ზოდიაქოს წარმოშობის ისტორია და რისი წელი იქნება 2015 წელი? აღმოსავლური კალენდარი უკვე არსებობს 47საუკუნეზე მეტია, მას უმეტესად აზიაში იყენებენ, მაგრამ ევროპელებიც დიდ ინტერესს იჩენენ. ამიტომაც, უკვე ძალიან ბევრს გაუჩნდა კითხვა - რისი წელია 2015 წელი ჰოროსკოპით?
უამრავი ჰიპოთეზა არსებობს ამ კალენდარის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე ლამაზი ლეგენდა ბუდასთანაა დაკავშირებული. ბუდამ, სანამ იმ ქვეყნად წავიდოდა, შეკრიბა ცხოველები, მაგრამ მოვიდა მხოლოდ 12. ერთგულებისთვის მადლიერების ნიშნად, მოძღვარმა, ამ ცხოველებიდან თითოეული დააჯილდოვა მთვარის თითო წლით, იმ თანმიმდევრობით, რომლითაც მოვიდნენ. პირველი იყო ვირთხა, მერე ხარი და მათ მოყვნენ: ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ტახი. უკვე ათასწლეულებია არ იცვლება ეს თანმიმდევრობა, რომელიც ბუდამ დაადგინა.
ძველი და ლამაზი ლეგენდა დღესაც ძალიან მიმზიდველია საზოგადოებისთვის. ხალხს სჯერა, რომ ცხოველები - განასახიერებენ კოსმიურ ძალა, რომელიც გავლენას ახდენს ბედისწერაზე და აყალიბებს ამა თუ იმ წელს დაბადებული ადამიანების ხასიათზე. ცხოველების გარდა, აღმოსავლურ ჰოროსკოპს აქვს კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია 5 სტიქიასთან: ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი და წყალი. გარდა ამისა, ყოველ წელს აქვს თავისი ფერი: პირველი ორი წლის ცისფერია, მერე - ორი წითელი და ასე შემდეგ.
2015 წელი - მერვე წელია 12 წლიანი ჩინური ციკლის მიხედვით. აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, წელი იწყება 19 თებერვლიდან 2015 წლის და მთავრდება 2016 წლის 7თებერვალს. ეს იქნება თხის წელი, რომელიც განასახიერებს ქალურ საწყისს. თხა - ფრთხილი და მშიშარა ცხოველია, მაგრამ უყვარს შეუპოვრობა და მიზანმიმართულობა. ქარაფშუტა და არამყარ თხას, აქვს მსუბუქი ხასიათი... ჩვენი ცხოვრებაც ამ წელს, სწორედ ასეთი იქნება.
სტიქია - ხე. ეს სიბოლოა გაზაფხულისა და დილი. ელენატურობა და სიბრძნე მისი დამახასიათებელია. ამავე დროს, ეს ელემენტი ითვლება ყველაზე ძლიერ, გადამწყვეტ და მოუდრეკელ ნიშნად. ხე პასუხისმგებელია ხელოვნებასა და წარმოსახვაზე. ეს ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია სტიქიებიდან. ხე - ცხოვრების, გონებისა და ცოდნის წყაროა. ამიტომაც, ეს წელი კარგი იქნება დაოჯახებისთვისა და ბავშვების გაჩენისთვის.
წლის ფერი იქნება ცისფერი(მწვანეც). ამრიგად, ჩვენ გველის ცისფერი ხის თხის წელი. ასტროლოგები გვპირდებიან, რომ ეს იქნება ყველაზე მშვიდი, გულუხვი და უსაფრთხო. სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც უნდა მუშაობა და გამომუშავება. ვინც ოცნებობს შვილის ყოლაზე, მიიღეებს მას.
2014 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის .
თხის რქაშეიძლება ითქვას, რომ 2014 წელი თქვენთვის ძირეული ცვლილებების წელი იქნება. ამიტომ წლის პირველი კვარტალშივე უნდა მოახდინოთ საკუთარი უნარების და ტალანტის დემონსტრირება და თქვენი მიზნების შესახებ ხმამაღლა უნდა განაცხადოთ. მოკრძალებული სურვილები და პასიურობა ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოგიტანთ. დაისახეთ ამბიციური მიზნები, გვერდზე გადადეთ არაფრისმომტანი თეორიები და პრაქტიკულ მოქმედებებზე გადადით. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვებას _ ამ წელს თქვენი წარმატება წარუმატებლობების აგურებით აშენდება. ამიტომ სჯობს იმოქმედოთ და თუნდაც შეცდომები დაუშვათ, ვიდრე შეცდომების შიშის არ იმოქმედოთ. გაზაფხულის დასაწყისშივე ბევრი პერსპექტივა უფრო ნათელი გახდება, ამიტომ, თქვენი მხრიდან უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო. ეს პირველ რიგში ეხება სამსახურს, სადაც შესაძლოა დაწინაურების შანსიც კი გაგიჩნდეთ. თუ ოჯახი აქამდე არ შეგიქმნიათ, გაზაფხულის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ის ადამიანი, რომლის მიმართ სიმპათიები გაგიჩნდებათ. ზაფხულში მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებს აღწევთ, ლოდინის რეჟიმში ცხოვრება არ იქნება გამართლებული. მიუხედავად სიძნელეებისა, შეეცადეთ წინ იაროთ. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოიმატებს ტრავმების ალბათობაც, ამიტომ მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს (განსაკუთრებით თუ სპორტში ან ძალოვან სამსახურში საქმიანობთ). შემოდგომის პირველი ნახევარი ბევრი რთული სიტუაცია, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაღელვებდათ, მოწესრიგებას დაიწყებს. შეძლებთ საცხოვრებელი თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. კიდევ უფრო პოზიტიური იქნება შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარი. სწორედ ამ დროს შეძლებთ ფინანსური კრიზისების აღმოფხვრას. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც სწავლასთან, ხელოვნებასთან და ასევე პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. პრაგმატული მოქმედებების შემთხვევაში თქვენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას იოლად შეძლებთ.
2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – რა გველის ლურჯი თხის წელიწადში .2015 წელი ჩინური ლურჯი (მწვანე) თხის წელია და თუ ჩინური ტრადიციით თხა არაპრაქტიკულ არსებად მიიჩნევა, დამდეგ წელიწადში მას შეცვლა მოუწევს! პირველ ადგილზე ამ წელს სწორედ პრაქტიკულობა და პრაგმატიზმი იგება, ყველაფერი დანარჩენი კი – მაღალი მატერიები, რომანტიკა, მეოცნებეობა და იდეალიზმი მეორე, ხანდახან კი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
ვარსკვლავები გირჩევენ, 2015 წელს ნაკლებლად იფრინოთ ღრუბლებში. დაისახეთ რეალური მიზნები, ნურავის დახმარების იმედი გექნებათ და ასეთი მიდგომის არჩევისას პლანეტები თქვენთვის ენერგიულობას, ჟინს, მიზანმიმართულობასა და წარმატების მიღწევისთვის საჭირო ძალებს არ დაიშურებენ. მას, ვინც მხოლოდ სხვების დახმარების იმედზეა, იმედგაცრუება ელოდება. სამწუხაროდ, 2015 წელს ალტრუიზმი პოპულარობით არ ისარგებლებს.
სამაგიეროდ, საქმეები, სადაც ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ. უფრო მეტიც, ვარსკვლავები გააძლიერებენ თქვენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ლოგიკა, გულმოდგინება, კონცენტრირების უნარი. კარგი დროა სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, მომავლის დაგეგმვისა და უკვე „დამტკიცებული“ გეგმების რეალიზებისთვის.
საზოგადოებრივი პროცესებისადმი ინტერესი 2015 წელს ნელნელა მინავლდება – მაღალფარდოვანი ლოზუნგები და აბსტრაქტული იდეები ხალხისთვის გაცილებით ნაკლებ საინტერესო იქნება, ვიდრე წინა წლებში. პირველ ადგილზე საკუთარი საქმეები, ინტერესები და გეგმები გადმოინაცვლებს. თუ თქვენ საზოგადო მოღვაწე ხართ, მოემზადეთ, რომ 2015 წელს თქვენი აქტივობის პასუხად ხშირად გარშემომყოფთა გულგრულობას მიიღებთ. თუ ვინმეს მხარდაჭერის მოპოვება გინდათ, გაეცით პასუხი პრაგმატულ კითხვებს: რა სარგებელი ექნებათ ამა თუ იმ ინიციატივიდან და თქვენთან თანამშრომლობისგან თქვენს მომხრეებს, მეგობრებსა თუ პარტნიორებს.
2015 წლის ჰოროსკოპის ყველაზე გამორჩეული შტრიხი – ბუტიაობა და მგრძნობიარობა იქნება. სიტყვებმა თუ ქცევამ, რასაც ადამიანი სხვა დროს ყურადღებასაც არ მიაქცევდა, ამ პერიოდში შეიძლება მტკივნეული დარტყმა მიაყენოს მას. უფრო მეტიც, ვარსკვლავები ადამიანებს თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობების დამალვისკენ უბიძგებენ, ამიტომაც შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, ისე გადაიმტეროთ ვინმე. ამიტომაც დამდეგ წელიწადში ერიდეთ საჩოთირო თემებს, ფრთხილად იყავით კრიტიკასთან და ნურც იუმორის გრძნობის არსებობას მიიჩნევთ კონფლიქტურ სიტუაციებში საიმედო ფარად.
ამ წელიწადში ბევრმა შეიძლება თავი იგრძნოს ნაწყენ ობლად, რომლისთვისაც ცხოვრებამ მხოლოდ ცუდი მხრიდან მოიცალა. ხშირად გაგიჩნდებათ საკუთარი თავის შეცოდებისა და თქვენს პრობლემებში გარშემომყოფთა დადანაშაულების სურვილი. ნუ დაემორჩილებით ამ სურვილს, თორემ მთელი თქვენი ენერგია ფუჭ ჭმუნვას მოხმარდება. აჯობებს გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგი წინაა და თუ გინდათ წარმატება 2015 წელშივე გესტუმროთ, გამოიყენეთ უმცირესი შანსებიც კი, რასაც ვარსკვლავები აუცილებლად არ დაგამადლიან.
წარმატების ოქროს გასაღები 2015 წელს იქნება ისეთი უბრალო და უშუალო უნარები, როგორიცაა მეგობრულობა, მოთმინება, სანდომიანობა და ელემენტარული ზრდილობა. თანაგრძნობის მოპოვებისა თუ თქვენი უფლებების უაპელაციოდ მტკიცებისთვის გარშემომყოფებზე ზეწოლას აზრი არ ექნება. დაგვერწმუნეთ, სასიამოვნო ღიმილი, მშვიდად თხოვნა და სიკეთეზე სიკეთით პასუხისთვის მზადყოფნა აუცილებლად გაგიღებთ ლურჯი თხის გულის კარს, შესაბამისად წარმატებისკენ მიმავალ გზასაც გაგიკვალავთ.
კარიერა, შემოქმედება, ბიზნესი
2015 წელი შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის მეტად წარმატებული იქნება. ამ წელს დასახული მიზნების შესრულებაში მხოლოდ გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ. მარტისა და აპრილის თვეებში სრულად შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენასა და თქვენი პოტენციალის რეალიზებას. ამავე დროს კი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ.
სხვადასხვა უსიამოვნებები და პრობლემები სამსახურში შეიძლება გამოგიჩნდეთ ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში. სირთულეების უმეტესობა კონკურენტებისა და ფარული არაკეთილმოსურნეებისგან გელოდებათ. 2015 წლის ჰოროსკოპი სექტემბრიდან ოქტომბრამდე პერიოდში მოსალოდნელი მძაფრი კონფლიქტრების შესახებ გაფრთხილებთ. საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ და უნდა გახსოვდეთ, რომ გარემოებების მიუხედავად, ყოველი სიტყვა უნდა კარგად აწონ–დაწონოთ. მით უფრო, რომ წლის ბოლოსკენ ყველა სირთულე და პრობლემა დავიწყებას მიეცემა.
სიყვარული და პირადი ურთიერთობები
2015 წლის ჰოროსკოპის მიხედვით, წლის დასაწყისსში ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა მოუწევს. პირად ურთიერთობებში პრობლემები თებერვლიდან მაისამდე პერიოდშია მოსალოდნელი. ამ უსიამოვნო სიტუაციების შექმნის მიზეზად შემოქმედებითი მისწრაფებების სრულად და თავისუფლად რეალიზებასთან დაკავშირებული გადამეტებული მოთხოვნები და მოლოდინები შეიძლება იქცეს.
2015 წლის ჰოროსკოპი ორ სფეროს აერთიანებს: შემოქმედებითსა და პირადს, რაც უკანასკნელთან კონფლიქტით სრულდება. მეორე მხრივ კი, თუ თავისუფალი ხართ, სწორედ ლურჯი თხის წელს გეძლევათ ცხოვრების ერთგული და საიმედო თანამგზავრის პოვნის შანსი. ასტროლოგები გირჩევენ, სიყვარულის ძებნაზე კონცენტრირება სექტემბრიდან ოქტომბრამდე შუალედში გააკეთოთ, რადგან ამ დროს ვარსკვლავები ახალი ურთიერთობების შექმნას განსაკუთრებით წყალობენ.
მთლიანობაში, 2015 წელი ზოდიაქოს ნიშანთა უმეტესობას სასიყვარულო სფეროში წარმატებასა და სიამოვნებას მოუტანს. გაზაფხულზე შეიძლება თავდავიწყებით შეგიყვარდეთ ვინმე და რომანტიულ ურთიერთობებში თავით გადაეშვათ. თუმცა ეს ურთიერთობა ალბათ დიდხანს არ გაგრძელდება. ნამდვილი, მყარი კავშირების დამყარება მხოლოდ შემოდგომაზეა შესაძლებელი. ამ პერიოდში ვარსკვლავები ოჯახურ წყვილებსაც დაეხმარებიან. მათი შემწეობით, განსაკუთრებით აგვისტოსა და სექტემბერში, თქვენი ქორწინება კიდევ უფრო მტკიცე და ბედნიერი გახდება. 2015 წლის ჰოროსკოპის მიხედვით, ეს პერიოდი ოჯახის გაზრდის დასაგეგმად შესანიშნავი დროა.
ჯანმრთელობა
2015 წელს მოსალოდნელია წვრილმანი დაავადებების აღმოჩენა, რაც, მართალია სერიოზულ პრობლემებს ვერა, მაგრამ დისკომფორტს მაინც შეგიქმნით. ამ წელს ბევრს შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდეს, ამიტომაც მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. მარტისა და აპრილის პერიოდი ამ თვალსაზრისით ყველაზე სახიფათოა.
წლის მეორე ნახევარი კი ჯანმრთელობისთვის მეტად სასიკეთო იქნება. უბრალოდ, დაიცავით დღის სწორი რეჟიმი, მეტისმეტად თავს ნუ დაძაბავთ, ნერვულ სისტემას გაუფრთხილდით და კვების ბალანსიც დაიცავით. თუ ამ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, ჯანმრთელობის პრობლემები მეტად აღარ შეგაწუხებთ.
საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები
2015 წელიწადი ბევრი ახალ, საინტერესო და სასარგებლო ნაცნობობას გპირდებათ. ამასთან, ახალი საქმიანი ურთიერთობების უმრავლესობა დროთა განმავლობაში მეგობრობაშიც გადაიზრდება. ძველი მეგობრებიც მუდამ თქვენ გვერდით იქნებიან. ვარსკვლავები მარტისა და მაისის პერიოდში კონკურენტებთან და არაკეთილმოსურნეებთან ურთიერთობის ოდნავ გაუმჯობესებასაც კი გპირდებიან. თუმცა ეს მხოლოდ დახვეწილი დიპლომატიური უნარებისა და მათი მისამართით სიტყვების კარგად აწონ–დაწონის ხარჯზე შეიძლება მოხდეს.
აგვისტოსა და სექტემბერში კი დაგჭირდებათ საუკეთესო მეგობრობა გამოიჩინოთ, რათა ახლობელი ადამიანების ნდობა და მხარდაჭერა უეცრად არ დაკარგოთ. ამ პერიოდში მეგობრებისადმი ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. 2015 წელს გამოჩენილ ახალ მეგობრებში ეჭვს ნუ შეიტანთ, ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ამ წლის ნაცნობების უმრავლესობა ძლიერი და ბრძენი ადამიანი იქნება.
2015 წელი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობებისთვის მთლიანობაში სასიკეთო იქნება. უბრალოდ, ყურადღება დაუთმეთ ნიუანსებს და უსიამოვნებები დიპლომატიური გზით მოაგვარეთ და თუ მოხერხებულობას გამოიჩენთ, 2016 წელს მეგობართა განახლებული შემადგენლობით შეეგებებით.
2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიქოს ნიშნებისთვის
ჰოროსკოპი 2015 – თხის რქა თხის რქებისთვის 2015 აღმავლობის წელია. აქამდე მიუღწეველი მწვერვალები, კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში, უკვე იოლი დასაპყრობი აღმოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, მოახერხებთ ურთიერთობის მოწესრიგებას ადამიანთან, ვის მიმართაც დიდი ხნის განმავლობაში გაუზიარებელ გრძნობებს განიცდიდით და საოცნებო თანამდებობაზე ან კომპანიაში დაიწყებთ მუშაობას.
თუმცა უნდა იჩქაროთ, თუ საჭირო მონდომებასა და დაჟინებას არ გამოიჩენთ, თქვენს ადგილს სხვა დაიკავებს. გრძელვადიანი გეგმების დაწყობას და სტრატეგიების შემუშავებას თავი დაანებეთ და პირდაპირ იმოქმედეთ. 2015 წელი საინტერესო და ნაყოფიერ თანამშრომლობას გპირდებათ როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში, მხოლოდ არა სიყვარულის, არამედ მეგობრობის მიმართულებით. კონტრაქტების ხელმოწერა, მოკავშირეების შეძენა, პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება – ამ ყველაფერს უამრავი დრო დაჭირდება და მართალია, კარგ შედეგებსაც მოგიტანთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან საქმიან და პირად ცხოვრებაში ჩაფლულს შეიძლება რაიმე სერიოზული დაავადება გამოგეპაროთ. და ბოლოს, როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ სასურველ სიმაღლეზე ასვლა, დასვენების აუცილებლობის შესახებ ნუ დაივიწყებთ.
This post has been edited by teoj on 17 Nov 2014, 14:25
მიმაგრებული სურათი