LivetsSpil♏ორიელი♑ თხის რქა ♉ კ უ რ ომერკური მორიელში
პოზიტიურად განვითარებული - ინტუიცია, გამჭრიახობა, უანგარობა, ცნობისმოყვარეობა, საიდუმლოებებით გატაცება, შეუპოვრობა
ნეგატიურად განვითარებული - პარანოია, ცინიზმი, სარკაზმი, ჩხუბისთავობა, აზრებით აკვიატება
მერკური მორიელში ასაჩუქრებს ადამიანს მაძიებელი გონებით. თითქოს ისინი მიღებულ ინფორმაციას ღრმად ლაბირინთის არხებში აგზავნიან და არსს ბოლომდე გულში წვდებიან. როგორც წყლის ნიშანი მათ შეუძლიათ ემოციური ვიბრაციების კითხვა და პირველები ცნობენ მატყუარას. ამ რადარის გამო, რომელიც მუდამ უჩვეულოს ძიებაშია ისინი ხშირად ხდებიან ადამიანების თვისებებში ნაკლის პოვნით აკვიატებულნი. ისინი მოხერხებული გამომძიებლები არიან და უყვართ საიდუმლოებების გახსნა. ადამიანურ მოტივებში ჩაწვდომა მათ ხელოვნადაც აქცევს და ხშირად სიცოცხლის ბნელ მხარეებში პოულობენ საგნის არსს. მერკურს მორიელში კარგად ესმის ფიზიკური მდგომარეობა სადაც უკან მოსაბრუნებელი გზა არ არსებობს და ერთადერთი გარეთ გამოსაღწევი გზა სიბნელის გაღმაა. მათ გააჩნიათ სრულყოფილი ფიზიკური უნარი ისეთ ლოგიკურ ჯაჭვში ნახტომების კეთებისა რომელიც ინტუიციას მოითხოვს. მათთვის არც მეტაფიზიკური თემები და ალტერნატიური გზებია უცხო. მერკურის ამ პოზიციამ შესაძლოა ადამიანის გონებაში ცხოვრების განმავლობაში ტოტალური ტრანსფორმაცია გამოიწვიოს. მათ სიბრძნისეული სიღრმით სხვებზეც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. გამოწვევის შემთხვევაში მერკურის ამ პოზიციაში აქვს ინსტინქტი მოიპოვოს უპირატესობა ნებისმიერ კამათსა თუ საუბარში. თავის დასაცავად შეუძლიათ ოპონენტის შხამით დანესტვრა. თუ მერკურის მორიელში გააჩნია ბრმა ადგილი ეს თვითონ თავის თავია. ისინი ხშირად ამბობენ უარს იმ მექანიზმების საკუთარ თავზე გატარებაზე რაშიც სხვებთან მიმართებაში ასე ძლიერები არიან.
მარსი მორიელში
თქვენ განსაკუთრებულად ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, მიილტვით დასახული მიზნისკენ, შეპყრობილი ხართ საკუთარი იდეებით და სურვილებს შემართებით, დაჟინებით და თავდაჯერებით ისრულებთ. აბსოლუტური კნცენტრაციის, ყურადღების და გასაოცარი დისციპლინის უნარი გაქვთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ურყევი ხართ. თქვენამდე ხმის მოწვდენა შეუძლებელი ხდება. სურვილებით შეყრობილი ხდებით. განვითარებული გაქვთ ძლიერი ინტუიციის გრძნობა და ხანდახან არც კი იცით რატომ იქცევით ასე და არა სხვანაირად. ამასთან საკმაოდ ჩაკეტილი ხართ. გარშემომყოფებმა შესაძლოა ერთი შეხედვით ვერც შენიშნონ თქვენი გეგმების და სურვილების შესახებ იმდენად მშვიდად და თავშეკავებულად მოქმედებთ.
ხშირად ადამიანებით მანიპულირებთ და აკეთებინებთ იმას რაც ხშირად თქვენთვის უფრო სასარგებლოა ვიდრე მათთვის, მაგრამ ამავე დროს აგრესიულობას არ ავლენთ. გაღიზიანებთ ინტერესტთა კონფლიქტი, მაგრამ თუ ძლიერი წინააღმდეგობა შეგხვდათ, ძალიან საშიში მოწინააღმდეგე ხდებით. ამ სროს თქვენში პრიმიტიული და პირველყოფილი თვისებები იღვიძებს
მარსი მორიელში
თავის თავს იწვევს შეუძლებელი რომ შეაძლებინოს. ისინი მთლიანად გადაეშვებიან იმაში რის გაკეთებასაც აპირებენ, მოიკრებენ რა ენერგეტიკულად გასაოცარ ნებისყოფას. გარეგნულად ისინი თავშეკავებულნი და გაწონასწორებულნი არიან,მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულია, რა ხდება შიგნით ეს მხოლოდ მათ იციან და იშვიათად, რომ ვინმე შიგნით შეახედონ. მათ აქვთ უნარი სხვა ადამიანების ექპლუატირება მოახდინონ და გაუფუჭონ განწყობა.
სექსუალურად ეს მარსის ყველაზე ძლიერი მდებარეობაა. ისინი მიელტვიან აკრძალულს და ტაბუდადებულს. მათ ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს, ისინი ტკბებიან სცენარით, სადაც სხვები აბსოლუტურად ემორჩილებიან მათ და მათი სექსუალური სურვილები საკმაოდ ძლიერია, იმდენად რომ საბოლოოდ ღებულობენ იმას რასაც ელტვიან. (მდააა )
სამყარო მათთვის შავ-თეთრ ფერებად იყოფა. კომპრომისსზე წასვლა მათთვის მართლაც რთულია. ისინი მუდმივად ცდიან საკუთარ თავს და ხშირად სხევბსაც.
ისინი ყველა წესს და მიზანს მხოლოდ პირადი დაკმაყოფილებისთვის იყენებენ. მათი თვითგადარჩენის ინსტინქტი ძლიერია და ის იპყრობას მთლიანად მათ ,,ცხოველურ,, ბუნებას , როცა ისინი თავის თავთან მარტონი რჩებიან.
მაშინ როცა მარსი ზოგადად სამართლიანობისთვის იბრძვის, მარსმა მორიელში იცის, რომ ცხოვრება უბრალოდ უსამართლოა .
♇ პლუტონი (post #18857561)♀ ვენერა (post #27173139)სატურნი – თხის რქაში: სასიკეთო განლაგებაა. ამ დროს ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, დისციპლინირებული და ორგანიზებულია, თუმცა ცოტა ასკეტურია. ქვეცნობიერი შიში აქვს, რომ ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალებისთვის თავის გართმევას. სასურველია მეტად კომუნიკაბელური იყოს.
♅ ურანი (post #24122489)ნეპტუნი თხის რქაში - საკმაოდ მკაცრიც და მდგრადიც ხარ ღრმად გულში , ასე ვთქვათ ქვეცნობიერად ... შიგნით, თუმცა იმდენად ღრად, რომ ხანდახან შენც ვერ ამჩნევ ხოლმე პლუტონთან სექსტილის გამო არ გაგიკვირდეს, თუ ინტუიცია გექნება საკმაოდ განვითარებული.. ბარემ აქვე გეტყვი, რომ პლუტონი მორიელშია უძლიერეს პოზიციაში და პირველ სახლში, რაც თავისებურ ქარიზმულობას გმატებას და ცოტა აგრესიასაც ... ასევე ინტუიციასთან ერთად შეიზლება წინასწარმეტყველური სიზმრები იყოს და არამარტო სიზმრები ..
☽ მთვარე (post #25474857)დაზიანებული მთვარე და იუპიტერი:
ასპექტები (post #18985060)მთვარე მერკურის ოპოზიცია
შესაძლოა ფიქრობდე ერთს და ამბობდე მეორეს. ხშირად ყურს არ უსმენთ თქვენს შეგრძნებებს. ამბობთ ისეთ რაღაცეებს რასაც სინამდვილეში არ გრძნობთ. თქვენმა სიტყვებმა შესაძლოა გამოიწვიოს გარშემომყოფების გაღიზიანება. ხშირად ერთვებით საჯარო დებატებში.
ოპოზიცია:
წუხთ იმის გამო, რომ არ იღებთ მხარდაჭერას, რომელიც გჭირდებათ, მაგრამ პრობლემა თქვენშია. თქვენი უზარმაზარი ენერგია შესაძლოა საზიანო იყოს გარშემომყოფებისთვის, ან მომაბეზრებელი ჩანდეთ. წინააღმდეგობრივი ხართ მათ მიმართ, ვინც ყველაზე მეტად ზრუნავს თქვენზე. რატომღაც მათ მიმართ გამომწვევი ხართ ან საფრთხეს უქმნით. თქვენი დაუდევრობა გირღვევთ უსაფრთხოებას, შორდებით მათ, ვინც შეიძლებოდა თქვენი მხარდამჭერები ყოფილიყვნენ. არ ხართ სენტიმენტალური და გარშემომყოფებშიც აიგნორებთ სენტიმეტებს. საჭიროა უფრო მეტად გაითვალისწინოთ სხვისი გრძნობები და საჭიროებები.