nuciiiმორიელი ბიჭი ვარ და ჩემს აზრს მოგახსენებ

ძალიან მიყვარს და მიხარია საჩუქრები. ყველაზე მეტად მიხარია ყურადღება და ადამიანის სურვილი, რომ სურს რაღაცით მასიამოვნოს. საერთოდ მორიელებს გვახასიათებს ყველა მოვლენისა თუ ადამიანთა ქცევის გამომწვევი მიზეზებისა და მოტივების ძიება. როცა ვინმეს ქცევაში ვხედავ კეთილ განზრახვას, რანაირი უღირსი ქცევაც არ უნდა იყოს, ვამართლებ და თუ ვინმეს განზრახული აქვს, მე მასიამოვნოს, რაოდენ ცუდად და უგემოვნოდაც არ უნდა სცადოს ამის გაკეთება, დავაფასებ და გამიხარდება.
ეს პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ახლა მეორე - თვითონ საჩუქარი.
თუ 5 ლარიანი ნასკებია ან რამე ძაან უბრალო, მთლიანად პირველი ფაქტორით განპირობებული ემოციებით დავკმაყოფილდები და შემინარჩუნდება კიდეც, მაგრამ თუ საჩუქარი ცოოოტა ძვირფასი და გემოვნებით შერჩეულია მაშინ ძალიან გამიხარდება. არ ვიცი სხვა მორიელები როგორ უდგებიან ამას მაგრამ მე მიყვარს, როცა რაღაც გამოსადეგსა და კარგს მჩუქნიან. აი, ძალიან მიხარია.
რა მინდოდა მეთქვა - თუ შენს მორიელ ბიჭს საჩუქარს გაუკეთებ, ეს ფაქტი (საჩუქარი რომც არ მოეწონოს) მას ძალიან გაახარებს და თუ საჩუქარი გემოვნებიანი იქნება და მოეწონება, ორჯერ უფრო გახარებული და მადლიერი იქნება.

P.S. კონკრეტულად ნივთის შერჩევას რაც შეეხება, გააჩნია ტიპაჟს. მე მაგალითად ვინმემ ახალი აიფონი რომ მაჩუქოს, მეორე დღესვე გავყიდი ან გავაჩუქებ, მაგრამ 50 ლარიანი საფულე შეიძლება მთელი ცხოვრება ვათრიო თან
მოკლედ, თუ მხოლოდ დასაჩუქრების ფაქტი არ არის შენთვის მიზანი, არამედ კარგი საჩუქრის გაკეთება, იზრუნე რომ საჩუქარი იყოს ორიგინალური, ხარისხიანი და ფული არ დაიშურო
Change will come to those who have no fear..
* * *
ბებია მყავდა პოვარი...