magi_ეხლა რომელმა გუნდმაც გამოგვაგდო იმათ ჩემპიონატში იმხელა თანხები იდება და ისე სწრაფი ტემპებით ვითარდება ჩემპიონატი ასე რო გაუჭირდათ ჩვენი გამოგდება ეგ უფრო გასაკვირია ))) ჯერ მარტო ტრანფერებში დახარჯეს 10 მილიონი რომელიც ჩიხურას ბიუჯეტს ორჯერ აღემატება თუ მეტით არა
აზერბაიჯანული გუნდი იყო და გუნდში სულ სამი აზერბაიჯანელი ყავდათ )) რაზე მეტყველებს ეს ჩამოყავთ მაღალი დონის ლეგიონერები, სთავაზობენ მაღალ ხელფასს და აღწევენ წარმატებას გადიან ევროპულ ტურნირებზე და გამოცდილებას ღებულობენ :up სამივე გოლი კამერუნელმა გაგვიტანა ))
ფეხბურთელს აი წამყვან ფეხბურთელს ნუ დინამოზე არ მაქვს ლაპარაკი, საქართველოს რანგით მეორე გუნდში როცა ხელფასი თვეში 1200 ლარი გაქვს ბონუსებიანად უბრალოდ სასაცილოა
საქართველოში სულ სამი სტადიონია რომელიც აკმაყოფილებს ყველანაირ მოთხოვნებს ) ამხელა მასის მქონე სპორტს როგორიც ფეხბურთია ეს დაფინანსება არ ყოფნის აი ფიზიკურად უბრალოდ არ ყოფნის
ყველაზე სწრაფად განვითარებადი სპორტია ყოველ დღე წინ მიიწევს, ყველაზე დიდი შემოსავლები ფეხბურთს მოაქვს, ყველაზე ყურებადია თუნდაც წელს მსიფლიო ჩემპიონატს ამერიკაში რეკორდულმა მაყურებელმა უყურა, წარმოიდგინე Super Bowl ის ფინალზე და NBA Final Series ზე მეტი ნახვა ქონდა თუნდაც ბრაზილია-გერმანიას მასაჩუსეთში
რო გადახედო ბავშვთა ფეხბურთს რა კატასრტოფა ხდება რა სტადიონებზე უწევთ თამაში ან რა პირობები აქვთ
ფეხბურთს მთელი მსოფლიო თამაშობს და რაგბი კიდე ცალკე ფენომენია , სპეციფიური სპორტია, ევროპაში სულ 10 გუნდი თამაშობს რაგბს ნორმალურ დონეზე, მაგალითად უნგერლმა ბულგარელმა სერბმა ან მაკედონიელმა რაგბი რა არის არც იცის
ისე ნელ ნელა იხედება ევროპა ჩვენსკენ ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი წავიდა ამ ზაფხულში მაღალი დონის ჩემპიონატებში და თან მშვენიერ გუნდებში ))
ეს იმან გამოიწვია რომ 17 და 19 წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს და ინგლისს, ჰოლანდიას, უელსს, ესპანეთს, საფრანგეთს და მსგავს ნაკრებებს თავზე გადაურბინეს )
ზუსტად ეს ბიჭები დაიტაცეს გუნდებმა
ტიპებმა თურქული ბურსასპორი გამოაგდეს, 100 კაციდან 99 გეტყოდა რო ორივე თამაშს ნოლზე წავაგებდით, იმ ერთს იქვე დაწვავდნენ ))
შენ ვერ ერკვევი ალბათ , გუნდმა 2 საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა ანუ 2 გუნდს გასცდა, ოთხი თამაში ზედიზედ მოიგო, ორივე თავისზე ძლიერი იყო, ამათაც გასვლაზე ბაქოში 0-0 ეთამაშნენ ამ ყველაფერს მიაღწიეს თავდადებით მოედანზე ყველაფრის დატოვებით გული ამოიგლიჯეს და კუთხურის ალამთან დააგდეს ))
აი აქ ჩვენთან უკვე ის კლასი დაგვაკლდა რომელიც შეიძლებოდა ლეგიონერს მოეცა )) ეს ლეგიონერი ყავდათ ზუსტად იმათ
კაროჩე ძალიან რთული სპორტია რა და იმის ლაპარაკით რომ ძიუდოს მივხედოთ უფრო მხარბეჭიანები ვართ არაფერი გვეშველება

რამდენი დამიწერია

კიდევ კარგი არ მაქვს დღეს ვარჯიში თორე ზედმეტად გადამეტვირთებოტა ტვინი

)
This post has been edited by Blueheart on 8 Aug 2014, 16:15