Special_1salamander_rასტროლოგიას თავისი პრინციპები აქვს.
მორიელი ლომის საყრდენია, ლომი კი მორიელის ხელმძღვანელი.
მორიელი ლომიდან მე-4 ნიშანია:
მე-4 ნიშანი (მორიელი ლომისთვის) ზურგს გვიმაგრებს. ის ხშირად გვევლინება სპონსორის ან პროტექტორის როლში.საკუთარ აზრებს თავზე არასოდეს გვახვევენ,თუმცა მათ საქმიან რჩევებს და შენიშვნებს ყური უნდა ვუგდოთ.
პირად ურთიერთობაში თუ მე-4 ნიშანი ქალია,კავშირი შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რომანტიული.ის ყველაფერს გააკეთებს მეუღლის სოცილაური და მატერიალური წინსვლისთვის. თუ მე-4 ნიშანი მამაკაცია, ტიპური "დაქუსლულის" ვარიანტია.
ასეთი წყვილი დიდ სოციალურ წარმატებებს აღწევს.
ლომი მორიელიდან მე-10 ნიშანია.
მე და ჩემი "ხელმძღვანელი". მეათე ნიშანი (ლომი მორიელისთვის) არის ზედგამოჭრილი მმართველი, იდეოლოგი, მწვრთნელი.
ურთიერთობა სხვადასგვარად შეიძლება წარიმართოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ის ღიად დომინირებს.
ლომს და მორიელს ბევრი აქვთ საერთო:
პლუტონი:
პლუტონი _ ძველის ნგრევისა და ახლის შენების პლანეტაა. ეს არის ადამიანის ნებისყოფა, შინაგანი ძალა, ტრანსფორმაცია, რომელსაც თან ახლავს სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი (ხშირად სიკვდილიც). განასახიერებს დაბადებისა და გარდაცვალების მისტერიას. გავლენას ახდენს ომებზე, რევოლუციებზე, ტერორისტულ აქტებზე, ასევე, კატაკლიზმებზე.
დადებითი თვისებები: სტაბილურობა, სიმტკიცე, მოთმინება, პატიოსნება, სულიერი ტრანსფორმაცია. უარყოფითი თვისებები: შურისმაძიებლობა, სიფიცხე, სადიზმი, ოკულტური ცოდნის ბოროტად გამოყენება.
ასტროლოგიურად პლუტონი საკუთარ "ღირსებს" ყველაზე პოზიტიურად მორიელისა და ლომის ზოდიაქოში ავლენს.
სტაბილური(ფიქსირებული) მოდალობა:
ფიქსირებული ნიშნები- მოსწონთ სტაბილურობა. კარდინალურები თუ საქმეს იწყებენ და ინიციატორები არიან, ფიქსირებულები დაწყებულის გამგრძელებლები და მფლობელები არიან. მათ სურთ უფროსობა და არ არიან წინააღმდეგნი თუ კარდინალურები დაიწყებენ საქმეს,სამაგიეროდ სტაბილურობისთვის ისინი შეინარჩუნებენ. კარდინალურებს ქმედება სჭირდება,ხოლო ფიქსირებულებს-ყველაფერი სურთ რაც მათ გარშემო მოძრაობს. ფიქსირებული ნიშნებია კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. ფიქსირებული ნიშნები რომელ სახლებს მართავენ თქვენს რუკაში მიანიშნებს სად უნდა გაჩერდეთ და და „მომავალში გაიხედოთ“.
ლომის დევიზია მე მინდა.
მორიელის მე მსურს.
მათ ორივეს უნდათ ძალაუფლება და გარშემომყოფების თავის ჭკუაზე ტრიალი. ლომებს მათი მართვა, მორიელებს კი კონტროლი. ლომი თუ დიქტატორია, მორიელი მანიპულატორია. მათ ერთი მიზანი აქვთ, მაგრამ განსხვავებული გზები ამ მიზნამდე მისასვლელად. რასაც ლომი ღიად აკეთებს, მორიელი ფარულად.
ახლა სხვაობები.
მორიელი:
წყლის სტიქია
ფემინური ნიშანი
ღამე
ნეგატიური
ლომი:
ცეცხლის სტიქია
მასკულანური ნიშანი
დღე
პოზიტიური
იყო დრო მე უფრო მეტი ნეგატიური განწყობა მქონდა მორიელის მიმართ, ვიდრე თქვენ გაქვთ ლომისადმი.
მორიელი ჩემთვის იყო შურიანი, ბოღმიანი, შხამიანი, თვალთმაქცი და ბოროტი ნიშანი, მაგრამ ასტროლოგიურ ცოდნასთან ერთად დაკვირვება მოვახდინე და დავინახე უზარმაზარი ნებისყოფა, მიზანსწრაფვა, სიღრმე, შინაგანი ძალა.....
ასევე ლომში სიკეთესთან, დიდსულოვნებასთან, ღირსებასთან ერთად არის სიზარმაცეც, ამპარტავნებაც, ქედმაღლობა და ნარცისიზმიც.
მაგრამ თუ ლომში სასწორი და მორიელში ქალწული პოზიტივს უფრო ამჩნევენ და იშვიათად ნეგატიურ მხარეს.
ლომი და მორიელი ერთმანეთში ძირითადად მხოლოდ ნეგატივს ხედავენ.
ერთადერთი სფერო სადაც ისინი ერთმანეთს ეწყობიან არის სექსი.
40 წლის შემდეგ კი შეიძლება საუკეთესო მეგობრები/პარტნიორები გახდნენ, ორივეს ცხვირი აქვს წატეხილი და მწარე გამოცდილება მიღებული და ერთმანეთისგან მხოლოდ სწავლობენ.
ახალგაზრდობაში ერთმანეთს უნდა მოერიდონ.
This post has been edited by folkman on 31 May 2014, 00:36