✎Christopher Robinმზე ტყუპებშია, მთვარე სასწორში.
მზე და მთვარე ტრიგონს(დადებითი ასპექტი) ქმნიან ერთმანეთთან.
მზე -
ტყუპები☽ მთვარე (post #29433299)მზის სექსტილი/ტრინი მთვარესთან
ემოციები და სურვილები დადებითად არიან განლაგებული ერთმანეთის მიმართ, რაც ადამიანს უფრო მეტად გაწონასწორებულს ხდის. ხშირად ბავშვობაში მიღებული "გზავნილები" არ ეწინააღმდეგება მათ ძირითად ხედვას და სავარაუდოდ ამიტომ მათ კარგად იციან საკუთარი მიზნები და გააჩნიათ უფრო მეტი ჰარმონიულობა, ვიდრე სხვებს... ბევრი აღნიშნული ასპექტით გამოირჩევა პოპულარობით, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ისინი ელიან ჰარმონიას ურთიერთობებში. მზის სექსტილი/ტრინი მთვარესთან, როგორც წესი იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. თავდაჯერებულობის განსაზღვრული დონე და დაცულობის შეგრძნება საკუთარ თავში განაპირობებენ იმას, რომ ესეთი ხალხი განსხვავებულ დონეებზე ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს.
საკმაოდ ძლიერია კუროს გავლენა:
მერკური კუროში
მიუთითებს სიჯიუტეზე, ფულისა და მატერიალური ღირებულელების დაგროვების სიყვარულზე. სიტყვების არ სწამს, მხოლოდ ფაქტების. იშვიათია რომ რაიმეს წამოწყება გადაწყვიტოს, თუმცა თუ მოისურვა, საქმე ბოლომდე მიჰყავს. მერკურის ასეთი მდებარეობა კარიერაში ძალიან ხელსაყრელია.
♀ ვენერა (post #23513809)მარსი ვერძში
ეს ყველაზე იმპულსური მდებარეობაა მარსის, ასეთი ადამიანების პირველი ინსტიქტი მოქმედებაა. მათთვის დამახასიათებელია უეცარი ფეთქებადობა, თუმცა ეს უცბად გადის. ასეთი ხალხი ზოგადადა არ ცხოვრობს წარსულში და არ იტოვებენ ჯავრს გულში. უსმენენ ინსტიქტებს და მოქმედებენ შესაბამისად, იღებენ სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს. ისისნი არ ჩერდებიან, მუდმივად ცდილობენ იყვნენ მოქმედებაში. სპონტანურობა მათი ერტ-ერთი ფასეულობაა, როგორიცაა მოქმედების სისწორე, ინოვაციურობა და სიმარტივე პრობლემებისა. ამ მდებარეობის ხალხი თითქმის ნაბიჯით წინაა დანარჩენებზე, მოსწონთ ახალი იდეები, გზის გაკაფვა და ახალ-ახალი პროექტები. უყვართ ცვილებები, ურტიერთობები ასეთ ადამიანებთან კარგია, მაგრამ ზნელი იქნება მათი მოხელთება..არ მოსწონთ სხვისი არასწორი ნაბიჯები, მომენტებსი ხასიათდებიან ბავშვური გამოხტომებით. სექსზე წერია, რომ აქვთ უზარმაზარი სურვილები, იზიდავთ სპონტანურობა და შეუზღუდავობა. უყვართ გულწრფელად. ეროგენული ზონა თავი(თმა).უყვართ,როცა თმაზე ეფერებიან
მარსი ვერძში
გიჟური ენერგია, რომლის დაოკება, მართვა და სწორი მიმართულება ძალიან ურთულდებათ ძლიერი ნებისყოფის ადამიანებსაც კი... უნდა იყოს ენერგიული, ძლიერი ადამიანი, რომელიც ცოცხლად და პირდაპირ რეაგირებს ყველანაირ უსამართლობასა და ძალადობაზე, მაგრამ ეს ვერძის ენერგია არაა ულევი: ყოველი აქტივისტური საქმიანობის მერე, ყოველი ენერგეტიკული აფეთქების მერე დგება უმოქმედობის პერიოდი.. და იმის მიუხედავად რომ ასეთი მარსის პიროვნება გამოიყურება როგორც უძლეველი არსება, ის დაუცველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზედიზედ რამოდენიმე წარუმატებლობას შეხვდება ცხოვრებაში, აი მაშინ ის კარგავ თავდაჯერებულობას საკუთარ სიძლიერეში, მაშინ ის წყვეტს თავის აქტიურ ქმედებებს და თრგუნავს ემოციებს, ასევე არაიშვიათია ისტერიკული ნევროზები (არაჰარმონიულ ასპექტების დროს მთვარესა და ვენერასთან)... ასეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი ფეთქებადი ენერგიის მართვა... სასურველია სპორტით დაკავება, სამხედრო კარიერა ან ცეცხლთან დაკავშირებული პროფესია...
მარსი ვერძში ხშირად ერთი ნაბიჯით წინაა სხვებზე, ძალიან ''predictable '' ცხოვრება მათ მოუსვენარს ხდის. ახალ-ახალი იდეების წამოწყებას, ნოვაატორულ მოქმედებებს და ახალ პროექტებს ამ ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს. სიმართლე რომ ვთქვათ ისინი პრობლემებით ტკბებიან მათთან ურთიერთობა მიმზიდველია, მაგრამ ძნელია რომ მათ დაეწიო. ისინი იმპულსურები არიან, მიუხედავად მათი დიდი ფიზიკური ენერგიისა ,მათ შეიძლება ისიც და ენთუზიაზმიც მალე დაკარგონ. მათ ადვილად აღიზიანებთ სხვების არაპირდაპირობა. ისინი სხვებისგანაც პირდაპირობას ელიან. ისინი ადვილად კარგავენ მოთმინებას როცა სხვები მოქმედების გეგმებს ადგენენ და არ ჩქარობენ. მარსი ვერძში ხშირად ბავშვურია, ზოგჯერ სრულიად უხეში და მოუთმენელია , მაგრამ თითქმის ყოველთვის იცი რას მოიმოქმედებს ის შემდგომ. თუ მარსი დაზიანებული არაა, შერგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ზურგს უკან ის არაფერს მოიმოქმედებს.
ბედის სასიცოცხლო კვანძები:
აწმყო-მომავალი
ეგოიზმი-ალტრუიზმი
ძალაუფლება ან მეგობრობა
ორგანიზატორი-რეფორმატორი
ეს კვანძების კარგი განლაგებაა,რომელსაც წარმატების და კეთლდღეობისკენ მივყავართ,ადამიანები რომლებსაც კვანძების ასეთი განლაგება აქვთ,მრავალმხრივ განვითარებულები არიან.ისინი საკუთარ ინდივიდუალობას იმკვიდრებენ, ან ეხმარებიან სხვებს მის დამკვიდრებაში.იბრძვიან ახალი იდეებისთვის,მაგრამ არ ივიწყებენ საკუთარ თავს,მათთვის ძნელია პარტნიორობა ამიტომ ხშირად,სიყვარულსა და მეგობრობაში იმედგაცრუებულები რჩებიან.ბავშვვების აღზრდასთან მიმართებაში აქვთ სიძნელეები,კვანძების ასეთი განლაგების ქალები ტოლს არ უდებენ მამაკაცებს.ეს ზოგადად ეხლა კი კონკრეტულად მათ ვისაც
ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში-სამხრეთის კვანძი ლომში :
თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც გააჩნია დიდი ნებისყოფა და მიჩვეული ხართ სხვების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის,თქვენთვის დამახასიათებელია ბრძანებლობა და ეგოიზმი.სულიერი ცხოვრება ნაკლებად გაინტერესებთ.თუმცა დაბადებული ხართ მეცენატეთ და მფარველად.გიყვართ ყურადრების ცენტრში მოქცევა-მნიშვნელობა არ აქვს რა გზით.
თქვენთვის ცხოვრებასი აუცილებელია-გახდეთ იდეალისტი,იმუშაოთ ანაზგღაურების მოთხოვნის გარეშე, და ისწავლოთ ადამიანის დაფასება ,მათი სულიერების მიხედვით.უნდა გაითავისოთ რომ თქვენი პარტნიორები-თქვენი მოსამსახურეები არ არიან,მეგობრობას, თავისუფლებას და სიყვარულს თქვენთვის უფრო მნიშვნელობა უნდა ქონდეს,ვიდრე დიდებას და ძალაუფლებას,თუ თქვენ გარემოცვაში ბრძანებლობას განაგრძნობთ,მაშინ ბედს შეუძლია დაგსაჯოთ-წაგართვათ ძალაუფლება,დიდება,ავტორიტეტი და მეორე ხარისხოვნად გაქციოთ,კარგი იქნებოდა თუ ამ დროს უკვე შეძენილი მგობრები მოვიდოდნენ თქვენ დასახმარებლად.
თქვენი მიზნების რეალიზება შესაძლებელია თანამოაზრე-მეგობრების წრეში,როდესაც თქვენ ,თქვენ მდიდარ ინდივიდუალობაზე დაყრდნობით,მომავლის იდეალებისკენ ისწრაფვით.
* * *
@freedom@ზოდიაქოთი კურო ხარ, მაგრამ კუროზე დიდი გავლენა ვერძის ნიშნის გაქვს.
მზე კუროშია.
მთვარე, ასცენდენტი, მერკური და ვენერა კი ვერძში.
მარსი თევზებში.
მოკლედ ვერძი ხარ უფრო.
მზე (ზოდიაქო) -
♉ კუროდომინანტური ნიშანი -
ვერძი☽ მთვარე (post #28772885)მერკური ვერძში
მერკური ვერძში:მერკური აქ მარსს სტუმრობს, ამიტომაც აზრები უცბად მოგდით თავში და წამის მეასედში მთვლიანად გიპყრობთ. ამ მდებარეობაში მერკური გაძლევთ იმპულსიურ აზროვნებას. სავარაუდოდ თქვენ შეგიძლიათ ულევი ინფორმაციის დამუშავება და გააზრება მოკლე დროში.
მაგრამ აღქმა ამ ინფორმაციის ალბად არც ისე თანაბრად ხდება, ან დედა აზრს სხვადასხვა სიჩქარით და დროის შუალედებში ამუშავებთ. გარდა ამისა თქვენს აზროვნებას ენერგია მცირე დროით ჰყოფნის, მერე დგება აპათია და ინტერესის დაკარგვა, ან თუ წარუმატებლობა განიცადეთ, დეპრესიაც.
თქვენი აზროვნების ტიპი ე.წ. სინტეტიური ტვინია, ანუ თქვენ შეგიძლიათ ამოკრიფოთ ცალკეული ელემენტები კონსტრუქციიდან, მაგალითად იდეები, აზრები, თეორიები და შექმნათ რაღაც თქვენებური. მაგრამ თანმიმდევრობა გაკლიათ, რადგანაც ვერძი ის ნიშანია, რომელსაც ახასიათებს უცაბედად აალება. ყველაფერს შტურმით იღებთ. ტვინის სისტემატური მუშაობა არაა სათქვენო რამ. ალბად გიტაცებთ საკუთარი პროექტები და გეგმები და თუ რამე თეორია მოიფიქრეთ, რაღაც დროის პერიოდში მისით იქნებით გატაცებული მხოლოდ და სხვა რამ არ იარსებებს თქვენთვის. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ვერძის მიდრეკილება პოლარული შეფასებებისკენ, მისთვის ან შავია ან თეთრი. მაგალითად თუ სხვისი იდეა მოგწონათ, ის გიტაცებთ მთლიანად და სხვაზე ფიქრი არ შეგიძლიათ, შუალედს ვერ პოულობთ.
შემოქმედების მომენტებში ვერძ მერკურს შეუძლია უამრავი იდეა მოგცეთ ერთდროულად. ძლიერი ენერგია რომელიც თქვენგან მოდის, გაივლის უამრავ იდეას და აზრს, ინტელექტუალურ ფასეულობას, თანაც ისეთი დიდი რაოდენობით, რომ აზრის გადმოცემისას ხშირად არა თანმიმდევრული იქნებით.
ამ შემთხვევაში იწყებთ სწრაფად და ენერგიულად საუბარს, რათა თანამოსაუბრე ჩაითრიოთ მთლიანად თქვენს დიდკუსიაში, რათა დაარწმუნოთ თქვენს მოსაზრებებში. თქვენ გსურთ მოსაუბრე დაიყოლიოთ თან და დაიქვემდებაროთ. სავარაუდოდ კარგი მოკამათე ხართ, მებრძოლი სულით, კარგი, ირონიით გამსჭვალული იუმორით. დიდ ხანს კამათი არ გიზიდავთ, ან ხანგრძლივი კამათი ბრძოლის ელფერს იღებს თქვენს თვალში. დისკუსიებში წყენია ხართ და ურთიერთობის ნებისმიერ გამოხატულებაში ლიდერი.
რთულად საურთიერთო ხართ, რადგანაც საკმარისია ვინმე შეგეწინააღმდეგოთ, ეგრევე იწყებთ საკუთარი სიმართლის და შეხედულების უტყუარობის მტკიცებას. გახასიათებთ დაკვირვება და ოპონენტში სუსტი წერტილების მოძებნი უნარი.
ხშირად ფეთქებადი ხართ, გადამეტებისკენ მიდრეკილი. იმის გამო რომ თქვენი ხედვა შავად და თეთრად იყოფა, ინფორმაცია რომელსაც თქვენი გონება გაფილტრავს პოლარიზებული იქნება. ასეთი "პოლარიზებული" ინფორმაცია აღიქმება როგორ გადაჭარბება სხვების მხრიდან, თუნდაც სიმართლე იყოს.
თქვენს მსჯელობას ერთი შეხედვით ცალმხრივი ხასიათი აქვს, თუმცა სავსებით შესაძლებელია კარდინალურად შეიცვალოს რაღაც მომენტში და საწინააღმდეგო აზრით შეიცვალოს. ასეთ ადამიანს უჭირს შუალედურობა. ხანდახან უხეში ხართ, განსაკუთრებით თუ რამე გეწყინათ და გაბრაზებულ გულზე ყველაფერს გადმოულაგებთ ადამიანს, თუმცა ეს შეიძლება მეორე წუთში აღარც გახსოვდეთ. სწორედ ყვირილის და აფეთქების შემდეგ მოდის საღად გააზრების უნარი, ამიტომაც მანამდე თქვენთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს.
ვერძში მერკურის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია თვითდამკვიდრება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა მსჯელობის გზით-
პაველ გლობამ თქვა ეს.
ცეცხლოვანი სტიქიებიდან ყველაზე ლოგიკურია. მარსი ანიჭებს კონცენტრაციის უნარს, შესაბამისად მერკურს ვერძში შეუძლია არაჩვეულებრივი კონცენტრაციის უნარი გამოავლინოს. მისთვის ცოდნა არის ძალა. ადამიანს ამ მერკურით არასდროს სჭირდება სიტყვების ძებნა საუბრისას. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას ყოველთვის წინასწარ აქვს მომზადებული პასუხები. უყვარს დავა. სიტყვიერი მეომარია. მისი დაბნევა ძალიან რთულია. მაგრამ როგორც ყველა კარდინალურ ნიშანს აღენიშნება მომაბეზრებლობა, ასევე აგრესია და სიუხეშე. ასეთი მერკურის ადამიანი არაჩვეულებრივად ხედავს საბოლოო დანიშნულებას, რაც აძლევს მას საშუალებას მიზანმიმართულად გამოიკვლიოს საკითხი. ასეთი ადამიანები შესანიშნავი მკვლევარები, ექსპერიმენტატორები არიან. შეუძლიათ ცხოვრება რომელიმე ერთ თემას მიუძღვნან. ძალიან უყვართ მონოლოგი
♀ ვენერა (post #23432119)I სახლი. Vita(სიცოცხლე) / Horoskopus(აისი) (post #25456832)მარსი თევზებში
ეს მამაკაცი მგრძნობიარე და ნაზია, ორგანულად ვერ იტანს უხეშობას და სასტიკ შეტევას. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქალში იწვევს იმის სურვილს რომ მოეფეროს და გაათბოს, რაღაცით დაეხმაროს მას. ამ დროს შეუძლია თვითონ იზრუნოს მათზე, რადგანაც ფაქიზად გრძნობს, სა სჭირდება სატრფოს მოცემულ წუთში.
როგორია იგი ლოგინში? თუ მის სულში შეახწევთ, შეუძლია, იყოს ალერსიანი და რბილი.იგი აღვიძებს ფანტაზიას და შეუძლია აგაღელვოთ მსუბუქი შეხებით ან რბილი, თბილი გამოხედვით. ის მარსიანელთა იმ ჯიშიდანაა, რომელიც სიამოვნებას მხოლოდ მაშინ ღებულობს, როდესაც ხედავს, რომ სიამოვნება მიანიჭა ქალს (მას ურჩევნია ლოგინში თავი არ მოაჩვენოს: ის იმწუთასვე იგრძნობს მას)
მისი ერთგულება. ნუ გგონიათ რომ ჩანგალი მოსდეთ და შეგიძლიათ დამშვიდდეთ. ნებისმიერ ყოველდღიურობას (ხალათს ფლოსტებს...) შეუძლია მისი სინაზის განადგურება ორ წუთში. ქალში გამუდმებით უნდა გრძნობდეს საიდუმლოს, ჭინააღმდეგ შემთხვევაში, უღალატებს და თანაც არცთუ ღირსეულ მეტოქეებთან.
მარსი თევზებში
ვერძის გავლენას, უპირისპირდება კუროს და თევზების გავლენა, მაგრამ ვერძი იმდენად მძაფრად გაქვს, შეგიძლია ვერძის აღწერები იკითხო ხოლმე.

)
კუროს და თევზების გავლენაც გაქვს, მაგრამ ვერძის უნდა ჭარბობდეს.
ბედის სასიცოცხლო კვანძები (კარმული მისია) :
ბავშვი-მოზრდილი
ემოციები -ნებისყოფა
უჯახი ან სამსახური
შინაგანი განვითარება ან კარიერა
კვანძების განლაგება დიაპაზონში: სახელმწიფო მოხელეობიდან-პოეტებამდე.პრობლემები ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობაში.უფრო მეტის ნდომის დაუოკებელი სურვილი.საკუთარი თაით უკმაყოფილება და გარიყულობის გრძნობა,მარტოობის შიში..ინტერესი მატერიალური კეთილდღეობის,კარიერის,ძალაუფლების მიმართ.
ჩრდილოეთის კვანზი თხის რქაში სამხრეთის კვანძი კირჩხიბში:
ეს არის წარმატებული პოლიტიკოსების,ხელოვანების, და საზოგადო ინტერესებისადმი მკაფიოდ გამოხატული მისწრაფებების მქონე მეცნიერების წარმომადგენელთა სიტუაცია,მთვარის კვანძების ეს მდებარეობა მრავლის მომასწავლებელია.
ქვეცნობიერად თქვენ ცდილობთ თქვენ დარჩეთ ბავშვად,ვინაიდან მიჩვეული ხართ ემოციურად გაუკეთოთ რეაგირება ნებისმიერ მოვლენას და მიენდოთ ინტუიციას.თქვენი წყენინება ადვილია.ავადმყოფურად განიცდით ცვლილებებს,არ გინდათ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულებები და პასუხისმგებლობა,მიისწრაფით ოჯახის შექმნისკენ,სახლისკენ,უნარი შეგწევთ ღრმა შინაგანი ცვლილებებისა. ეხლა კი განგება გაიძულებთ იცხოვროთ სოციალურად აქტიური ცხოვრებით,სადღაც უყუროთ სამყაროს და მიეჩვიოთ კონკრეტული შედეგის მიღებას,თქვენთვის კი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებაში.კარიერის გაკეთებისას.
გაფრთხილდით! თუ თქვენ საკუთარ თავს მხოლოდ ოჯახურ ცხოვრებას მიუძღვნით,მაშინ ის,დიდი ძალიასხმევის მიუხედავად დაინგრევა.მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძირითად ყურადღებას გამოიჩენთ პროფესიული სფეროს მიმართ-შესაძლებელი გექნებათ გქონდეთ არა მარტო ოჯახი,არამედ მოახდინოთ თქვენი თავის რეალიზება სოციალური თვალსაზრისითაც.