ასცენდენტი ვერძში
ასეთ ადამიანს კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემა გააჩნია. იგი მოძრავი და აქტიურია. რის გამოც, იშვიათად უჩივის ჭარბი წონის პრობლემას. ასცენდენტით ვერძებს, აქვთ სპეციფიკური სიარულის მანერა – მუდამ თავაწეულები და ამაყად გამართულები დადიან, თანაც სულ სადღაც მიეჩქარებათ. სახის ოვალი ხშირად წაგრძელებული აქვთ, წინ წამოწეული ან გამოკვეთილი ნიკაპით. ვერძის ასცენდენტის მქონე ადამიანს სხვებისგან მაღალი შუბლი და მკვეთრი წარბების არე გამოარჩევს. ახასიათებთ თვალების მოჭუტვა ჩაფიქრებისას. იშვიათად აქვთ პატარა ცხვირი, თუმცა – ყოველთვის გამოკვეთილი და ლამაზი ფორმის. ტუჩები ზოგჯერ საკმაოდ მსხვილი აქვთ. ქვედა ტუჩი ჩამოწეული. თმა ხშირად ჟღალი, ოდნავ წითური ან ღია ყავისფერი. მამაკაცები მიდრეკილი არიან სიმელოტისკენ.
აი ყველაფერში მართალიაა, დაჟე თვალების მოჭუტვაზეც, პროსტაა სიმელოტემმ მაგრად დამგრუზა

)))