Van Troyთუ სწორად გაქვს შედგენილი, მერწყულის და თხისრქის ძლიერი გავლენა გაქვს. + თევზების.
♒ მერწყული ♒♑ თხის რქა ☽ მთვარე (post #28708883)მერკური მერწყულში
მიდრეკილება აქვს პარადოქსული აზროვნებისკენ, გადახვევებისკენ და საკუთარი აზრების ცვლილებებისკენ. თავისუფლების ძალიან დიდი მოთხოვნა გააჩნიათ. ინფორმაციის არჩევა უფრო ვალუნტარისტულია : მე ეს მომწონს, მე ეს არ მომწონს.
ნიჭი აქვთ იმპროვიზაციის, წამიერი გაგების, მიხვედრილობის აფეთქებებით. შეუძლიათ უეცრად მიხვდნენ რაღაცას და მთელი ინფორმაციის ბლოკები აითვისონ.
მათ შეუძლიათ დაივიწყონ წვრილმანები, მაგრამ მნიშვნელოვანი და დიდი ინფორმაციები ახსოვდეთ არაჩვეულებრივად.
ვინაიდან მერწყული იძლება კრეატიულ და არაორდინალურ ხედვებს, ამიტომაც ლოგიკური კავშირები შესაძლოა არაორდინალური ჰქონდეთ. მათ მშვენივრად შეუძლიათ იმპროვიზაცია და დროის მცირე მონაკვეთში მთელი ისტორიის ნაწილის შექმნა, თან ისე რომ დასასრულიც კი იციან წინასწარ.
თუ უყვებიან ვინმეს იმას, რაც მათი მოფიქრებულია, თანამოსაუბრეს რჩება შთაბეჭდილება რომ ეს ინფორმაცია დიდ ხანს მუშავდებოდა.
მაგრამ არის აქვე სხვა მხარეებიც : მათ შესაძლოა ჰქონდეთ არაკონცენტრირებული ჭკუა. ძალიან ადვილია მათთვის ერთი საგნიდან მეორეზე გადახტომა. კარგად ვერ სწავლობენ, თუმცა უდიდესი ნიჭი აქვთ თვითშესწავლის.
მაგრამ აიძულო მას ისწავლოს ის, რაც მას არ აინტერესებს - შეუძლებელია.
მერკური მერწყულში ხშირად იძლევა რადიკალურ გადახვევებს, შეხედულებათა ცვალებადობას. ამიტომაც ასეთი განლაგება ხშირად არის მეცნიერებში და გამომგონებლებში, რომლებიც ზუსტად მერწყულის საშუალებით შედიან ახალ განზომილებაში.
ურთიერთობაში შეუძლიათ იყვნენ საკმაოდ ორიგინალურები, ექსცენტრულები და უცნაურებიც კი. შეუძლიათ მოიქცნენ სხვებისთვის გაუგებრად, უცნაურად გამოთქვან აზრები და მიდრეკილნი იყვნენ პარადოქსული მსჯელობისკენ.
მერკური მერწყულში იძლევა ურთიერთობებში სწრაფ ცვლილებებს და მეტამორფოზებს. შესაძლებელია მან უეცრად გაწყვიტოს უმიზეზოდ კონტაქტი.
თანამოსაუბრენი ვერ ასწრებენ მიყვნენ მის აზრებს. მათი ინტელექტის ჭეშმარიტება შეიძლება ხშირად დაფარული იყოს მათ აზრთა ურთიერთწინააღმდეგობებში.
♀ ვენერა (post #27173139)მარსი თხისრქა -
♂ მარსი (post #32735291)teonateona91 ს რუკა გავს ძალიან შენსას. მსგავსი ხასიათები გექნებათ, ოღონდ ის მთვარით კუროა.
http://logos-astro.blogspot.com/2012/09/blog-post_16.html აქ გაეცანი ცეცხლის ნაკლებობას.
* * *
* * *
Nartsonმზე, მთვარე, მერკური და მარსი ქალწულშია. თუმცა მთვარე 0 გრადუსში, თუ საათი ზუსტი არაა, შეიძლება ლომში გყავდეს.
ვენერა ლომშია.
♍ ქალწული☽ მთვარე (post #31321945)მერკური ქალწულში
ანალიტიკოსი,კრიტიკოსი,ლოგიკურად ფიქრობს,აკლია ემოციები,წვრილმან პრობლემებზეც წუწუნებს/დარდობს,აქცევს ყურადღებას ფაქტებს,რთულია რამეში დაარწმუნო,აქვს საკუთარი აზრები,გასაგებად საუბრობს თანაც ისე, რომ ინტერესი ღვივდება,აქვს მშრალი იუმორი დაემჩნევინება მოვლენები, რასაც სხვა ვერ შეამჩნევს,სხვებს სჯერათ შენი,გიყვარს კითხვა,ხარ სერიოზული,არასდროს ხარ სტანდარტებით კმაყოფილიდა ხშირად ძიებაში ხარ რომ გაანახლო
♀ ვენერა (post #23796569)მარსი ქალწულში
ეს არის კონკია - რომელიც ძალიან ბევრ და მრავალფეროვან სამუშაოს იღებს საკუთარ თავზე, ან სხვები ავალებენ მას, მაგრამ ძალიან ხშირად ვერ ასრულებს დაკისრებულს, და ეს ხდება არა იმიტომ რომ არ შეუძლია და თავს არიდებს, არამედ დრო არ ყოფნის ამისთვის ...და ხშირად იწყებს ბუზღუნს რომ ამ ქვეყანაზე ერთადერთია, ვინც შრომობს სხვები კი ზარმაცები არიან და არ სურთ გაუგონ მას ან დაეხმარონ რამეში...
თუმცა ამბობენ რომ ამ ადამიანებისგან (თუ ბევრი იმუშავეს საკუთარ თავზე) კარგი ქირურგები გამოდის, ან იუველირები ანდა მეცნიერ მუშაკები, ვისაც შეუძლია მარტივად დაინახოს და მოაწესრიგოს ნებისმიერი არეული თეორია თუ შესწავლის საგანი... მარსი ამ ადამიანებისგან უფრო მეტ შრომას მოითხოვს ვიდრე სხვებისგან, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ხანდახან სხვებზე მეტი გაქვთ გასაკეთებელი, მთავარი ხომ შედეგია, და თქვენი შედეგი დროთა განმავლობაში აჯობებს სხვისას თქვენი სიზუსტის და ოქროს ხელების წყალობით!!
მარსი ქალწულში ( ის რაც მე ვიპოვე):
მარსი ქალწულში განიჭებთ არაორდინალურ შრომიუნარიანობას და თქვენ წარმატებას აღწევთ საქმისადმი მეთოდური მიდგომით. თქვენ პატივმოყვარე და ამაყი ხართ, თუმცა ეს ხშირად შეუმჩნეველია. დიდი ნებისყოფის გამო, როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, შეგიძლიათ ემოციების არსებობა საერთოდ დაივიწყოთ. მუშაობის დროს თქვენ შორსმჭვრეტელი, გამომთვლელი და ჯიუტი ხართ. ალმაცერად უყურებთ ადამიანებს, რომლებიც მასშტაბურ სამუშაოს არსულებენ მხოლოდ, რადგანაც ხშირად პრაქტიკულ შედეგებს ვერ აღწევენ. სექსისადმი ცივი დამოკიდებულების შტაბეჭდილებას ტოვებთ, არადა მის რომანტიზირებას ახდენთ. თქვენ გინდათ იყოთ შესანიშნავი როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად. თქვენი ვნებები გიჟურია, მაგრამ ყელსაბამით აჩერებთ მათ. ასეთი მარსით ადამიანები აღწევენ წარმატებას იმ სფეროებში, სადაც ემოციებზე ბატონობაა საჭირო და უპირატესობის მომნიჭებელია (პოლიტიკა, ფსიქოლოგია, გამოძიება) გეგემის განხორციელებისასა, ყურადღებას აქცევთ დეტალების სრულყოფილებას.
უარყოფითი ასპექტები რაც ფორუმზე დევს:
მზე- ურანის კვადრატურა - დამოკიდებულობის შიში, მძაფრი დრამატულობა, ნერვული დაძაბულობა.
მთვარე- სატურნის კვადრატურა
თქვენი გრძნობა ორგანიზებულობის და საკუთარი დისციპლინის მიმართ შესაძლოა გაღრმავდეს ემოციურობის და გრძნობების ფასად. სხვებმა შესაძლოა ეს ვერ გაიგონ და შეწყვიტონ ურთიერთობა თქვენს გამო და თქვენ ვეღარ მიიღოთ ისეთი მხარდაჭერა როგორიც თქვენ გსურთ. ეს კი შეიძლება გახდეს თქვენი როგორც მარტოხელად ან მიტოვებულად დარჩენის მიზეზი.
მერკურის კვადრატურა ურანთან
სწრაფი და მოუსვენარი გონება გაქვს. შესაძლოა ბევრი უჩვეულო და არაორთოდოქსალური იდეები გქონდეს, მაგრამ არ გსურდეს მათთან ღიად ურთიერთობა. დილემის წინაშე ხარ შემდეგ საკითხთან, რამდენად გამოხატავს შენი არასტანდარტულობა თავს. შენი გამჭრიახობა და იდეები ბრწყინვალე და ორიგინალურია, მაგრამ შესაძლოა თვლიდე, რომ ისინი არ იქნება მიღებული და არჩევდე ჩანდე უფრო ჩვეულებრივი (სტანდარტული) ვიდრე სინამდვილეში ხარ.
This post has been edited by folkman on 6 Jan 2014, 19:52