ვერ ვიტან ჭკუის სწავლებას და "შენთვის კაი მინდა" ტიპებს.
მე თვითონ ვიცი, რა მინდა და რა იქნება ჩემთვის კარგი!!!
მეგობარმა მთხოვა, ნუღარ მოვუყვები ერთ ბიჭთან დაკავშირებით ნურაფერს.

მის რჩევებს ხომ არ ვითვალისწინებ, მაინც მიჩქარდება გული და მაინც მინდება კონტაქტი...აღარ იცის რა დაასკვნას და აღარ უნდა რა მოსმენა.. აღიზიანებს ჩემი ქცევები და ამბები. გეხვეწები არ მომიყვეო..და მე რატომ მომიყევიო კიდე

რამდენიმე თვის წინ ჩემი პესიმისტური აზრების და შიშების მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა (კარიერულ საკითხებთან დაკავშირებით).
კუროს გაცეცხლება და აფეთქება ასე უნდა.
არავინ და არაფერი მენანება და ძაან გულგრილი ვხდები.
მე თუ ჩემს ამბავს ვყვები, უბრალოდ ვუზიარებ ადამიანს, რა ხდება ჩემს თავს. ჩემი მიზანი კრიტიკული შეფასებების და რჩევების მიღება სულაც არაა - რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
მაგრად მკიდია ვინ რას ფიქრობს, როგორ უნდა მოვიქცე. სხვისი გავლენით და იმის გამო, რომ ვიღაც ამას სწორად მიიჩნევს, ვერასდროს ვერ მივიღებ გადაწყვეტილებებს.
ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა და არასდროს არაფერი მინანია.
შეიძლება არ ვიყო აღფრთოვანებული რომელიღაც ცეცხლის ნიშანივით ჩემი ქცევებით და თვისებებით, მაგრამ ასეთ მომენტებში ძაან ამაყი ვხდები და ეგოისტიც. დიახაც, მევასება რასაც ვაკეთებ და ძაანაც მაგარი ვარ. თავიანთ საცოდავ თავებს მიხედონ. დამფრთხალი "გონიერი" არსებები. ვითომ აზრზე არიან და თვითონ აღწევენ იმ "კარგს" , ასე რომ უნდათ ჩემთვის.