teonateona91უი ჰო.
teonateona91♒ მერწყული ♒♑ თხის რქა ☽ მთვარე (post #26850640)მერკური მერწყულში
მიდრეკილება აქვს პარადოქსული აზროვნებისკენ, გადახვევებისკენ და საკუთარი აზრების ცვლილებებისკენ. თავისუფლების ძალიან დიდი მოთხოვნა გააჩნიათ. ინფორმაციის არჩევა უფრო ვალუნტარისტულია : მე ეს მომწონს, მე ეს არ მომწონს.
ნიჭი აქვთ იმპროვიზაციის, წამიერი გაგების, მიხვედრილობის აფეთქებებით. შეუძლიათ უეცრად მიხვდნენ რაღაცას და მთელი ინფორმაციის ბლოკები აითვისონ.
მათ შეუძლიათ დაივიწყონ წვრილმანები, მაგრამ მნიშვნელოვანი და დიდი ინფორმაციები ახსოვდეთ არაჩვეულებრივად.
ვინაიდან მერწყული იძლება კრეატიულ და არაორდინალურ ხედვებს, ამიტომაც ლოგიკური კავშირები შესაძლოა არაორდინალური ჰქონდეთ. მათ მშვენივრად შეუძლიათ იმპროვიზაცია და დროის მცირე მონაკვეთში მთელი ისტორიის ნაწილის შექმნა, თან ისე რომ დასასრულიც კი იციან წინასწარ.
თუ უყვებიან ვინმეს იმას, რაც მათი მოფიქრებულია, თანამოსაუბრეს რჩება შთაბეჭდილება რომ ეს ინფორმაცია დიდ ხანს მუშავდებოდა.
მაგრამ არის აქვე სხვა მხარეებიც : მათ შესაძლოა ჰქონდეთ არაკონცენტრირებული ჭკუა. ძალიან ადვილია მათთვის ერთი საგნიდან მეორეზე გადახტომა. კარგად ვერ სწავლობენ, თუმცა უდიდესი ნიჭი აქვთ თვითშესწავლის.
მაგრამ აიძულო მას ისწავლოს ის, რაც მას არ აინტერესებს - შეუძლებელია.
მერკური მერწყულში ხშირად იძლევა რადიკალურ გადახვევებს, შეხედულებათა ცვალებადობას. ამიტომაც ასეთი განლაგება ხშირად არის მეცნიერებში და გამომგონებლებში, რომლებიც ზუსტად მერწყულის საშუალებით შედიან ახალ განზომილებაში.
ურთიერთობაში შეუძლიათ იყვნენ საკმაოდ ორიგინალურები, ექსცენტრულები და უცნაურებიც კი. შეუძლიათ მოიქცნენ სხვებისთვის გაუგებრად, უცნაურად გამოთქვან აზრები და მიდრეკილნი იყვნენ პარადოქსული მსჯელობისკენ.
მერკური მერწყულში იძლევა ურთიერთობებში სწრაფ ცვლილებებს და მეტამორფოზებს. შესაძლებელია მან უეცრად გაწყვიტოს უმიზეზოდ კონტაქტი.
თანამოსაუბრენი ვერ ასწრებენ მიყვნენ მის აზრებს. მათი ინტელექტის ჭეშმარიტება შეიძლება ხშირად დაფარული იყოს მათ აზრთა ურთიერთწინააღმდეგობებში.
♀ ვენერა (post #27411443)მარსი ტყუპებში
ცვალებად , ჰაეროვან ნიშანში მარსი ცოტათი დაბნეული და დეზორიენტირებულია. ამ მარსს მუდამ სჭირდება ტემპის ახალი ცვლილებები, რათა ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდეს. როდესაც საკეთებელი არაფერია ეს მარსი თავს ამოწურულად გრძნობს, მაგრამ თუ არის დიდი რაოდენობით საინტერესო რაღაცეები ეს ადამიანები ელექტროგენერატორებად იქცევიან. სხვებზე მეტად ეს მარსი რეაგირებს მოწყენილობაზე ფიზიკური რეაქციით. გაბრაზებული მარსი ტყუპებში სიტყვებს ''იარაღად'' იყენებს, ის ენამწარე და სარკასტული ხდება.
ფაქტიურად, დებატები ამ ადამიანების სპეციალობაა. რომლებშიც გამარჯვებას ისინი გონებამახვილური არგუმენტებით არწევენ. ზოგადად ისინი ,,ყბედები'' არიან. (ტყუპების გავლენა). ამ მარსის ზოგი წარმომადგენელი საკმაოდ მოუსვენარია. და საერთოდ მათი ნევროზულობა და მოუსვენრობა არის საფუძველი მათი ფიზიკური აღმა და დაღმასვლის. ბევრი მარსი ტყუპებში მიმართავს თავის ენერგიას ხელებში(ტყუპები ხომ ხელებს მართავენ), ეს ადამიანები ხშირად კარგად უკრავენ და უყვართ ვიდეოთამაშებიც. ბევრი გატაცებულია puzzl-ებით და თამაშEბით. ისინი ადვილად ერგებიან ცვლილებებს, ხშირად ეჭიდებიან ერთდროულად რამოდენიმე პროექტს, თუმცა ხანგრძლივი დაინტერესება რაიმეთი მათი სფერო არაა. მათტვის კარგი იქნება თუ ენერგიის გაფანტვას კი არა კონცენტრირებას ისწავლიან. ასეა თუ ისე მარსი ტყუპებში თავისი ზიზღით რუტინისადმი და მრავალმხრივობით, ზოგადად ძალიან დაკავებულ ხალხს მოიცავს.
This post has been edited by folkman on 7 Jan 2014, 22:50