Mari Paranoid
პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2539
წევრი No.: 107904
რეგისტრ.: 29-December 09
|
#40672868 · 22 Apr 2014, 20:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თევზები (19 თებერვალი-20 მარტი)
სიმბოლო: ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მცურავი ორი თევზი მმართველი პლანეტა: ნეპტუნი
სტიქია: წყალი ჰავა: ტენიანი, თბილი, ოკეანესთან ან ზღვასთან ახლოს ტემპერამენტი: მელანქოლიკი ფერები: მწვანე და ცისფერი ქვა: ამეთვისტო და აქვამარინი ბედნიერი რიცხვი: 7
თევზები ზოდიაქოს მეთორმეტე სახლი: განაგებს მტრებს, ფარულ მოწინააღმდეგეებს. ყველაფერს რაც შეეხება შეზღუდვებს, აკრძალვებს, მოულოდნელ საფრთხეებს. განდევნას, გაუგებრობებს. ამძაფრებს ადამიანში მიტოვებულობის, მარტოსულობის შეგრძნებას. აძლიერებს საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილს. ხელს უწყობს პიროვნების ხასიათში დაფარული ყოველივე სიმახინჯის, როგორც სულიერის ასევე გონებრივის გამომჟღავნებას. რაზეც ადამიანს მართებს გამუდმებით იმუშაოს ლოცვით, განმარტოებით, საკუთარ თავში ჩაღრმავებით და თვითანალიზით.
ხასიათის შტრიხები ჰუმანური, ემოციური, შემოქმედებითი, გულჩვილი, კაცთმოყვარე. დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციის გრძნობით, ზოგიერთი მათგანი ტელეპატიური ხედვის უნარითაც კი, თუმც ამავდროულად თევზები მერყევი, ინფანტილური, აპათიური ხალხია. ხშირად სტანჯავთ დეპრესია და მომავლის მიმართ ათასგვარი გაუცნობიერებელი შიშები.
თევზების ზოდიაქო, პლანეტა ნეპტუნის ასტროლოგიური გავლენის ქვეშაა. ნეპტუნით მართულ ადამიანებს შორის კი, ძალზე იშვიათად შეხვდებით დიდების, პრესტიჟისა და სიმდიდრის, გადამეტებული სიყვარულით შეპყრობილ პიროვნებებს. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თევზები, მიწიერ სიამეთა მიმართ გულგრილნი არიან. უბრალოდ მათი ცხოვრებისეული, კრედო შემდეგში მდგომარეობს: ” არ მინდა ვიყო მილიონერი, უბრალოდ მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობს სხვა”
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში, ხასიათის ისეთი თვისებებს როგორიცაა: სიჯიუტე, შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა, ძალზე იშვიათად თუ აღმოაჩენთ. სამაგიეროდ თევზთა უმრავლესობა, არაჩვეულებრივი ინტუიციის გრძნობითა და უსაზღვრო ფანტაზიის უნარითაა დაჯილდოებული.
ბევრი თევზი, მთელი სიცოცხლის მანძილზე, მორჩილად მიჰყვება ცხოვრების დინებას და ბედის ნაწყალობევით კმაყოფილდება. თუმცა ზოგიერთ მათგანს, ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვისა და სიზარმაცის დაძლევის ხარჯზე, იმის უნარიც შესწევს, გარემოებას შეებრძოლოს და დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს. აი სწორედ ამგვარი თევზები აღწევენ ცხოვრებაში, ნამდვილ ჰარმონიასა და ბედნიერებას.
თევზები გარეგნულად იმდენად მშვიდები და ინდეფერენტულები ჩანან, გეგონებათ მოთმინებიდან მათ გამოყვანას ვერავინ და ვერაფერი შესძლებსო. საყვედურებს, ბრალდებებს, თვით შეურაცხოფასაც კი, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, სხვებზე მეტი მოთმინებითა და შესაშური სულგრძელობით იტანენ, მაგრამ საზღვარი მათ გულმოწყალებასაც გააჩნია. მრისხანების ჟამს ისინი დამცინავები, სარკასტულები და ძალზე ენაგესლიანები ხდებიან. თუმცა ასეთი მდგომარეობა, დიდხანს იშვიათად გრძელდება და მალე ისევ თევზისთვის დამახასიათებელი, უშფოთველი გამომეტყველება უბრუნდება მათ სახეს. თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ძირითადად ღია ფერის, გამჭვირველე, გადმოკარკლული თვალები, სახის არამკვეთრი ნაკვთები, ნაზი კანი და გასაოცარი სინატიფის, კოხტა ხელ-ფეხი აქვთ. მათი უმრავლესობა ქერა ან ბრიუნეტია, შავგვრემანი თევზები იშვიათობას წარმოადგენენ.მართალია თევზებს შორის გიგანტს ნაკლებად შეხვდებით, მაგრამ აგებულებისდა მიუხედავად, ყველა თევზი უჩვეულოდ გრაციოზული და მომხიბვლელია. თევზებს ბევრი სასმელი უყვართ, დღეში ათ-თორმეტ ჭიქა ჩაის, ყავას ან ხილის წვენს მიირთმევენ. სამწუხაროდ რბილი ხასიათის გამო მათ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მიმართაც, საკმაოდ დიდი მიდრეკილება გააჩნიათ.
თევზებს დაბადებიდან თან დაჰყვათ სურვილი, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით უყურონ და როცა მკაცრ რეალობასთან, პირისპირ შეჯახება უხდებათ, დასკვნების გამოტანას, საკუთარი წარმოსახვით შექმნილ, ილუზორულ სამყაროში თავის შეფარება ურჩევნიათ ხოლმე.ბევრი სუსტი ნებისყოფის თევზი ხელოვანი, მთელი სიცოცხლე ძლიერი მფარველის ან მეცენატის მოლოდინშია. რომელიც მას ყოველდღიურ, ყოფით პრობლემებს მოუგვარებს, სანამ თვითონ უკვდავი შედევრების შექმნით იქნება დაკავებული. თევზ მწერალს შეუძლია, წლობით იჯდეს კაფეში, ფინჯან ყავაზე და ცნობისმოყვარეებს მოუთხროს, რომ ცხოვრების არსის ძიებით არის დაკავებული. თევზი მხატვარი კი დილიდან დაღმებამდე, პარკში ისეირნებს, თითქოს ბუნების მშვენებით ტკბება და მომავალი შედევრის შესაქმნელად, მუზას ელის. სინამდვილეში კი მის მოლბერტსა და ფუნჯებს, კარგა ხანია მტვრის სქელი ფენა ადევს. მართალია ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, ცხოვრებაში ყოველგვარ შუღლსა და მეტოქეობას ერიდებიან, მაგრამ ზოგიერთი თევზი, მაინც ახერხებს დინების საწინააღმდეგოდ გაცურვას და ბრწყინვალე კარიერის შექმნას იმ სფეროში, სადაც მათი მათი პიროვნული თვისებები, საუკეთესოდ წარმოჩინდება. მაგალითად: სათეატრო სივრცეში. თუმცა ასეთ შემთხვევაში, თევზებს ყოველდღიურ რეპეტიციებთან შეგუების აუცილებლობის გამო, თანდაყოლილი სიზარმაცის დათრგუნვა უხდებათ, რაც ძალიან უჭირთ. სამაგიეროდ, გარდასახვის იშვიათი ნიჭისა და უნიკალური მეხსიერების წყალობით, სწორედ თევზები აღწევენ, სამსახიობო ხელოვნებაში მართლაც, რომ უჩვეულოდ დიდ სიმაღლეებსა და წარმატებებს. თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ხშირად ძალზე ზერელე დამოკიდებულება ახასიათებთ, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რაც შემდგომში ღვიძლისა და ფილტვების სისუსტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით ან მწვავე ინფექციებით გამოიხატება. თევზების ყველაზე მძლავრი იარაღი, მათივე იუმორია. იუმორის საშუალებით, ეს ადამიანები უცხო თვალისაგან, საკუთარ ჭეშმარიტი ზრახვებისა და განცდების ოსტატურად დამალვასაც ახერხებენ. მათ იუმორს კი, მართლაც რომ არ გააჩნია საზღვარი. უწყინარი ხუმრობიდან, ბოროტ სარკაზმამდე, ყველაფერი შეუძლიათ.
ბევრი თევზი განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებს, სხვადასხვა სახის ოკულტური მეცნიერებების, ქირომანტიისა და მკითხაობისადმი. მათგან ურიგო მედიუმები და პარა-ფსიქოლოგები როდი გამოდიან. ადამიანთა გამჭოლ ხედვის უნარითა და გამძაფრებული ინტუიციით დაჯილდოებული თევზები, ამა თუ იმ პიროვნების შეფასებისას, საერთოდაც იშვიათად ტყუვდებიან.ნეპტუნით მართული ადამიანები, აღსავსენი არიან უმწეოთა და გაჭირვებულთა მიმართ, უსაზღვრო გულმოწყალებითა და თანაგრძნობით. ჭეშმარიტი თევზი დაჩაგრულ ადამიანს, გვერდს გულგრილად არასოდეს აუვლის. ამიტომ შემთხვევითი როდია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით, უამრავი სასულიერო პირი, ბერი, მღვდელი და მონაზონი იბადება. თევზები მოუხელთებელი ხალხია. გადამწყვეტ ”ჰოს” ან ”არას”, ყოველთვის ორჭოფულ ”შეასაძლოას” ამჯობინებენ. იმდენად რამდენადაც, გარემომცველი სამყარო ძალზე სასატიკია, ვინმეს დასაცინი რომ არ გახდეს, ბევრი თევზი ხშირად გულგრილობის ნიღაბს ატარებს. მაგრამ გახსოვდეთ, ამ ნიღბის მიღმა უჩვეულოდ ნაზი და მგრძნობიარე ადამიანი იმალება.
თევზი მამაკაცი - თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს, შეუძლია ცხოვრებაში ყველაფერიც იყოს და არაფერიც. ყოველივე მის შეუპოვრობასა და შორსმჭვრეტელობაზეა დამოკიდებული. მამაკაცი თევზი სუსტი და დაუცველი არსება ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ ზოგიერთი მათგანი ხშირად ოცნებებს ეძლევა და ცხოვრებისეულ შანსებს ხელიდან უშვებს. აქედან გამომდინარე, თუ თევზმა ოცდახუთი წლის ასაკში არ იცის, რომელ ტალღაში აჯობებს ჩაყვინთვა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი თავის ჭეშმარიტ ადგილს, ოდესმე მაინც იპოვნის ცხოვრებაში.მართალია ემოციური კუთხით, მამაკაც თევზთან მისი ცხოვრების მეგზური ქალი, ძალიან ბედნიერიც შეიძლება იყოს, მაგრამ მოგეხსენებათ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებით შორს ვერ წახვალ და თუ პრაქტიკული პიროვნება ხართ, მომავალზე უტოპიურ ოცნებას, თქვენს თაყვანისმცემელ თევზთან განშორება გიჯობთ. თუმცა თუ თქვენი რჩეული, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა და უნარი შესწევთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ეს ტიპი, ნებისმიერი ქალისთვის აღმოჩენაა და თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.
თევზი მამაკაცი, არაჩვეულებრივი სულიერი მეგობარი და თანამოაზრეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ახლობლები ხშირად თავიანთ, ყველაზე უსიამოვნო და სამარცხვინო საიდუმლოებებსაც კი ანდობენ ხოლმე. მაგრამ თევზი მისთვის მინდობილ საიდუმლოს, მით უმეტეს, თუ მას ამის შესახებ სთხოვენ, ყოველთვის საიმედოდ შეინახავს. მართალია ისეც ხდება, რომ მერკურის გავლენის ქვეშ მოყოლილ თევზებს შორის, ნამდვილი ყბედებიც გვხვდებიან, მაგრამ საერთო ჯამში თევზები, საკმაოდ სიტყვაძუნწი და დინჯი ხალხია.
თევზი მამაკაცები ნაკლებად ეჭვიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამ თუ ეჭვიანობენ კიდეც, ამას უცხო თვალი ვერასდროს შეამჩნევს (გაიხსენეთ მათი სამსახიბო ნიჭი). მაგრამ, თუ შამჩნიეთ, რომ თქვენს თევზს, მოწყენილობა და პესიმისტური განწყობა ეუფლება, ეცადეთ ყოველგვარი საქმე გადადოთ და როგორმე გაართოთ იგი.კარგი იქნება თუ მასთან ერთად, თეატრში ან გამოფენაზე წახვალთ, ეს თევზ მამაკაცს დადებითი ემოციებით დამუხტავს და ხასიათასაც აუცილებლად გამოუკეთებს. თევზი ქმრის ოცნებებს ყოველთვის ყურადღებით მოეკიდეთ, არ დააფრთხოთ და უტაქტოდ არასოდეს გააკრიტიკოთ იგი, თორემ ამას არ გაპატიებთ.
აჯობებს ქმარს ცხოვრებისეული ამოცანებისა და მიზნების მიღწევაში, თქვენი თანადგომითა და ზრუნვით თუ დაეხმარებით. მერწმუნეთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, თევზი მამაკაცი ყველაზე დაბნეული და უთავბოლოა. მაგრამ თქვენ ამას ისე უნდა შეხედოთ, როგორც არეულ-დარეულ ჩემოდანს, რომელშიც ყველა ნივთისთვის, საკუთარი ადგილის მიჩენაა აუცილებელი. თუკი თევზ ქმარს ძალების მაქსიმალურ მობილიზებაში დაეხმარებით, იგი მთელი ცხოვრება თქვენი უსაზღვროდ მადლიერი იქნება.ბავშვებისთვის თევზი-მამა ნამდვილი საჩუქარია, იგი სიამოვნებით ეთამაშება პატარებს ათასგვარ თამაშობებს, ასწავლის თავდაყირა დგომას და ხელზე მკითხაობას. არის უსაზღვროდ თბილი და ლიბერალული მშობელი. მერწმუნეთ, უკეთეს მამას თქვენი შვილებისათვის, მართლაც რომ ვერსად იპოვით.
თევზი ქალი თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, იმდენად ქალური, რბილი და ნაზი არსებაა, რომ მამაკაცები მას, როგორც ფუტკრები ყვავილს ისე ეტანებიან. საკმარისია გამოელაპარაკოთ, უმალვე ყოველგვარი დარდი და პრობლემა გავიწყდებათ. თევზ ქალთან საუბარი უნებლიეთ, შემოდგომის ნესტიან ღამეში, მყუდროდ აგიზგიზებულ ბუხართან გატარებულ საღამოს მოგაგონებთ.
ამ ნაზ არსებას შეუძლია ოსტატურად დაგარწმუნოთ იმაში, რომ არასოდეს, არაფერში დაგავალდებულებთ ან დაგადანაშაულებთ. თუმცა კარგი იქნებოდა, თუ მის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას, მიამიტი ბავშვივის გულუბრყვილობით თუ არ დაიჯერებთ. მიუხედავად თავისი ანგელოზური და ნაზი გარეგნობისა, თევზი ქალი საკმაოდ მაცდური და ძალზე მოუხელთებელი არსებაა და ხასიათიც მარტის ამინდზე უფრო, ცვალებადი და არამდგრადი აქვს.იგი ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია ნებისმიერ, პატარა წვრილმანზეც კი, საათობით იტიროს და ივიშვიშოს. ამასთან ისეთი საყვედურიანი მზერით შემოგხადავთ, გეგონებათ მის წინაშე ამ წუთას, უსუსური ბაჭია მოკალით.თევზ ქალებს საერთოდ უყვართ უმწეო, საბრალო ქალის იმიჯის მორგება და ხანდახან ისე ღრმად შედიან როლში, რომ ყოველივე ამის ნიადაგზე, სერიოზული დეპრესიაც კი ემართებათ.
თევზი ქალის უმთავრესი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასოდეს ცდილობს, მამაკაცს გაუტოლდეს ან საკუთარი საქციელით, ამ უკანასკნელს თავმოყვარეობა შეულახოს.ქალი თევზი თაყვანისმცემელს, სიამოვნებით დართავს ნებას მიართვას სავარძელი, ჩააცვას პალტო, მოუკიდოს სიგარეტზე და ა.შ. გარდა ამისა ამ უკანასკნელს სიამოვნებით და მთელი გულის ყურითაც მოუსმენს. სანაცვლოდ კი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მამაკაცმა იზრუნოს მასზე, გაუფრთხილდეს და ყოველგვარი უსიამოვნებისაგან დაიცვას. იგი სიამოვნებით დაეყრდნობა ასეთ მამაკაცს მხარზე და ეტყვის, მთელი ცხოვრება შენზე ვოცნებობდიო. ამგვარი აღიარება კი, დამეთანხმებით ნებისმიერი კაცის თავმოყვარეობას უსაშველოდ ეამება.ცოლი თევზი სიამოვნებით დაუთმობს ქმარს პირველობას, მატერიალურ თუ სამეურნეო საკითხებში. მაგრამ თუ მდგომარეობამ აიძულა, მეუღლეს ფინანსური კრიზისის დაძლევაშიც დაეხმარება.ეს მაინც და მაინც იმას როდი ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად სამუშაოს საძებნელად წავა. არა, უბრალოდ სანამ მეუღლეს საქმეები, არცთუ სახარბიელოდ მისდის, ეცდება მადა რამდენადმე დაიოკოს და ვახშამს შამპანურის ნაცვლად, ვაშლის წვენი მიაყოლოს.
ბავშვები თევზ ქალს მთელი გულით უყვარს, მაგრამ მეუღლის წილ სიყვარულს მათზე არასოდეს გადაიტანს. თუმცა ყველაზე სუსტი, ავადმყოფი და შეუხედავი შვილი, განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულით ეყვარება.მართალია იგი ბავშვებზე გადაყოლილი დედაა და პატარების გამო, თავის გაწირვაც კი შეუძლია, მაგრამ საკუთარი რბილი და დამყოლი ნატურიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შვილების მტკიცე ნებისყოფის და ძლიერი სულის პიროვნებებად გაზრდა შესძლოს.
შესაფერისი პარტნიორები
თევზები - ვერძი
ეს უცნაური, რთული და ამავე დროს ხშირად შემდგარი ურთიერთობაა. ურთიერთობაში „ყოვლის მცოდნე მოხუცისა“ და დაუცველი „ბეკეკას“, ან ძალაუფლებისმოყვარე დამპყრობლისა და მორჩილი კონკიას არქეტიპები ცოცხლდება. როგორც წესი, მათი კავშირი რაღაც კონკრეტულ იდეას ეფუძნება ხოლმე: რელიგიურ, სამეცნიერო ან ერთობლივი წარმატებისკენ სწრაფვას. ერთია მხოლოდ, ვერძს მუდამ უნდა ახსოვდეს საკუთარი რჩეულის ფაქიზი ბუნების შესახებ და შეძლებისგვარად შეეცადოს, თავისი პირდაპირობითა და სიუხეშით ტკივილი არ მიაყენოს მეოცნებე, სენტიმენტალურ თევზებს, რომელსაც ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს თავისი სენსიტიური ბუნების წყალობით.
თევზები - კურო
კუროს მოსწონს თევზი და შენატრის მას, მისთვის ძალიან საინტერესოა თევზთან ურთერთობა, თუმცა როგორც კი გადაწყვეტს მანიპულირება მოახდინოს თევზზე, თევზი არ აძლევს ამის საშუალებას, რაც კუროსთვის მტკივნეულია კუროს ყოველთვის ახსოვს თევზი
თევზები - ტყუპები
თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული პარტნიორი, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მიღწევათა მწვერვალია ტყუპებისთვის, რომელზეც მზად არის ილოცოს. მათი ერთობლიობა ორი მკვლევარის ურთიერთობას ჰგავს. ტყუპები ხედავს, რომ თევზებმა ყველაფერი იცის მის შესახებ, თევზები კი ხვდება, რომ ტყუპებმა ეს იცის. ეს არის ორი ინტელექტის დაძაბული თამაში. მათ იშვიათად აქვთ გრძელვადიანი ქორწინება, რადგან თევზები არასდროს პატიობს ღალატს, რაც ტყუპებისთვის ხშირად დამახასიათებელია.
თევზები - კირჩხიბი
ემოციურ კირჩხიბს ყოველთვის იზიდავს ღრმა, იდუმალი თევზები, თუმცა ვერასოდეს ახერხებს ამ ნიშნის შეცნობას. მათი კავშირი სულიერ შეთავსებასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. კირჩხიბი ცვალებადია, თევზების ემოციები კი ნელა-ნელა მატულობს, შეიძლება საერთოდაც გაქრეს. მხოლოდ ორივეს პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული რამდენად აიტანენ ერთმანეთის ასეთ ცვალებადობას. ეს ნიშნები ერთობლივ საქმეში ყოველთვის წარმატებას აღწევენ. ეს ქორწინება ერთ-ერთისგან მსხვერპლს მოითხოვს. თუ საჭირო მსხვერპლი გამოინახა, კავშირი ხანგრძლივი და მყარი იქნება.
თევზები - ლომი
ეს ლომისთვის ყველაზე რთული კავშირია, სადაც თვითონ რაინდია, რომელმაც მთელი სამყარო მიუძღვნა ნაზ და ფაქიზ თევზებს. ის დნება და იძირება თევზების იდუმალ სიღრმეში. ის უნდა დაეხმაროს მას გაორების გადალახვაში, ასევე შეუქმნას განსაკუთრებულად თბილი და დაცული გარემო. თევზები კი, თავის მხრივ, ყოველთვის მზად უნდა იყოს ლომისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად, კომპლიმენტებისტვის. ასეთ შემთხვევაში ეს კავშირი უფრო მყარი გახდება.
თევზები - ქალწული
რთული და იშვიათი კავშირია. მეოჯახე ქალწულისთვის ქორწინება მნიშვნელოვანია. ის სახლში გამუდმებით რაღაცას აგროვებს და ოჯახს უფრთხილდება. ქალწული სიყვარულში თბილი, საყვარელი, სუფთაა, მაგრამ სასიყვარულო სიტყვებს ვერ პოულობს. პრობლემურია, თუ თევზები ქალია და ქალწულის კრიტიკულობის ატანა უწევს... მისტიურ, დაბნეულ თევზებს და კონკრეტულ ქალწულს ხშირად არ ესმით ერთმანეთის. მათ, მარტივად რომ ვთქვათ, განსხვავებული ენერგეტიკა და მსოფლმხედველობა აქვთ.
თევზები - სასწორი
თევზებისთვის ეს საბედისწერო კავშირია. სასწორს ურთიერთობის მკაცრი ფორმა უყვარს. ყველაფერში მკაცრად რეგლამენტირებული ჩარჩო აქვს. ყველგან და მითუფრო სიყვარულში ხშირად ავლებს საზღვარს: „მე მე ვარ, შენ - შენ!~ თევზები კი გრძნობებში ხშირად გადადის საზღვრებს, რითიც სასწორის გულისწყრომას იწვევს. ის პარტნიორში ერთობასა და დასაყრდენს ეძებს. მოკლედ, ამ ნიშნებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. ძალიან განსხვავებულნი არიან.
თევზები - მორიელი
მორიელი ზედმეტად მგრძნობიარე პარტნიორია, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს, წინასწარ ხვდება და იცის, რა უნდა მოხდეს. თევზები კი იტანჯება მორიელის ამ თვისების გამო და იმის ნაცვლად, რომ იცხოვროს მშვიდად და მისდიოს მის რჩევებსა და მითითებებს, საკუთარ თავში იკეტება. ამ კავშირში ყოველთვის არის ვნება. მათ კარგად ესმით ერთმანეთის ურთიერთობის ყველა სფეროში. თუმცა, ფაქიზი ბუნების თევზები ხშირად ტოვებენ მორიელს, ვინაიდან მტკინვეულად განიცდიან მის წინდახედულობასა და მკაცრ ხასიათს. თუ თევზები კაცია, ქალი კი მორიელი, მაშინ თევზები აუცილებლად უნდა მისდევდეს მორიელის რჩევებს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, თვითონ კი სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებდეს ოჯახს. მათი კავშირი იდეალური იქნება, თუ თევზებს არ შეეშინდება მორიელის სიძლიერის და ყველფერს გააკეთებს, რათა პარტნიორის ღირსეული მეორე ნახევარი გახდეს.
თევზები - მშვილდოსანი
აქტიური, ხარბი მშვილდოსანი და ჩაკეტილი თევზები იშვიათად ეწობიან ერთმანეთს. ამ ორი ნიშნის გაერთიანება მხოლოდ რელიგიას, მისტიკას და საერთო ფანატურ იდეალებს შეუძლია. მათი კავშირი მხოლოდ ორივეს მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაში იქნება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში მათი კავშირი ბედნიერების მომტანი, სრულყოფილი და მტკიცეა.
თევზები - თხის რქა
ეს, შეიძლება იდეალური კავშირი იყოს, წარმოუდგენელი სიყვარულით. ამ ორი იდეალისტისა და მისტიკოსისთვის მთელი სამყაროს საიდუმლოებათა კარია ღიაა. მათ ერთად შეუძლიათ მთელი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობა. თუ თხის რქა ზედმეტად მიწიერია, მაშინ თევზებს მუხლჩაუხრელ მუშაობას აიძულებს, რაც გათანგავს და პროტესტს გამოიწვევს მასში, რის შედეგადაც ის მისგან გაწბილებული წავა, მაგრამ თუ დარჩა, უბედური და ჩაკეტილი იქნება. თუ ამ ნიშნების კავშირი პრაგმატულობაზე არ არის აგებული, მაშინ მის სიმყარეს არაფერი ემუქრება. ეს ქორწინება მუდმივი და ბედნიერი იქნება.
თევზები - მერწული
ამ ადამიანებს იდეალიზმი, სამყაროს შეცნობის სურვილი, გამოგონებები, აუხდენელი და წარმოუდგენელი ოცნებები, ილუზიები და ცხოვრებისეული მისტერიები იზიდავთ. ერთმანეთისთვის ისინი იდუმალ სამყაროს წარმოადგენენ, რომლის შეცნობა, აშინებთ კიდეც. მათ ოჯახში შექმნილი ჯადოსნური ილუზიები და ფანტაზიები, ხშირად მკაცრ რეალობასთან შეჯახებაში იმსხვრევა. ყოფიერება - მატერიალური პრობლემები - შეიძლება მათი ოჯახის დასასრულად იქცეს. ეს სათუო კავშირია, მითუფრო, თუ ორივე თავიანთი ნიშნების ტიპიური წარმომადგენლები არიან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შანსი ეძლევათ ნორმალური, ჰარმონიული კავშირის დამყარებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ განსხვავებული ტემპერამენტისა და მსოფლმხედველობის გამო.
თევზები - თევზები
ორივე უძირო ოკეანეა, რომლებიც ერთმანეთის სიღრმის გაზომვას ცდილობენ. კარგად იციან ერთმანეთის ფასი და ესმით, რომ ოჯახში ან ერთად იცურებენ ბედნიერი და წარმატებული მომავლისკენ, ან გაშორდებიან. ეს ძალიან იშვიათი კავშირია. ორივე ილუზიებსა და გამოგონილ სამყაროში აგრძელებს ცხოვრებას და რეალური, გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს. სასურველია, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც არ იყოს თევზების ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი და მეტი პრაგმატულობით, სამყაროს რეალური აღქმითა და საქმიანი თვისებებით იყოს დაჯილდოებული. ასეთ შემთხვევაში, მათი კავშირი უფრო მტკიცე და ჰარმონიული იქნება.შესაფერისი პარტნიორები
რას ვერ იტანს თევზები
ე.წ „ცალ კარში თამაშს „- მე რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, თუ შენი პასუხიც იქნება იგივე.
წვრილმან სიცრუეს – ღმერთო, რატომ მაქვს ასეთი საზიზღარი ინტუიცია!
უნდობლობას – ნებისმიერ თევზს შეუძლია პირზე დუჟ მომდგარმა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, იმ შემთხვევაშიც კი თუ გულის სიღრმეში, თავადვე ეპარება ეჭვი საკუთარი ნათქვამის სისწორეში.
ლოთობას – ოღონდ იმ შემთხვევაში თუ პირად რუკაში, ცეცხლის სტიქიის დიდი გავლენა შეინიშნება. სხვა მხრივ კი, თავად იქნება ვისკის ბოთლის განუყრელი ძმაკაცი.
კორპორატიულ ოფიციოზს – თევზი ვერ იტანს ბიუროკრატიას სამსახურში და „არისტოკრატულ გადმონაშთებს“.
გაუნათლებლობას – თუ შენთან სასაუბრო თემა არ გამაჩნია, ჩემს ძვირფას დროს ფუჭად ნუ გამოიყენებ.
ცალმხრივ გრძნობებს – როცა მე შენ ასე ძლიერ მიყვარხარ, შენ უბრალოდ ვალდებული ხარ იგივე გრძნობით მიპასუხო!
დაურეცხავ ჭურჭელს – სამზარეულო მაშინ უნდა დაალაგო როცა იქ ქაოსი სუფევს და არა მაშინ, როცა შენ ეს მოგეხასიათება.
ბიოლოგიურ „ბუებს“– თევზებს ადრე ადგომა უყვართ, შესაბამისად საპირისპირო ბიორიტმში მცხოვრები ინდივიდები, რომლებიც ღამისთევას აიძულებენ, მათში გაღიზიანებას იწვევენ.
უმადურობას – სიტყვა " მადლობა" ზედმეტი არასოდესაა!
--------------------
ყოველი ჩვენგანი, ბოლოს მაინც მარტოა!
|