საერთო ჯამში, მეც მევასებით. :პ
ტყუპი ვარ. :დ
absurdist
სხვადასხვა დროს თქვენ მიმართ თითქმის ყველანაირი დამოკიდებულება მქონია. უარყოფითიდან დაწყებული დადებითის ჩათვლით. :დ თქვენი ზოგიერთი თვისება ძალიან "არაჩემეულია". მაგრამ ჩემთვის დადებითებიც გაქვთ.
კიდევ, საინტერესოები ხართ. და მიმზიდველები. მიზიდავთ. უმეტესად თქვენს შინაგან შარმს ვგულისხმობ.
არ ვიცი, ასცენდენტი მორიელის ბრალია თუ რისი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს წარსულ თუ აწმყო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეგისრულებიათ/ასრულებთ.
დაუვიწყრები ხართ. შეუძლებელია, ვინმეს გარკვეული ხნით ჰქონდეს თქვენთან ახლო ურთიერთობა და მერე დაგივიწყოთ.
ასტროლოგიის მიხედვით, მორიელები და ტყუპები დიდად ვერ ეწყობიან ერთმანეთს. და სასიყვარულო ურთიერთობაში ალბათ ასეცაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პირადი გამოცდილება აქამდე ამას მოწმობდა. აშკარად სხვადასხვები ვართ რა.
მეგობრულ ურთიერთობას რაც შეეხება, აქ...

2 მყავს ასეთი განძი. ოღონდ ისინი მთლად ძალიან ტიპიური მორიელები არ არიან. განსაკუთრებით, ერთი მათგანი. მასში ბევრი "საჩემო" თვისებაა. <3
საყვარელ ძმას აღარ ჩავთვლი. ის მართლაც კარგი ძმაა.
მართალია ბავშვობა-თინეიჯერობაში 1-2 მორიელური თვისების წყალობით მაბრაზებდა ხოლმე. მაგრამ ახლა შედარებით დახვეწილი მორიელია და კარგ ძმობას მიწევს. მილიარდში ერთხელ თუ მოგვივა ხოლმე მცირე, რამდენიმეწამიანი წაკამათება. ესაც რაღაც სისულელისმ წვრილმანის გამო.
თავისი ქცევებითა და დამოკიდებულებით მან ბოლომდე დამიმტკიცა, რომ მუდამ ჩემ გვერდით იქნება და ყოველთვის შემიძლია, დახმარებისთვის მას მივმართო.
ერთხელ, მაგალითად, უუდიდესი პრობლემა მომაშორა სამუდამოდ. მართლა გადამარჩინა.
+ ყურადღებიანი და დაკვირვებულია. ადრე, ერთი პერიოდი, სულიერად ცუდად ხშირად ვიყავი ხოლმე და ის ამას ამჩნევდა (არადა მეგონა, სხვებისთვის შეუმჩნეველი იყო.) და ინტერესდებოდა ამ ცუდად ყოფნის მიზეზებით.
უბრალოდ, მე მხოლოდ ხანდახან თუ "ვეხსნებოდი" ხოლმე.
ჰოდა, ამჟამად მიყვარხართ.
absurdistპირადად შენ რაც შეგეხება, ხომ იცი, მევასები.
უბრალოდ, შენი ახირებები არ მომწონს. თავადაც მიხვდები, რას ვგულისხმობ.
ჰოდა, ისევ იმ აზრზე ვარ, როგორისაც ადრე ვიყავი.
აი, ზედა პოსტში ვინც ვახსენე, ის მორიელი იყო დაახლოებით შენნაირად. და მანაც რამდენიმე დღის წინ "დამიმტკიცა", რომ თურმე თავის დროზე მასთან დაკავშირებით არ შევმცდარვარ.