ეგეც კარგი ძვირიანია

დღეს ჩემი ტელ ვნახე პასაჟთან რომ მაღაზიებია ბაზრობაზე და გული გამისკდა
180 ღირდა

რატოა ესე იაფი ?
ცოტა რამ თევზებზე

თევზებს ძალიან ხიბლავთ თხის რქასთან მეგობრობა. თხის რქის რეალისტური მიდგომა ცხოვრების მიმართ, სწორედ ისაა, რაც ასე აკლია მეოცნებე და სათუთ თევზს. სამაგიეროდ, თხის რქა თევზების სახით მზრუნველ, მოსიყვარულე მეგობარს შეიძენს, რომელიც დეპრესიის წუთებში ყოველთვის მზად იქნება მის მოსასმენად და გასამხნევებლად.
გარეგნობა: თევზები უმეტესად სახის მომრგვალებული ოვალით და აუღელვებელი ე.წ. "თევზური" გამომეტყველებით გამოირჩევიან. ნაკვთები მათ უმრავლესობას პატარა და ლამაზი აქვს. ყურები თავთან შედარებით ფართო და დიდი. სხვადასხვა აღნაგობის არიან, ოღონდ ხელ-ფეხი გაცილებით გრძელი მოუჩანთ სხეულის პროპორციიდან გამომდინარე. უმეტესად ფართო ხელის მტევნები და ტერფები აქვთ. მხრები მომრგვალებული ან ჩამოთლილი ფორმის აქვთ. თვალები ბევრ მათგანს ფართო ჭრილის მქონე და ღია ფერის აქვს. ქუთუთოები მძიმე და გამოკვეთილი. ტუჩები სქელი და მეტყველი აქვთ. მიდრეკილი არიან ღაბაბის გაჩენისკენ ასაკის მატებასთან ერთად. იმ შემთხვევაშიც კი თუ წონაში საგრძნობლად არ იმატებენ, ღაბაბი მაინც ეტყობათ.
თმა სქელი მაგრამ დამყოლი ფაქტურის აქვთ. ასაკთან შედარებით ადრე უჩნდებათ ხოლმე ნაოჭები. ერთი შეხედვით ინერტული ადამიანის შთაბეჭდლებას ტოვებენ, მაგრამ ძალიან მოქნილები და ცნობისმოყვარეები არიან სინამდვილეში. ახასიათებთ სიარულის ე.წ. "მოცეკვავე" მანერა. ნაბიჯები მსუბუქი და მოკლე აქვთ. ბევრ მათგანს უყვარს ცეკვა.
მთელი ცხოვრებაა ჩემი რიცხვია 6, და აი : თევზების ბედის რიცხვი არის 18. ამ რიცხვს ნუმეროლოგები ერთ-ერთ რთული ენერგეტიკული დატვირთვის მქონე რიცხვად მიიჩნევენ, იმიტომ რომ იგი თავის თავში აერთიანებს ე.წ. " ფატალური სამი ექვსიანის" ძალას ანუ 6 + 6 + 6 = 18.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადნენ მსახიობი ჯესიკა ბეილი, ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, დრიუ ბერიმორი, მომღერალი რიანა და სხვები. თევზებს უყვართ ნაზი, ნატიფი აქსესუარები, ნაქსოვი და რბილი, ფაფუკი ფაქტურის მქონე სამოსი. ხავერდის, ატლასის, აბრეშუმის ან ტრიკოტაჟის კაბები.
მიმაგრებული სურათი