არავინ არ ცადოთ საკუთარი თავის შეცვლა
დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო ყველაფერი
ნათესავს ჩემი ცხოვრების სტილი არ მოსწონდა
თავიდან არ ვუსმენდი, მის ნათქვამს ვუგულვებელყოფდი
4 თვის განმავლობაში საბოლოოდ იმდენი მელაპარაკა და ისე სასტიკი გულმოდგინებით მარწმუნებდა რომ ასე ცხოვრება არ შეიძლებოდა , ბოლოს ავდექი და დავიწყე მისი რჩევების გათვალისწინება და მასთან ერთად მოქმედება...
მას შემდეგ დაიწყო ჩემი უბედურება... იმდენი ახალი რამ დამატყდა თავზე სრულიად დაკარგული ვიყავი, თავს ცოცხლად არ მივიჩნევდი თითქოს არც ვარსებობდი...
საშინელება ის იყო რომ, დამავიწყდა ვინ ვიყავი ადრე... სადღაც ბოლო კვირაა მგონი ცოტა აზრზე მოვედი და ჩემს ძველებურ მდგომარეობას ვუბრუნდები, მაგრამ ბოლომდე არ გამომდის...
წარსულში ვინც ვიყავი ის ადამიანი დანაკუწებულია თითქმის, იმ ცვლილებების გამო რაც ჩემი ტვინის არევის გამო მოხდა იმაზე რომ დავთანხმდი რაც არ მომწონდა...
მოკლედ ის უნდა იყო და ის უნდა აკეთო რაც მოგწონს და გიყვარს , თორემ ...

აწი ვისწავლე ჭკუა, კაციშვილს აღარ ვენდობი, ნუ ის ერთი ნდობაც რომ მოეპოვებინათ ორი წლის უკან სამი თვე თუ რამდენი ხანი მარწმუნებდა
აწი ყოველთვის ის ვიქნები ვინც ვარ, ამაზე მაგარი არაფერი არ არის, ვსუნთქაავ....
ყველაფერი როცა მაქ რაც მჭირდება და მაბედნიერებს, რატომ უნდა ვეძებო რაღაც უცხო სივრცეებში ბედნიერება აბა... დებილი ვარ/? ბედნიერი ვიყავი ჩემი ერთფეროვანი ცხოვრებით, ჩემი პატარა სამყარო მქონდა რომელიც ნეტარებას მანიჭებდა და ყველაფერი დანგრეულია ახლა

ახლიდან უნდა ავაშენო ეხლა, ბეური ფული უნდა ვიშოვო და ავაშენებ