(IMG:
http://i.imgur.com/Or71o1a.png)
თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)
თხის რქა (კაპრიკორნუს) სამხრეთის ცის ხომლია, გარემოცული მერწყულის, მიკროსკოპის, მშვილდოსნის და არწივის თანავარსკვლავედებით. უკეთ ჩანს აგვისტოდან ნოემბრამდე,
სულ ორმოცდაათამდე სუსტი ვარსკვლავია, მისი ალფა ვარსკვლავი ჭოგრიტითაც ჩანს, ორმაგია.
მთავარი ვარსკვლავები მრავალკუთხედს ქმნიან და მხატვრის ფანტაზია მას გამოხატავს თხის რქის სახით, რომელსაც თევზის გრეხილი კუდი აქვს, მაგრამ ძველ ქართულ მინიატურებში ჯიხვს მოგვაგნებს.
გერმანული სახელწოდებაც და სურათიც ზოგი ატლასისა ჯიხვს მოგვაგონებს ( შტაინბოკკ, „ქვის ვაცი“ ).
ზოდიაქური ვარსკვლავთკრებული თხის რქა - ასტროლოგიური სიმბოლოა ( მფარველი - ცთომილი სატურნი ). ნიშნები :
ჯიუტობა და გონიერება, მტკიცედ სვლა მიზნისკენ, შრომისმოყვარეობა, სიამაყე გრძნობიერება.ამ ნიშნით შობილნი გვიან ქორწინდებიან. აღწერილია სხვა ნიშნებიც, რომელთაც შეიძლება ვერწმუნოთ ან არ ვერწმუნოთ, მაგრამ როგორ მოხვდა თხა ცის თავზე?
ღმერთების ძველი თაობის მამამთავარს კრონოსს, ურანოსის შვილს, უწინასწარმეტყველა, შენც შვილი დაგამხობსო. ამიტომ კრონოსი ახალშობილ შვილებს ყლაპავდა. მეუღლემ - რეამ ზევსის ნაცვლად ქვა ჩააყლაპა, თვითონ ყრმა ზევსი კი კრეტაზე გადამალა სადაც ის იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში იზრდებოდა, თხა ამალთეა კვებავდა, ნიმფები ულიდნენ, კურეტები ხმაურით იცავდნენ, რომ კრონოსს ბავშვის ტირილი არ გაეგონა.
მერე კრონოსი ზევსმა დაამხო, გადაყლაპული ღმერთები ამოანთხევინა და ოლიმპოს მბრძანებელი გახდა. თავისი კეთილისმყოფელი თხა ცის თაღზე მოათავსა, მისი რქა კი იქცა სიუხვის რქად.
მითის მიხედვით ზევსს ტიტანებთან ბრძოლაში თხაც ეხმარებოდა, ასე რომ ის სავსებით ღირსი იყო ცის თაღზე დამკვიდრების.
გაოცებას იწვევს მხოლოდ თევზის ბოლო, რაც თანავასკვლავედის სახით დახატულ თხას აქვს. ბერძნული ტრადიციით, იმ ბრძენმა თხამ ზღვია ნაპირას იპოვნა დიდი ნიჟარა, რომლის ქუხილითაც ტიტანები დააფრთხო (ისევე როგორც ღმერთებთან შებმული გიგანტები ვირის ყროყინმა შეაძრწუნა, როცა ოლიმპოზე გამოჩნდა სახედარზე მთვრალი სილენი ).
ამიტომ დაიხატა თხის და თევზის ნარევი. თუმცა პტოლემეოსის მიერ მიღებული ეს ბერძნული ვერსია რამდენამდე გაუგებარი რჩება იმის გამო, რომ თხა-თევზას ასეთივე გამოსახულება ჰქონდათ ჯერ კიდევ ბაბილონელ ვარსკვლავთმრიცხველებს, და პტოლემეოსიც ლაპარაკობს თხის წინა ფეხებზე, მაგრამ არაფერს ამბობს უკანა ფეხებზე და კუდზე.
თხის რქა რომის ლეგიონერთა სიმბოლოც იყო. იმპერატორმა ავგუსტუსმა თავის საგვარეულო ღერბზე ასეთი თხა-თევზა გამოსახა და სწამდა, რომ მისი ჰოროსკოპის ბედის თანავარსკვლავედია ეს ვაცი. რომლის ზოდიაქურ ნიშანზეც ის გაჩნდა, და რომელმაც მისი სული ცად აიყვანა. ამის გვიმოწმებს მისი კარიც პოეტიც.
(IMG:
http://cmster.com/media/TvPOBbv7FlinyLKQnu2bCCUyTRJu4uZkuQDsbTmOXSvqGemztpHOABCRaZ4sRBDU.jpg)
მოდალობა: კარდინალისტიქია: მიწამმართველი: სატურნიტემპერამენტი: მელანქოლიურისეზონი: ზამთარისიმბოლო: ვაცი, კიბე, კოშკისსაათიფერები: შავი, ყავისფერი, რუხი (ყველა მუქი ფერი)ქვები: ონიქსი, ბადახში, ძოწი, მთვარისქვა, ლაზურითილითონი: ტყვიათილისმა: შავი კატა, ეშმაკისაკვანძო სიტყვები: ამბიციური, შეუპოვარი, ჭკვიანი, დისწიპლინირებული, ბრძენი, ამაყი, პრინციპული, ჯიუტი, წინდახედულიმისწაფებების მიზანი: დამსახურებული შედეგის მიღებაცხოვრებისეული ამოცანა: წესრიგის, კანონების, უფლებების, ნორმების დაცვადევიზი: მე ვასრულებ, მე პასუხისმგებლობა გამაჩნია!ბედის, სამყაროს დასაწყისის, ფილოსოფიის, შურისძიების, დროის უმოწყალობის ნიშანია, რომელიც ინსტინქტებს უკავშირდება, ის იყენებს ზომიერებას და თავშეკავებულობას თვითშენარჩუნების შინაგანი სისტემის სახით. მთლიანობაში ის არ ზრუნავს მიმზიდველობაზე, იშვიათად საუბრობს საკუთარ თავზე და თვლის, რომ შარმის გამოყენება არ ეკადრება მის ღირსებას. ისინი არ ახდენენ თავიანთი ღირსებების დემონსტირებას, რის გამოც სუსტ შთაბეჭდილებას ახდენენ ან საერთოდ არ ახდენენ მას. უყვართ სუსტად განათებული ოთახები. ისევე როგორც სხვა ნიშნებში, არჩევენ დაბალ, საშუალო და მაღალ ტიპს, მაგრამ ყოველი მათგანი მიისწრაფვის სულიერ ან ცხოვრებისეულ მწვერვალზე ასვლისკენ. ამის მისაღწევად ყველას არ აქვს სასიცოცხლო ძალის მარაგი გამძლეობა, მოთმენა, მიუხედავად დიდი სიმტკიცისა, რომელიც თხის რქის ძირითად ნიშანს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი კლდე არის, რომელიც წინ ეღობება მძიმე სიტუაციას, ზოგი კი, ქალწულის მსგავსად, მუშა ფუტკარს წააგავს, არ იღლებიან მომენტალური გადაწყვეტილების ძებნაში ან კუროს სიჯიუტით წყვეტენ პრობლემას, სანამ არ იპოვიან სწორ და საბოლოო პასუხს, სანამ ტყვიას ოქროდ არ აქცევენ. შეუძლიათ იყონ ცივსისხლიანი ბიზნესმენები ან პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ გარიგების ნიჭი. ისინი მომთმენი, სამართლიანი, მოსიყვარულე, თუმცა მკაცრი მამები არიან, რომლებიც არ ახდენენ თავიანთი სიყვარულის დემონსტრირებას. შარმის და მიმზიდველობის უგულვებელყოფა აისახება თხის რქის ჩაცმულობაში. მამაკაცების და ქალების ძირითადი მოტივებია უბრალოება, ზომიერება, გაწონასწორებულობა, სიდინჯე. ხშირად არ მისდევენ მოდას. ბევრ მათგანს უბრალოდ სძულს ტანსაცმელზე ფულის დახარჯვა. ახალგაზრდობაში ასკეტურები, მერე უცებ ექტრავაგენტურები ხდებიან. ერთადერთი მოტივი, რომელიც აიძულებს მათ ჩაცმულობისთვის თუნდაც მცირე ყურადღების დათმობას, არის ამბიცია. ურჩევნიათ კორექტულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე გამოიწვიონ სხვების ინტერესი.(IMG:
http://i.imgur.com/0UYz7.png) - ეს სიმბოლო მაღალ მთებზე მცოცავი, შეუპოვარი ცხოველის მოღუნულ რქებს განასახიერებს, იგი ზოდიაქოთა შორის ყველაზე ამოუცნობი ნიშანია. თხის რქა ინკარნაციის სიმბოლოდაც შეიძლება ჩავთვალოთ. იგი თითქოს სულის გადაადგილებას ასახავს. ზედა ხაზი ჯერ დედამიწის სფეროს გარედან ჩაუვლის, მერე უკნიდან შემოუვლის და ისევ გარეთ გამოდის. იგი თითქოს ლენტივით გარს ეხვევა დედამიწას და არსად არ არის გაჭრილი.
გამონათქვამები1. მე სპრინტერი არ ვარ – მარათონელი ვარ.
2. ბრძოლის ველზე მარტო ვიბრძვი.
3. კანონებს არ ვარღვევ, თუმცა სხვები აშავებენ და მე ვისჯები.
4. ჩემი ქონება – ეს სარკეა, სადაც ჩემი წარმატებები ჩანს.
5. ცხოვრება ეს მგზავრობაა, სადაც ყოველი გაჩერება ზუსტად არის დაგეგმარებული.
6. კარგია როდესაც შორეულ ქვეყნებზე მსჯელობ... საკუთარ სახლში მჯდომარე.
7. ნამდვილი თხის რქა კონიაკს ჰგავს – მისგან მხარდაჭერას გრძნობ.
8. წლების მატებსთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები.
9. ნამდვილად ღირს მთელი ცხოვრება ზემოთ ისწრაფოდე, რათა იქიდან ერთხელ მაინც გადმოიხედო.
10. მე ნელა მივდივარ მიზნისკენ და ამიტომ, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ.პროფესიები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ახალგაზრდობაში ორ ტიპად იყოფიან: ერთნი ადრე ხვდებიან თუ რა უნდათ ცხოვრებაში და 3-5 წლის ასაკში უკვე აღარ არიან ბავშვები, მეორენი კი _ ვერ წყვეტენ, თუ როდის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რაც შეიძლება დიდი ხნით ცდილობენ მის გადადებას. სწავლობს და იზრდება ძალიან ნელა და მშობლებზე დამოკიდებული რჩება 30-40 წლამდე, როდესაც უკვე პარაზიტულად უუნაროა რაიმე ძალისხმევისთვის. თხის რქის უმრავლესობა მიეკუთვნება პირველ ტიპს, მათ არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, ხშირად დიდ დროს ანდომებენ მის დაწყებას. შესაძლებელია არ გამოირჩეოდნენ თავიანთი იდეების და იმპროვიზაციების სიუხვით, მომთმენნი და პუნქტუალურები არიან, შეუძლიათ იმუშაონ ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე, არ აწუხებთ არც შიმშილი, არც წყურვილი, არც ერთფეროვნება. უფრო კარგად მუშაობენ მარტო. მათ სჭირდებათ პირადი კაბინეტი ხმაურისაგან, ადამიანებისგან და კონტაქტებისგან თავის დასაცავად . ან მუშაობენ სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ. სუსტად აქვთ განვითარებული კოლექტივიზმის გრძნობა, ურჩევნიათ სამუშაო პროცესის ყველა ეტაპი დამოუკიდებლად შეასრულონ იმ არქიტექტორის მსგავსად, რომელიც მარტო იშენებს თავის ტაძარს. კორექტულები არიან და დისტანციას იცავენ ქვეშევრდომებთან, იციან როგორ ჩააბან ისინი მუშაობის პროცესში. ხშირად პატივისცემას შთააგონებენ მათ, იშვიათად ერთგულებას. თავადაც პატივისცემით ეპყრობიან უფროსობას, მაგრამ დისტანციას იცავენ, იშვიათად იცვლიან სამსახურს, ხშირად შეუცვლელი თანამშრომლები არიან. თხის რქა კარგი მწყემსი, ფერმერი, ჭის მთხრელი, გზების და სახლების მშენებელი, კონსტრუქტორი, მესაათე, იურისტი, გეოგრაფი, აგრონომი, არქიტექტორი, ფარმაცევტი, ინჟინერი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ადმინისტრატორი, პოლიტიკოსი არის.
სიყვარული» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წითელი ღვინის მსგავსად, ასაკის მატებასთან ერთად უკეთესები ხდებიან, როცა დასძლევენ შინაგან შებოჭილობას. თავიდან ისინი უცხონი არიან ადამიანებისთვის, ინსტინქტებთან შორეული კავშირის გამო. ისინი გატაცების წინააღმდეგი არიან, დაკარგვის და ტანჯვის შიშის გამო. მათ სიამოვნების მინიმუმი აკმაყოფილებს ტკივილის მინიმუმის გამო, მაგრამ ყინულოვანი გულგრილობის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ყველაზე აღტყინებული ვნებები, რომლებსაც ისინი მალავენ, რათა არ დაემორჩილონ მათ. როგორც შედეგი _ სხვადასხვა ფორმის მოშლილობები.
ზოგიერთნი ცდილობენ შინაგანი სიცარიელის შევსებას ძალაუფლების წყურვილით და კოლექციონირებით. ზოგიერთნი კი დუმილს არჩევენ ან ნერვულ ახირებას და ხდება ისე, რომ ფიზიკურად ავადდებიან ეგოიზმისა და სიძუნწის უდაბნოში. ზოგიერთნი ეგუებიან რა ასეთ ბედს, უბედურად ცხოვრობენ მარტოობაში, თითქოსდა გულგრილობა წარმოადგენდეს ბუნებრივ ადამიანურ მდგომარეობას ან თვალთმაქცობენ, რომ ბედს შეეგუვნენ და თავიანთ მარტოობას თავიანთი სულიერი ღირსებების დასტურად აცხადებენ, მათი ყალბი სიკეთის ქვეშ იმალება დოგმატიზმი. ბევრ მათგანს შეუძლია ეულად ცხოვრება სიყვარულის გარეშე თითქმის 40-50 წლამდე, შემდეგ კი ისინი იხსნებიან, ემორჩილებიან ყველაფერს, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ და რასაც უარყოფდნენ და მთლიანად უძღვნიან საკუთარ თავს ყოველივე ამას.
ბევრი მამააცი – ქალთმოძულე არის და ბებერი მარტოხელა ხდება, თუ უყურებენ კიდეც ქალს, ეძებენ მასში პატიოსნებას, საიმედოობას, სრულყოფას, ჩვეულებრივ, ეს კოლეგების წრეში ხდება. ხშირად უპირატესობას მათზე უფროს ფულიან ქალს ანიჭებენ, არა ჭირვეულს, რომელიც უწრუნველყოფს წესრიგს და ცოტას დახარჯავს. არ უყვართ სკანდალები, განქორწინებები, ცოლი ვერასოდეს ვერ გაიგებს მათი გულის ტოლის შესახებ. მეორეს მხრივ, ხანდაზმულ ასაკში მასზე უკეთესი კომპანიონი არ არსებობს ქალისთვის. ქალი-თხის რქა ზოგჯერ ძალიან გულქვა არის, მას სძულს დიასახლისის როლი, ურჩევნია კარიერის კეთება და დამოუკიდებლობის მოპოვება, ვიდრე მაცდური რომანით გატაცება. ხშირად ისინი პარტნიორის მკლავებშიც ცივები რჩებიან, ქორწინდებიან ფინანსური და სოციალური მიზეზების გამო, ზოგ მათგანს აქვს `კონკიას~ კომპლექსი. მათ უნდათ, რომ ისინი უყვარდეთ, რადგან საკუთარ თავს საკმარისად მიმზიდველად თვლიან. ზოგიერთნი მშვიდი და მიმზიდველი ცოლები არიან, თუ მიჯნურ თხის რქას არ უმართლებს, მას შეუძლია ამასთან შეგუება, მის შინაგან იარაღს შორეული ინსტინქტები წარმოადგენს. თხის რქა სხვა ნიშნებზე ნაკლებად იტანჯება.
სექსი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქალი
არ სჭირდება ბევრი დრო პლერუდიისთვის, გადადით პირდაპირ მთავარ მომენტზე. ის არ არის დაინტერესებული ეგზოტიკური ვარიაციებით, მხოლოდ ძალაუფლების მოყვარულია. სექსში დომინირება უყვარს და მოსწონს მამაკაცზე ზემოდან მოქცევა. მთავარია აყვეთ მის რიტმს და სექსი ორგაზმის მიღების ველურ შეჯიბრში გადაიზრდება. საკმარისი მოთმინება და უნარი აქვს დაჟინებით მიიღოს ის, რაც სურს. ქალი თხის რქები მუცელსა და ხელებზე კოცნაზე გიჟდებიან. ორივე სქესის ნიშანს უყვარს ზურგის მასაჟი.
კაცი
სექსი ყველაზე საუკეთესოა, რაც შეუძლია შემოგთავაზოთ. ის დამაინტრიგებელი და სენსაციურია. მისი რჩეული ყოველთვის მზად უნდა იყოს მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად. თხის რქა სექსში დაუღალავი და გამძლეა. უყვარს მასაჟი, რომელიც ქვემოდან იწყება და ხერხემალთან მთავრდება ასევე, მამაკაც თხის რქებს უყვართ, როდესაც ქალის მკერდი ეხებათ. ეს ნიშანი ვნებათაღელვისათვის არის დაბადებული. სექსში ტკბობის ისეთ მწვერვალს აღწევს, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის მისაწვდომი.
(IMG:
http://www.tattoostime.com/images/372/awesome-capricorn-tattoo-design.jpg)
თხის რქის სინონიმია - მიზანმიმართული ადამიანი.იგი მუდამ ისახავს მიზანს რომლისკენაც მთელი თავისი შესაძლო საშუალებებით მიდის.
ზოგიერთი ამ გზაზე ზედმიწევნით ყველაფერს აცამტვერებს. მტკიცედ - არ ნიშნავს სწორხაზოვნად, ისინი შეიძლება იყვნენ ფარულები და ცბიერები, განახორციელებენ ყველაფერს ნატიფად და დელიკატურად. ძალიან რთულია მათი ხელზე გამოჭერა.
ეს ნიშანი პოულობს გამოხატულებას მთამსვლელის სახით. თხის რქა არის - მთის თხა. მასზე მაღლა ვერ აღწევს ვერც ერთი ცოცხალი არსება.
თავის უმაღლეს აზრში ეს ნიშანი ხორცს ასხამს იდეალს, რომელიც გახდა რეალობა. იდეალში თხის რქები სამყაროს გადამრჩენები არიან, ხალხი რომელთაც მოაქვთ არა მხოლოდ იდეა, არამედ იძლევიან პრაქტიკულ საშუალებას, რეალურ სქემებს მის განსახორციელებლად.
თხის რქა არის ამბიციური, სერიოზული და თავისი საქმისადმი ერთგული. უყვარს დისციპლინა, პასუხისმგებლობიანია და პრაქტიკული.
ფლობს უნიკალურ თვისებას ნათლად ხედავდეს მართებულ მიზანს და მიმართულებას. იმ მომენტიდან როცა იწყებს ვინმეს ნდობას , ხდება ერთგული და თავდადებული მეგობარი.
საერთოდ თხის რქა არის დიდი პატიოსნების ნიშანი, ორონდ იქამდის სანამ საქმე არ შეეხება მის კარიერას ან დასახული მიზნის მიღწევას, აქ იგი უკვე წყვეტს საშუალებებში გარკვევას.
მას აქვს დიდებული შესაძლებლობა მოახდინოს ძალის და ნების კონცენტრაცია. დიდი ამტანობა, მოთმენა, მოფიქრებულობა, უნარი აწონ დაწონოს ყველაფერი და მიიღოს მართებული გადაწყვეტილება.სრული დახასიათება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
აქ ჩვენ გვაქვს მიწის სტიქია ტრანსფორმაციის მესამე ზონაში, საკუთარი გამოვლინების უფრო ფაქიზ, იდეალურ დონეზე. ძირითადი მმართველია სატურნი. თხის რქის ძველი სიმბოლო _ ეს თხაა, რომელიც მიწიდან ამოდის და ფრთებიც კი აქვს. ეს ცხოველი, რომელიც საკუთარ სტიქიასთან, მიწასთან მჭიდრო კავშირშია და ასევე საკუთარ სტიქიას აკავშირებს მომდევნო, ჰაერის სტიქიასთან. ასეთი ორმაგი თვისებები აქვს იმათაც, ვისი მზეც იმყოფება მშვილდოსნის ნიშანში (რადგანაც, თხის რქის ნიშანი, მშვილდოსნის ნიშნის შემდეგია, და, შესაბამისად, ცეცხლის ტიქია დაკავშირებულია მიწასთან ტრანსფორმაციის ზონაში).
ადამიანი, რომლის მზეც თხის რქის ნიშანშია, როგორც წესი, ხისტი ანალიტიკოსი, ძალიან დაჟინებული და მიმართულია. მიზანმიმართულობა _ ეს ყველაზე ღრმა, ყველაზე არსობრივი თვისებაა თხის რქებისთვის. ის საკუთარი თავის წინაშე აყენებს მიზანს, რომლისკენაც მიდის, იყენებს რა საკუთარ ბრწყინვალე ტაქტიკურ უნარებს, იყენებს საკუთარ მოხერხებულობას, ცუდ შემთხვევაში _ კონმფორმიზმსა და ცბიერებას.
დაბალი განვითარების შემთხვევაში, საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუძლია ყველაფრის გაწმენდვა, მოქმედებს რა საკმაოდ ხისტად, ზუსტად და განსაზღვრულად.
ცუდ შემთხვევაში, ის ძალიან ცბიერი ადამიანია, ამასთანვე, ძალიან რთულია მისი მოხელთება, რადგანაც მოქმედებს ძალიან ფაქიზად და დელიკატურად. საკუთარი ჩანაფიქრებისა და მიზნების გამო თვალთმაქცობის, მოჩვენებითობის მეშვეობით ცხოვრებაში შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება. ასეთი თხის რქებს შორის იყო პოლ პოტა (მეოცე საუკუნის კომუნისტი კამბოჯელი დიქტატორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნების დაბადების თარიღი განსხვავებულია, ზოგან მითითებულია 19 მაისი 1925 წელი, მისი ბიოგრაფია საკმაოდ იდუმალია, რადგანაც თავადვე ცდილობდა საკუთარი ბიოგრაფიის დაფარვას გარკვეული მიზეზების გამო, ხოლო პ. გლობას იგი თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულად ჰყავს მოხსენიებული, ამიტომ, ჩვენ ვეყრდნობით ასტროლოგ პ. გლობას მონაცემებს), რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყნის რამდენიმე მილიონი ადამიანი, ასევე თხის რქა იყო მაო ძე დუნი (26 დეკემბერი 1893 წელი).
თხის რქებს შორი მრავალი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს მიზნის შინაგანი გრძნობით, რომელთა ცხოვრების მიზანიც ზუსტადაც სხვებამდე ამ მიზნის შეგრძნების მიტანა ხდება. ამიტომ მაღალი განვითარების დონის თხის რქებს შორის ვპოულობთ მქადაგებლებს, მოძღვრებს, წინასწარმეტყველებს, მისიონერებს, მაგრამ, მშვიდოსნებისგან განსხვავებით, აქ უფრო პრაქტიკული მიმართულებაა. მას შეუძლია არამარტო მაღალი იდეის მიცემა, არამედ მისი მიღწევის საშუალებების, პრაქტიკული საშუალებების, რეალური სქემებისა და შესაძლებლობების ჩვენება. მისი განვითარების მაღალი დონე დაკავშირებულია შინაგანი, მაღალი მიზნის შეგრძნებასთან. ხანდახან ეს შეგრძნება დასულია მისტიციზმამდეც კი, ურყევ სურვილამდე მიიტანოს საკუთარი მაღალი მიზანი ერებამდე, ხალხებამდე. იდეალში _ ეს სამყაროს და კაცობრიობის გადამრჩენელები არიან _ ზარატუსტრა, იესო ქრისტე. ისტორიაში ვპოულობთ სხვა თხის რქებსაც: ჟანა დ’ არკი (6 იავარი), ფილოსოფოსი ალბერტ შვეიცარი (14 იავნარი), ნოსტრადამუსი (14 დეკემბერი). თხის რქებს შორის ასევე იყვნენ გურჯიევი (14 იანვარი), თავისი სისტემით “ადამიანი-მანქანა”, ჟოზეფ სმიტი (11 იანვარი), მორმონების რელიგიის დამფუძნებელი.
თხის რქებს შორის ასევე ვხდებით მრავალ პესიმისტსაც, ადამიანებს უკიდურესად დაფარულებს, რომლებიც არავის უშვებენ ახლოს. მრავალი მათგანი ასკეტია, სქიმოსანია (სქიმონაზონი) (სქიმა ბერძნულად – σχημα _ სახება, შინაგანი მხარე, უმაღლესი საფეხური მართმადიდებლური ქრისტიანობის ბერ-მონაზვნობისა, ის სამყაროსგან გარიყვის, მატერიალურ სამყაროზე უარი თქმის უფრო ღრმა საფეხურია), ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავების ყველაფერში შეზღუდონ.
თუ ვისაუბრებთ თხის რქის განვითარების დინამიკაზე, ეს უშუალოდ საკუთარი მიზნისკენ მისწრაფებაა და მისი მიღწევისთვის ლავირების უნარია. ის ხან მთაზე მიბობღავს, ხან კი, როგორც ჩიტი, ისე გადაფრინდება ქარაფიდან ქარაფზე, რაც სხვებისთვის მიუღწეველია, მაგრამ ეს გამოვლინება ხდება უმაღლესი სულიერი განვითარების დონეზე.
გარეგან დონეზე მიწა ვლინდება როგორც მიზნისკენ მისწრაფება. მისი პრობლემები _ ეს შინაგანი სამყაროსა და ემოციონალური ცხოვრების (მთვარის განდევნის გამო) წამახვილებული პრობლემებია. ის ხშირად იქნება ჩაკეტილი და ადამიანებისგან გარიყული (ასოციალურიც კი), მაგრამ ეს ჩაკეტილობა მოდის მისი ტრავმებიდან, შინაგანად ძალიან ტრავმირებულია, ხოლო გარეგნულად ჩაკეტილობა წარმოადგენს მის დაცვას, ფარს. მისთვის არსებობს საკუთარი შინაგანი ენერგიის გამოყენების და მისი კონსტრუქციულ არხში მიმართვის პრობლემა. შესაძლებელია, მისი ყველაზე ღრმა და რთული პრობლემა იყოს შინაგანი სულიერი ორიენტაცია, რადგანაც ის _ პრაქტიკულად ხელმღვანელია და უნდა ჰქონდეს მაღალი იდეა და ცხოვრებაში ამ იდეით იხელმძღვანელოს, იდეის დახმარებით გამოხატოს პრაქტიკული, მწყობრი სისტემა და იგი მისცეს ადამიანებს.
თხის რქის ქვეყანა _ ჩინეთი. აქ არის თხის რქის ისეთი შტრიხები როგორიცაა: სიზუსტე, გეგმაზომიერება, სტაბილურობა, მიზანმიმართულება, რაც არ უნდა მოხდეს კონსერვატიზმისკენ, ტრადიციებისკენ, სიმყარისკენ, მიზნისკენ სწრაფვა. ცუდ შემთხვევაში აქ ვპოულობთ ეშმაკობის და მორგების უნარს.
მისი კარმული ამოცანაა, სხვებს მაღალი სულიერი მიზნის მისაღწევად მისცეს პრაქტიკული სისტემა.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)
თხის რქა. მმართველი სატურნი. დაჟინებული, უდრეკი თხის რქა
ადამიანი თხის რქა
ტრანსფორმაციის ზონაში მიწის სტიქია იძენს რამდენადმე იდეალურ ჟღერადობას: თხის რქისთვის ფორმას აქვს, პირველ რიგში, ადამიანების (ანდა სხვა ობიექტების) ორგანიზების ფორმის აზრი; მხოლოდ ერთია, მისი ხედვის კუთხე (ჰაეროვანი სასწორებისგან განსხვავებით) მუდამ კონკრეტულ-პრაქტიკულია: თხის რქას აინტერესებს არა თავად ორგანიზაცია, არამედ კონკრეტული ის საქმე, ფუნქცია, რომელსაც თავად ასრულებს. თხის რქის, როგორც მიწის ნიშნის, ცხოვრების აზრი, რა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას განსაზღვრული ფორმები, მაგრამ ის ამ ფორმებს ისე არ წარმოიდგენს, როგორც კურო ანდა ქალწული, არამედ უფრო ფაქიზად. თხის რქისთვის (აქ აისახება ჰაერის სტიქიის გავლენაც) მნიშვნელოვანია არამარტო თავისთავად ფორმები, არამედ მენტალური იდეაც, რომელიც ამ ფორმების უკან დგას. ტიპიური თხის რქა _ ეს, მაგალითად, ქარხნის დირექტორია, რომლისთვისაც ცხოვრების აზრი მდგომარეობს საკუთარი საწარმოს სრულყოფასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. მოცემული თხის რქა საკუთარ ქარხანას განიხილავს როგორც რთულ ფორმას, რომლის მიღმაც დგას მისი განსაზღვრული მაორგანიზებელი იდეა, ხოლო საბოლოო აზრი იმაშია, რომ გამოიმუშაოს მატერიალური პროდუქცია. საკუთარ ამოცანას თხის რქა ხედავს მენტალური იდეის უფრო ზუსტ ღრმა წვდომამდე (რომელსაც ის აღიქვამს პირადად, როგორც თავის საკუთარს) და ცხოვრებაში მის მაქსიმალურად, ეფექტურად გადატანაში. ჰაერის სტიქიის გავლენა ასევე იმაში შეინიშნება, რომ მიზნის მიღწევისას მთავარია ყველა სახის შეუპოვრობა, საკმაოდ პლასტიურია და მუდამ მზადაა მცირე ხნით გადაუხვიოს გვერდზე, ასე ვთქვათ, შორიდან მოუაროს.
თხის რქის კარმული ამოცანა, რაღაც აზრით, ყველაზე მძიმეა ადამიანისთვის. საერთოდ, ადამიანის, როგორც განსხეულებული არსების, მთვარი ამოცანაა _ მყარი ფორმების ქმნილების წარმოდგენა, მაგრამ მიწის სამი ნიშნიდან თხის რქას ერგება ყველაზე ფაქიზი ამოცანა: ფორმების ქმნადობა მატერიალურ და ფაქიზ სამყაროთა პირზე. საქმე იმაშია, რომ საკმაოდ რთულ, მყარ ფორმას ერთი ადამიანი წამსვე და უცბად ვერ შექმნის: ამისთვის საჭიროა მთელი კოლექტივების ორგანიზება (ანდა საკუთარი თავისთვის ხანგრძლივი დროის მიცემა). ასეთი კოლექტივის შექმნა აქ შუალედური ეტაპია ფაქიზ სამყაროში რთული ობიექტის მატერიალიზაციის ამოცანის გადაწყვეტისას; ამ ეტაპს თხის რქა საკუთარ თავზე იღებს.
საშუალო განვითარების თხის რქა, რა თქმა უნდა, არაა ვალდებული საკუთარ ცხოვრებისეულ პროგრამას ზუსტად ასე აყალიბებდეს; მაგრამ მასში საკუთარ საქმეზე პასუხიმსგებლობის ძლიერი გრძნობაა, რომელსაც სრულიად პრაქტიკულად აღიქვამს, ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტების (წყალი) და ალის (ცეცხლი) გარეშე. თხის რქა არამხოლოდ კოლექტივების ორგანიზებას ახდენს; ის ნებისმიერ საქმიანობას უკეთებს ორგანიზებას და _ საბოლოო შედეგად მთელ თავის ცხოვრებასაც კი, ყურადღებიან დამკვირვებელს ძალიან ზუსტ წარმოდგენას უქმნის ფაქიზ სამყაროში შესაბამის სტრუტურებზე, რომელშიც ის, ცნობიერად ანდა (უფრო ხშირად) ქვეცნობიერად, მაგრამ არაჩველებრივი დაჟინებულობით ახდენს მყარი ფორმების და გარეგანი მოვლენების მატერიალიზებას.
თხის რქა, შეიძლება, ყველაზე გამოყოფილი და დაჩაგრული ნიშანია ზოდიაქოს ყველა ნიშნებიდან. ის მოკლებულია ენერგიის უშუალო წყაროს (ცეცხლს) და ღრმა ემოციებს (წყალი), ის ჭეშმარიტ ემოციონალურობას და უშუალო ენერგიას მენტალური მოდელებით ცვლის; არის რა ორგანიზატორი და მრავალ რამეში მატერიალური ფორმების ირიბი შემოქმედი, ის იმ მდგომარეობაშია, რომ ისინი (ფორმები) ადეკვატურად შეაფასოს; ბოლოს და ბოლოს, ფაქიზი სამყაროს ჩანაფიქრების განხორციელებისას, წყლის ნიშნებისგან განსხვავებით, მას არ აქვს უშუალო დაშვება და, ნაწილობრივ, კატეგორიულად არ სჯერა არაფერი არამეტერიალურისა, თუმცაღა, ფაქტიურად, მუდმივად მასთან მუშაობს. უფრო მეტად, მიუხედავად საკუთარი ცხოვრებისეული პროგრამების გადაჭარბებული მკაფიოობისა (სხვა ნიშნებთან შედარებით), თხის რქა დიდი ხნის მანძილზე ვერ საერთოდ გრძნობს, ხოლო შემდეგ სუსტად შეგრძნებას იწყებს და მაშინაც მხოლოდ ინტუიციურად, რამდენადაც მუდამ გარეგნულზე, პრაქტიკულ გეგმაზე ახდენს ორიენტირებას, ხოლო კარმულ პროგრამებზე არ ხდება შემდეგი ტიპის ჩანაწერი _ “ცხოვრების მაძილზე დაამზადოს ჩუგუნის მილები _ 3 მილიონი ცალი”. თხის რქის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ რეალური მიღწევები ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა აღიქვას როგორც ფაქიზ სამყაროში ჭეშმარიტი სამუშაოების სიმბოლოები, ხოლო ამ სიმბოლოების კითხვის უნარი უცბად არ მოდის და ითხოვს ცალკეულ ძალისხმევებს.
ამიტომ, თხის რქა სერიოზულია და ნაწილობრივ რამდენადმე მოსაწყენიც კი, ის ჰგავს ადამიანს, რომელიც ემზადება მთაზე ხანგრძლივი და მძიმე ასვლისთვის; მოკლედ, უშუალოდ გადასვლებისას ის რამდენადმე ცოცხლდება. გადაწყვეტილებების მიღებისას საკმაოდ თამამია (კარდინალური ჯვარი), თხის რქა არაა მიდრეკილი, დეტალური გააზრებისა და იმ პროგრამასთან შეთანხმების გარეშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ახორციელებს, განახორციელოს მკევთრი ქმედებები; სამაგიეროდ, მისი იშვიათი, მაგრამ დეტალურად მომზადებული, მოულოდნელი (გარშემომყოფებისთვის) ენერგიული და გადამწყვეტი ზომები ხშირად ძალიან ეფექტიურია, თუმცაღა ყოველთვისაც არაა ეფექტური _ თხის რქას არ უყვარს ეფექტები. ემოციებსა და გადაჭარბებულ ენთუზიაზმს ეჭვნეულად და სკეპტიკურად ეკიდება, თვლის მათ ან თავაშვებულობად, ანდა თვალთმაქცობად და, ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითადი პროგრამის ორგანიზაციისა და მატერიალიზაციის უდრეკად განხორციელების დაბრკოლებად.
განვითარებული თხის რქა მატერიალური ობიექტებისა და გარეგანი სიუჟეტების მიღმა ხედავს მათ აზრს ფაქიზ სამყაროში და შეუძლია საქმეს ისე გაუკეთოს ორგანიზება, რომ ყველა მონაწილეს დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოსდა ისინი დაკავებულნი არიან გააზრებით, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერსო საქმიანობით და თუმცა თავად მათი რეალობის გააზრება-მოფიქრებულობა განსხვავებულია (დამოკიდებულია ევოლუციური დონეზე), ხოლო მათ მიერ დანახული მიზნები არაა შეთანხმებული, ერთობლივი საქმიანობისას თითოეული მათგანი სულიერად იზრდება და ერთად ზრდიან კოსმოსის წესრიგსა და ჰარმონიას.
წინა თემა : ♑ თხის რქაThis post has been edited by Onyx′ on 24 Jul 2014, 03:11
მიმაგრებული სურათი