NNinaშენიშვნის მიღება არ ტეხავს.
ყოველთვის აგრესიულად რეაგირებ.
წლებია უკვე. მიხედე,თუ შეიძლება
ninc_lfc და შეურაცხმყოფელ სიტყვებზე შენც მიგაყოლებ

ამ კონკრეტულ,მსუბუქი გადაცდომის შემთხვევაში,ორივემ დააშავეთ და ან გავატარებ და ვიმედოვნებ,რომ აღარ გაიმეორებთ
ან ორივე დაისჯებით. აირჩიეთ

მუთაქა_სადაც დამდებდნენ,იქ მპოულობდნენ ^_^
არავითარი რაზეტკაში თითების შეყოფა და აბა,ცეცხლი რა არის,ხელი დავადო.
მშვიდი,წყნარი,ბულკი...
მერე ენა ავიდგი :3 :აღმავალიტყუპებივერძიმერკურით:
ბავშვი ბუნჩულა ვიყავი,მოკლედ.
აი,აზროვნება და ლაპარაკი რომ დავიწყე,მერე გავხდი "რაღაცნაირი უცნაური ბავშვია".
ბავშვობაში ბებია(ლომი) და დეიდა(სასწორი) მზრდიდნენ.
ბიძაჩემი რომ დაოჯახდა და შვილები ეყოლა,მერე შემელია ბებიაჩემი.
ბრძოლისუნარიანობა(ასტროპარამეტრების გარდა) მისგან მაქვს:"თავი არავის დაუხარო,ბებუჩი,არასდროსო!"
ძალიან მიყვარდა ბებია,მიუხედავად იმისა,რომ სულ ვჩხუბობდით. ხან მე ვატირებდი,ხან ის მაკივლებდა

აბა,კურო დედა(მარტოხელა თან,ერთადერთი შვილით) კოშმარია. ჰიპერმზრუნველი კრუხი :დ
ისე დაგიჩლუნგებს ნებას(ზედმეტი მზურნველობისგან),აზრზე რომ მოხვალ,გვიანია უკვე.
საერთოდ,კუროებზე და მორიელებზე დიქტატორი მშობლები არ მინახავს. მორიელს იმდენი ეშმაკობა აქვს,რომ შეუმჩნევლად გაკონტროლოს და ტონკად მოგახვიოს თავისი აზრები და კურო ტანკია,პირდაპირ და ღია შეტევაზე მოდის :დ უნდა გაკონტროლოს და მორჩა!
თუ სუსტი ხასიათი გაქვს,კარგია ისე,ის გეუბნება,შენ აკეთებ.
მაგრამ თუ დამორჩილება არ გიყვარს და ინდივიდუალობაზე გაქვს პრეტენზიები,მაშინ ოოო...
სანამ არ ავუჯანყდი და ხელი არ დავუქნიე,აზრზე ვერ მოვიდა,რომ შვილი დამოუკიდებელი ადამიანია.
ახლა არის აბრეშუმის ჭიასავით და აქეთ მეკითხება რა და როგორ გააკეთოს

თუმცა ჩემი აზრით,ეს ჯანსაღი პროცესია,მიუხედავად ზოდიქოს ნიშნებისა და ზოგადად ეგრეა: გარკვეულ ეტაპზე ან ამსხვრევ მშობლის ავტორიტეტს და დამოუკიდებელ პიროვნებად ყალიბდები ან ვერა და მთელი ცხოვრება მისი გავლენის ქვეშ რჩები.
სიმართლე რომ ვთქვა,მე არ მიყვარს ისეთი ტიპები,ვინც მშობლებთან დაქალ/ძმაკაცობენ. აუცილებლად შეურიგებელი მტრობა არ იგულისხმება,მაგრამ ადამიანი რომ მეუბნება,დედაჩემი ჩემი დაქალია/მამაჩემი ჩემი ძმაკაცია,ყველაფერს ვუყვები და ჩემი გულის მესაიდუმლეა და ბლა ბლა,შეიძლება კარგი ადამიანი იყოს,მაგრამ ასეთი და საინტერესო არასდროს შემხვედრია. ინდივიდუალიზმის ნიშანწყალიც არ სცხიათ.
პ.ს. ისე,მეც მახასიათებს ხოლმე ეს ჰიპერმზრუნველობა,ოღონდ იმ დროს ვერ ვხვდები.
ხომ ვზრუნავ,არა? :დ
ძალიან უარყოფითი თვისებაა. გაითვალისწინეთ
მეგობრები გაფრთხილებული მყავს,როგორც კი შემამჩნევენ, შემომილაწუნონ ეგრევე :დ
პ.პ.ს. კონტროლიც,თავისთავად,მახასიათებს,ოღონდ მორიელური_თუ არ მინდა,ვერავინ მიხვდება,როგორ და რა მექანიზმებით ვაკონტროლებ.
ისე ვიკითხავ,ვაფშე აზრზე ვერ მოვა ადამიანი,რას და რატომ ვეკითხები და რა მაინტერესებს.
წინადადებების/კითხვების დაწყობა-გადაწყობა...კარგია,ტყუპები რომ "გირევია"