ტყუპი იქნებააა

)))) რა ცვალებადია თანნ...... მაგრამ ტყუპი ასე რამ გააბრაზა
ShaLeXaშენ გგონიაა სერიოზულად ვამბობთთ???
hermion granger ვღადაობთ გოგოოო :* :* :*
1 ლექსი უნდა დავდო აქ..... რა ზოდიაქოა ნეტა

უნიჭობის პიკი.
პოეზიის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ :|
დამცა, დამაფეისპალმა ამ ლექსმა.
პალმა, ლიმონი, ჩინური ვარდი,
რამდენიმე ქოთნის ყვავილი
და ფანჯარა, ზოგჯერ მზიანი,
საითაც ხშირად გაგვირბის თვალი;
აწმყოში ვცხოვრობთ
და არც წარსული გვენატრება
არც მომავალი...
ნეტავ, რა ჰქვია ჩვენს უსიტყვო გასაუბრებას
და გაფიქრებულ სინამდვილეს,
წარმოსახვაში რომ იკარგება,
იგი თავის კვალს ვეღარსად ტოვებს,
და გასაქრობად მუდამ მზად არი.
ნადგომი წყალი სწყურდებათ ხოლმე,
უყვართ ზოგჯერ ნიადაგის გაფხვიერება
და თუ ტყის მიწას მივაშველებ,
მადლიერების ნიშანს ისე გაამჟღავნებენ,
რომ ყვავილები გამოაყრით სიხარულისგან.
მეც მათთან ერთად ჩუმად ვცხოვრობ,
და ვეძებ სიტყვებს _
ყველაზე ძვირფას მინერალებს,
ჩვენს არსებობას რომ ინახავენ და შეიცავენ,
მე მათ ვეპყრობი ისე ფრთხილად
და სიყვარულით მანამდე,
ვიდრე ჩემივე წრეში გამომამწყვდევს გაუცხოება.
მაშინაც კი,
როცა საკუთარ თავს ვაწყდები
და მოულოდნელ სამყაროში ვცდილობ გაღწევას,
ვიღებ წყლით სავსე ჩაიდანს და
ჩემს გათანგულ მეგობრებს ვასმევ
და მერე ვხვდები,
სინამდვილეში
მოწყურებულ ნატვრას ვარწყულებ...