არა, საწყენი არაფერია.

მოდი, მცირე განმარტებას გავაკეთებ ახლა.
მე არ მჯერა სიცოცხლის ისეთი ფორმების არსებობის, როგორც დღეს აქვს ადამიანთა გარკვეულ ნაწილს წარმოდგენილი.
ანუ დედამიწის სტუმარი მფრინავი ობიექტები თავისი გონიერი ეკიპაჟით და ა.შ. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, დარწმუნებული არ ვარ.

და რა არის ახლა ამის მიზეზი... არ მჯერა იმიტომ, რომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით ამაზე.
რომ გქვონდეს რაღაც ფაქტები ამ უცხოპლანეტელებზე და მათ კავშირზე დედამიწასთან, ხო, მარა...
გადაჭრით ვერ ვუარყოფ, რომ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც, მაგრამ შეიძლება ჩვენი გონება და თვალსაწიერი ვერ წვდება ბევრ რამეს და შეიძლება ვერაფერი გავიგოთ მათზე, ისე რთულად იყოს საკითხი და ისეთი განვითარების დონეზე იყვნენ.
ანაც, შეიძლება ჩვენთან შედარებით ძალიან პრიმიტიული არსებები იყვნენ სადმე.
ის მაინც არ არის სადავო, რომ ადამიანის გონება და თვალსაწიერი ძალიან ბევრ რამეს ვერ წვდება ამ სამყაროში.
რა არის ამაში გასაკვირი, როცა ადამიანის ტვინის 1/10 000 ნაწილი მუშაობს მხოლოდ.

ვერ ვიკამათებ და ვერ ვიმსჯელებ ასეთ საკითხზე რაღაც სიღრმისეული წიაღსვლებით.

მოკლედ, ძალიან ისეთი თემაა რა...
ამქვეყნიური საკითხები, რაც მესმის ასე თუ ისე და რაც გამეგება, იმას მივაწვები, აჯობებს.

ერთ ცოტა ისეთ პარალელს გავავლებ.

ზოგმა რომ იცის, რომ დაინტერესებული ვარ მეგრული ენის ბედით და რომ ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას მის შესახებ, რომ იგებენ, რომ რაღაც მცირედი გამიკეთებია ამ ენის პოპულარიზაციისთვის და ამ ყველაფრის მერე რო აღმოაჩენენ, რომ არ ვარ დარწმუნებული კოლხური დამწერლობის არსებობაში, უკვირს ხოლმე ზოგს.

ამხელა ცივილიზაცია იყოო კოლხეთი, როგორ შეიძლება დამწერლობა არ არსებულიყო და ამისი არ გჯეროდესო, თანაც როცა რამდენი სწავლული ამბობდა ძველ დროში, რომ კოლხური დამწერლობა არსებობდაო.
ვეუბნები ხოლმე, არავის უნახავს ეს დამწერლობა და როგორ ვამტკიცო, რომ არსებობდათქო.
This post has been edited by ფორცხოლი on 29 Dec 2013, 01:04
. .