მაშინ, როდესაც კირჩხიბი ჩვეულებრივ ჩაკეტილი და ინტროვენტია ემპათიის და მგრძნობელობის გამო, ტყუპები გახსნილი, მიზანმიმართული და კომუნიკაბელურები არიან, შეიძლება ზედმეტადაც კი...სწორედ ამან შეიძლება შექმნას არც თუ ისე ცუდი პირობები ამ ორი ნიშნის ურთიერთობაში, რადგანაც ტყუპების გახსნილობა და კომუნიკაბელურობა ხელს უწყობს კირჩხიბს გამოვიდეს საკუთარი ნაჭუჭიდან, ხოლო კირჩხიბის მგრძნობიარე ნატურა ეხმარება ტყუპებს ყოველდღიური სიმშვიდის მოპოვებაში.
ხშირად ტყუპები ათასი საქმთ და საფიქრალით არიან დაკავებულები და მხედველობის გარეთ რჩებათ უბრალო და პატარ-პატარა სასიამოვნო წვრილმანები, რომლებიც კირჩხიბს ძალუძს შეიგრძნოს და დაინახოს. ამიტომაც მაშინ, როდესაც ტყუპები არიან ისინი, ვინც სიამოვნებით მონაწილეობს ათას ღონისძიებაში და ათასი იდეის განხორციელებას ცდილობს, კირჩხიბი ისაა, ვინც ამ იდეებს ხანგრძლივად გააანალიზებს კულისებში.
კირჩხიბი ეცდება ყველა სახის ურთიერთობაში დომინანტი იყოს, ბევრ ხალხში მოხვედრილი ეცდება დაიცვას საყვარელი ადამიანი და ოჯახი, თუმცა ხშირად ასეთი საქციელით და საკუთარი მესაკუთრე ბუნებით დააფრთხოს ტყუპები, რომლებიც რეალურად ასეთ დაცვას არ საჭიროებენ,, არამედ საჭიროებენ თავისუფლებას.
ამიტომაც ამ ორი ნიშნის ურთიერთობა წარმატებული რომ იყოს, საჭიროა ორივე მხრიდან დიდი ძალისხმევა და ურთიერთ სიყვარული, მხოლოდ ეს დაეხმარება ამ ორ განსხვავებულ ნიშანს მდგრადი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, ერთმანეთის ნაკლები უნდა მიიღონ, რაც მათ ურთიერთობას დადებით სახეს მისცემს ,რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა ხასიათის მკვეთრი განსხავევბების გამო წყვილის ურთიერთობები არ იქნება ყოველთვის ჰარმონიული, მაგრამ ჩხუბის შემთხვევაშიც კი, შერიგების შემდგომ გრძნობები ამ ორ ნიშანს შორის უფრო მეტად ძლიერდება.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ნიშანი ერთმანეთის ნაკლოვანებებს ავსებს, ამიტომაც არც ისეთი ცუდი პერსპექტივები აქვთ, რადგანაც ამ ორი ნიშნის ურთიერთობა პაზლის ნაწილების შეერთებას გავს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონსტრუქციული ურთიერთობის გამოცდილება ცვლის ერთი და მეორე ნიშნის ცხოვრებისულ ხედვას.
ზუსტად ასეთი ურთიერთობა მაქვს ჩემს კირჩხიბ ბიჭთან