვილი და მონდომება
* * *
სერაფიტიგააჩნია რომელი პლანეტა გყავს მე-7 სახლში. ისე კი მე-7 სახლი არის სფერო "შენ". ის სახლი, საიდანაც იწყება სოციუმთან ურთიერთობა, საიდანაც ინდივიდი გადის გარესამყაროში. მე-7 სახლი არის პარტნიორი (როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიანი), ეს არის ხელშეკრულებები, ქორწინება, ეს არის ის, რაც გჭირდება პარტნიორის სახით, რითიც შემდეგ დაინახავ შენს თავში დაფარულ თვისებებს. შენი ანარეკლი, რრომლის დანახვაშიც გეხმარება პარტნიორი. ეს არის ასევე ღია მტრების სახლი.
შესაბამისად, როდესაც პლანეტა ხვდება ამ სახლში, ეს სფეროები აქტიურდება... აი, როგორ აქტიურდება, უკვე დამოკიდებულია პლანეტაზე, ნიშანზე - რომელშიც ეს პლანეტა იმყოფება, ასპექტებზე... ასევე მე-7 სახლის მმართველის მდებარეობაზე, მის ასპექტებზე...