ნერვიული, ერთ საქმეზე კონცენტრაციის უნარის პრობლემა. გულგრილობა, ზედაპირულობა მაგრამ მრავალმხრივობა. გაღიზიანება, აგრესია.
ტყუპების გავლენა ?
* * *
beqa331♏ორიელი♓ თევზებიმშვილდოსნებიმარსი მორიელში
თქვენ განსაკუთრებულად ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, მიილტვით დასახული მიზნისკენ, შეპყრობილი ხართ საკუთარი იდეებით და სურვილებს შემართებით, დაჟინებით და თავდაჯერებით ისრულებთ. აბსოლუტური კნცენტრაციის, ყურადღების და გასაოცარი დისციპლინის უნარი გაქვთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ურყევი ხართ. თქვენამდე ხმის მოწვდენა შეუძლებელი ხდება. სურვილებით შეყრობილი ხდებით. განვითარებული გაქვთ ძლიერი ინტუიციის გრძნობა და ხანდახან არც კი იცით რატომ იქცევით ასე და არა სხვანაირად. ამასთან საკმაოდ ჩაკეტილი ხართ. გარშემომყოფებმა შესაძლოა ერთი შეხედვით ვერც შენიშნონ თქვენი გეგმების და სურვილების შესახებ იმდენად მშვიდად და თავშეკავებულად მოქმედებთ.
ხშირად ადამიანებით მანიპულირებთ და აკეთებინებთ იმას რაც ხშირად თქვენთვის უფრო სასარგებლოა ვიდრე მათთვის, მაგრამ ამავე დროს აგრესიულობას არ ავლენთ. გაღიზიანებთ ინტერესტთა კონფლიქტი, მაგრამ თუ ძლიერი წინააღმდეგობა შეგხვდათ, ძალიან საშიში მოწინააღმდეგე ხდებით. ამ სროს თქვენში პრიმიტიული და პირველყოფილი თვისებები იღვიძებს
მარსი მორიელში
თავის თავს იწვევს შეუძლებელი რომ შეაძლებინოს. ისინი მთლიანად გადაეშვებიან იმაში რის გაკეთებასაც აპირებენ, მოიკრებენ რა ენერგეტიკულად გასაოცარ ნებისყოფას. გარეგნულად ისინი თავშეკავებულნი და გაწონასწორებულნი არიან,მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულია, რა ხდება შიგნით ეს მხოლოდ მათ იციან და იშვიათად, რომ ვინმე შიგნით შეახედონ. მათ აქვთ უნარი სხვა ადამიანების ექპლუატირება მოახდინონ და გაუფუჭონ განწყობა.
სექსუალურად ეს მარსის ყველაზე ძლიერი მდებარეობაა. ისინი მიელტვიან აკრძალულს და ტაბუდადებულს. მათ ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს, ისინი ტკბებიან სცენარით, სადაც სხვები აბსოლუტურად ემორჩილებიან მათ და მათი სექსუალური სურვილები საკმაოდ ძლიერია, იმდენად რომ საბოლოოდ ღებულობენ იმას რასაც ელტვიან. (მდააა )
სამყარო მათთვის შავ-თეთრ ფერებად იყოფა. კომპრომისსზე წასვლა მათთვის მართლაც რთულია. ისინი მუდმივად ცდიან საკუთარ თავს და ხშირად სხევბსაც.
ისინი ყველა წესს და მიზანს მხოლოდ პირადი დაკმაყოფილებისთვის იყენებენ. მათი თვითგადარჩენის ინსტინქტი ძლიერია და ის იპყრობას მთლიანად მათ ,,ცხოველურ,, ბუნებას , როცა ისინი თავის თავთან მარტონი რჩებიან.
მაშინ როცა მარსი ზოგადად სამართლიანობისთვის იბრძვის, მარსმა მორიელში იცის, რომ ცხოვრება უბრალოდ უსამართლოა .
♇ პლუტონი (post #18857561)☽ მთვარე (post #28708883)მერკური მშვილდოსანში
ამ მერკურის ძალიან ფართო ხედვა აქვს და ამავდროულად არ აქცევს ყურადღებას დეტალებს. როგორც წესი, ყველაფერს აღიქვამს რაც აინტერესებს, ამასთან განურჩევლად. რაც მისი ინტერესების არეალს არ ეხება უყურადღებოდ ტოვებს. ამ მერკურის მთავარი დამახასიათებელი ისაა, რომ რთულია მისი გაგება. არაჩვეულებრივად ხედავს თავის მიზანს, იმას რაზეც დაიწყო საუბარი, მგრამ ახასიათებს თემიდან გადახვევები, აყალიბებს იმდენად გრძელ წინადადებებს, რომ მართლა რთული ხდება თქმულის არსის გაგება.
მერკური მშვილდოსანში ძალიან არჩევითია კონტაქტებში, ურჩევნია ჰქონდეს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მისთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭიროა. ანუ იმათთან ვისაც ძალიან მაღალ დონეზე აფასებს. წარმოუდგენლად აბსტრაქტულია, ამიტომ ლოგიკური პიროვნებისთვის რთულია მისი გაგება. ბრწყინვალედ ვლინდება ხელოვნებაში, განსაკუთრებით ლიტერატურაში.
შენ თავისუფლების მოყვარული იქნები, მიდრეკილი ფილოსოფიური და რელოგიური თემებისადმი, ოღონდ შეზღუდულად მოაზროვნე რელიგიური ტიპი კი არ ხარ, ჭვრეტა გაქვს ფაქტებით გამყარებული. გექნება იუმორის ნიჭი და საღ კომუნიკაციას დამყარებ მიყვარს მერკური ამ ნიშანში რადგან, ამ ხალხს განსაკუთრებული ხედვა აქვს, შეუძლიათ უმნიშვნელო სხვისთვის გახადონ მნიშვნელოვანი თავიანთთვის უამრავი არგუმენტების დასტით, იაზროვნონ საღად და ქონდეთ დამოუკიდებლობის შეგრძნება სხვათა მიმართაც . აზროვნებენ ისე რომ ყოველ უარყოფით მოვლენას მოყვება დადებითი და პოზიტიურადაც ანახებენ სხვებსაც. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, გაქვს იმედი. გაქვს სწრაფი აზროვნების უნარი, ოღონდ შეიძლება რაიმე საქმე ენთუზიაზმზე დაიწყო. ყოველთვის მაღალი იდეალები და შეიძლება ბევრმა ნიშანმა ვერ გაუძლოს როგორ იმსჯელებ მათთვის არასაინტერესო თემებზე, რაც შენთვის ზე თემებია. აქ იუმორის ნიჭი დაგეხმარება და ასე რომ მაინც სასიამოვნო/საინტერესო მოსაუბრედ ითვლები. ოღონდ უარყოფითი ის შეიძლება გქონდეს რომ კარგი მსმენელი ვერ ხარ, როცა ვინმე რამეს გიყვება და ეს არ არის შენი ზე იდეალი ან რამე სხვაზე ჩაფიქრდები იმ მომენტში და ზოგ შემთხვევაში მათდამი სიუხეშესაც გამოიჩენ. ატაკებ პირში რომ სულ არ უხდება ეს ვარცხნილობა და ტყუილად ლაპარაკობს ამაზე ბევრს. ვიღაც რომ ცუდად ვარო ეტყვის, შენ კარგი გართობა გჭირდებაო და მოუყვება ანეგდოტებს. და კიდევ ამბობენ უკიდებენ მშვილდოსანში მერკურის მქონეები ენებსო და არ ვიცი მართალი თუა, მე მარტო ერთზე შევამჩნიე ეს.
დაზიანებული მთვარე:
მთვარის და იუპიტერის ოპოზიცია:
სირთულეები ოჯახთან და კარიერასთან. მიდიხარ ნორმების წინააღმდეგ, ირჩევ იმ გზას, რომელზეც ცოტას "უმოგზაურია". იშვიათად აკეთებ ისეთ რამეს, რაც საყოველთაოდ მიღებულია. (პოპულარულია) არჩევ შენს გზას გაჰყვე. შენი არჩევანი კარიერასთან დაკავშირებით შესაძლოა მტკივნეული იყოს ოჯახისა და ახლობლებისთვის. მყარი ხარ შენს გადაწყვეტილებებში, და ბლოკავ სენტიმენტებს, როგორც საკუთარს ისე სხვისას.
მთვარისა და მარსის კვადრატურა/ოპოზიცია
ენერგია, იმპულსურობა, ორგანიზების ნიჭი, ლიდერული თვისებები, კრიტიკულობა. ბუნებით ბუნტავშიკი, ხშირად აგრესიული. აქვს საშიშროება დაიხრჩოს.
ეს ასპექტი მიუთითებს როგორც აგრესიულობაზე ასევე სხვისი აგრესიულობის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე. ადამიანს მუდმივად აქვს განცდა რომ მასზე ან თავდასხმას ან მის კრიტიკას ცდილობენ, რის გამოც ის ან ფეთქდება ან საერთოდ თავს არიდებს საუბარს და მიდის. ზოგადად მშფოთვარე ნატურაა, ეჭვიანი და კაპრიზული. ხშირად დედის მიმართ თავდაცვითი და თავდასხმითი მდგომარეობა უჭირავს. ეს ასპექტი ზრდის საკუთარი სხეულის დაზიანების შესაძლებლობებს ან სხვა შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის გზით სხეულის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობებს.
ეს ადამიანი საკუთარი აგრესიულობის მოთოკვით ხელს შეუწყობს დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას biggrin.gif
მთვარის ოპოზიცია იძლევა პლანეტარული პრინციპის მიმართ (ამ შემთხვევაში მარსის) ძიიერ დამოკიდებულბას, რომელიც ადამიანს სასიცოცხლოდ მნიშVნელოვნად ეჩვენება. ადამიანი პლანეტის გამოხატულებას ძლიერ განიცდის. ადამიანი ან ეგოცენტრული ხდება და ცდილობს მთვარის ინტერიერიზირება და აქცენტირება მოახდინოს, რის შედეგადაც პლანეტარული პრინციპის ექსტერიერიზირება ხდება, ხშირად სხვა ადამიანის სახით, ანუ ადამიანი სხვა ადამიანზე ახდენს საკუთარი დისჰარმონიის და შინაგანი უკმაყოფილებების პროექციას.
იმ შემთხვევაში თუ პლანეტა მთვარეზე ძლიერია, მათი როლების გაცვლა ხდება. პლანეტარული პრინციპი მთვარეზე ძლიერი ხდება და მის ინტერპრეტაციას ცდილობს და მთვარე კი პირიქით განზე დგება.
ამ ასპექტის მთავარი სირთულე ისაა რომ მთვარემ უარი უნდა თქვას პლანეტის "კვებაზე", რომელიც გარშემო ყველაფერს შთანთქავს და ამავე დროს არ "მოკლას მშიერი" ანუ აქ "მუდმივ დიეტაზე ჯდომაა" საჭირო.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ძლიერი სატურნი და პლუტონი ყავს, მას აქვს შანსი გადალახოს ეს სირთულე რის შედეგადაც ასპექტი მისთვის კარგი დასაყრდენი იქნება.
This post has been edited by folkman on 4 Jan 2014, 22:22