ჩემი აზრით კარგია ეს,როცა უკვე ხვდები რომ შენში რაც არ მოგწონს იმას უნდა ებრძოლო და შეცვალო.რამდენიმე წლის წინ ნამდვილად არ ვფიქრობდი ასე და მიხარია რომ მივედი ამ დასკვნამდე.
ნუ ის მეორე საკითხია რამდენად გამომდის,მაგრამ სიტუაციების ანალიზი კარგად მეხმარება.
აი მაგალითად ვერ ვიტან კითხვებს პირადზე ვიღაც არამკითხესგან,ანუ უახლოესი მეგობრებისგანაც კი შეიძლება გამაღიზიანოს ხშირად,რადგან ვფიქრობ რომ თუ რაიმეს თქმა მინდა უკითხავადაც ვიტყვი და თუ არ ვამბობ,ნუ მაღიზიანებ გრძელი ენით

შესაბამისად კითხვაზე პასუხი გამომდიოდა ძალიან ხისტი და უხეში.თუმცა არა უზრდელი.
ეხლა ვცდილობ ასეთი კითხვები იუმორით ავიცილო თავიდან,ზოგადად საკუთარ თავზე მხოლოდ მე უნდა ვიხუმრო,ეს დაუწერელი კანონია