სალამი თევზებო..
B-E-R-Uგადავიკითხე შენი კომენტარები და გეთანხმები ყველაფერში.. ზუსტად ანალოგიურად ვარ მეც..
მორიდებულები ვართ მაგრამ თუ კონტაქტში შევედით კონკრეტულ პიროვნებასთან იქ მორიდების დასასრულია :დ
სისუსტეს რას ეძახით არ ვიცი მაგრამ ჩვენგან მოდის სიკეთე და სითბო ეს სისუსტე არაა.. უკან გამოხედვასაც არ გირჩევთ

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია და შესაბამისად ამ
ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პირველ ადგილას საკუთარ ახლობლებსა
და მეგობრებს, ხოლო ბოლო ადგილას საკუთარ თავს აყენებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ თევზები ძალიან მიმნდობები არიან
მათი მოტყუება ძალიან ადვილია, თუმცაღა თუ მიხვდნენ, რომ
მოატყუეთ თქვენ მათ ნდობას ვეღარასდროს მოიპოვებთ...
თუ არაჩვეულებრივ თვისებაზეა საუბარი ამასაც დავწერ..
ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულებს
ერთ-ერთი არაჩვეულებრივი თვისება გააჩნიათ - ისინი მეგობრის
პრობლემას საოცრად გაითავისებენ და მოგვარებაში მთელი გულით დაეხმარებიან...
უნდა აღინიშნოს, რომ თევზები ძალზე მგრძნობიარეები არიან და სიტუაციების
აღქმა მეტად მძაფრად სჩვევიათ. მათ არ უყვართ უარით გამოსტუმრება და გარშემომყოფებსაც
ცდილობენ ისე მოექცენ, როგორც თავად სურთ, რომ მოეპყრან...
რას ვერ ვიტან მე? თევზები
ე.წ „ცალ კარში თამაშს „- მე რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, თუ შენი პასუხიც იქნება იგივე.
წვრილმან სიცრუეს – ღმერთო, რატომ მაქვს ასეთი საზიზღარი ინტუიცია!
უნდობლობას – ნებისმიერ თევზს შეუძლია პირზე დუჟ მომდგარმა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, იმ შემთხვევაშიც კი თუ გულის სიღრმეში, თავადვე ეპარება ეჭვი საკუთარი ნათქვამის სისწორეში.
ლოთობას – ოღონდ იმ შემთხვევაში თუ პირად რუკაში, ცეცხლის სტიქიის დიდი გავლენა შეინიშნება. სხვა მხრივ კი, თავად იქნება ვისკის ბოთლის განუყრელი ძმაკაცი.
კორპორატიულ ოფიციოზს – თევზი ვერ იტანს ბიუროკრატიას სამსახურში და „არისტოკრატულ გადმონაშთებს“.
გაუნათლებლობას – თუ შენთან სასაუბრო თემა არ გამაჩნია, ჩემს ძვირფას დროს ფუჭად ნუ გამოიყენებ. ცალმხრივ გრძნობებს – როცა მე შენ ასე ძლიერ მიყვარხარ, შენ უბრალოდ ვალდებული ხარ იგივე გრძნობით მიპასუხო!
დაურეცხავ ჭურჭელს – სამზარეულო მაშინ უნდა დაალაგო როცა იქ ქაოსი სუფევს და არა მაშინ, როცა შენ ეს მოგეხასიათება.
უმადურობას – სიტყვა " მადლობა" ზედმეტი არასოდესაა!
ხასიათის შტრიხები ჰუმანური, ემოციური, შემოქმედებითი, გულჩვილი, კაცთმოყვარე. დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციის გრძნობით, ზოგიერთი მათგანი ტელეპატიური ხედვის უნარითაც კი, თუმც ამავდროულად თევზები მერყევი, ინფანტილური, აპათიური ხალხია. ხშირად სტანჯავთ დეპრესია და მომავლის მიმართ ათასგვარი გაუცნობიერებელი შიშები.
საინტერესო ფაქტები
1. ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში
2. აქვთ კარგი იუმორის გრძნობა
3. უმეტესწილად აღწევენ დასახულ მიზანს
4. არის ცოტა სულელი, თუმცა ძალიან საყვარელი
5. ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ნიშანია 12 ზოდიაქოს შორის.
ბევრ რამეს შეიძლება ხაზი გავუსვათ

მაგრამ ფაქტიი ერთია

გამორჩეულები ვართ დაა ძალიან ნიჭიერები თუმცა ბევრი ვერ იყენებს ამ ნიჭს.. სიზარმაცის გამო.. მე პირადად ძალიან ადრე დავიწყე ფიქრი მომავალზე შესაბამისად მქონდა ხოლმე დეპრესია მაგრამ სულ დეპრესიული არავარ. სამაგიეროდ წარმატებული ვარ და ისევ ვაგრძელებ მომავალზე ფიქრს.. ისევ მაქვს ჩემი სამყარო სადაც მოვხევ ხოლმე :დ გეთანხმებით იმაში რომ მომავლის შიში გვაქვს.. ნუ ჩემ შემთხვევაში ასეა მომავლის შიში ნამდვილად მაქ და ესაა სწორედ იმის მიზეზი რომ პატარაობიდან ვცდილობ რამეს მივაღწიო.. ეს იმიტომ რომ სამომავლოდ უზრუნველყოფილი ვიყო
გამაჩნია ინტუიციის გრძნობაც.. ადამიანის ამოცნობაც შემიძლია რაღაც დონეზე მთავარია თვალებში ჩავხედო და ეგაა.. ხშირად ბევრი რამე ემთხვევა და ხვდება რასაც ვფიქრობ ხოლმე შემიძლია ადამიანის მოქმედების ამოცნობაც რაღAც დონეზე რაღაც მომენტში
ხო მართლა, ვხატავ, ვცეკვავ Break Dance-ს, სიმღერაში არ მიცდია არაფერი მაგრამ ძაან მიყვარს და ჩემში დიდ ხიბლს იწვევს ერთხელაც იქნება და ვცდი იქნებ რამე გამომივიდეს. პოეტობის რა მოგახსენოთ ამბობენ აქვთ ნიჭი თევზების მატარებლებსო.. მე ვფიქრობ რომ მართლაც ასეა დიდი გრძნობები გაგვაჩნია რაც ხელს შეგვიწყობს. ემოცია და ა.სშ ამდაგვარი წვრილმანებია საჭირო სწორედ რამე ღირებულის წერისას.
ხო კიდევ ჩემი ამჟამინდელი პროფესია კომპიუტერს უკავშირდება ინტერნეტ მარკეტოლოგი ვარ, ვებ პროგრამისტი და რავი ინტერნეტში ვხეტიალობ ზოგადად.
არც წერია არსად მაგრამ რაღაც რაღაცეებში დავუკავშირე ერთმანეთს და ესეც კარგად გამოგვდის.
თევზებო იამაყეთ რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის მატარებლები ხართ
This post has been edited by CybermanGZ on 11 Oct 2014, 13:58