მაქციების თემაზე მაგრად იხეირეს მწერლებმა, კინემატოგრაფმაც მაგრად გაიხარა.
ამათ თავიანთი მითოლოგია შექმნეს, რომელიც საკმაოდ შორდება ფოლკლორს და შესაბამისად -
რეალობას. ზემოთ რამდენიმე ვიდეო დავდე, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები საბოლოო ჯამში, რეჟისორის მიერ გაყალბებული, დადგმული აღმოჩნდა. თავიდანვე გამიჩნდა ეჭვი, რადგან ეგ სცენები არაფრით ესადაგებოდა მაქციებზე ჩემს წარმოდგენებს. არც ფოლკლორს. ეს ყველაფერი, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის, კიდევ უფრო დაუჯერებელს ხდის მაქციების არსებობას, ამ ფენომენის არსებობის რეალობას. ბევრს კი ამის შესახებ საერთოდ არაფერი გაუგია.
Shapeshifting, ანუ ადამიანის მიერ ცხოველის სახის მიღების თქმულებებში ყველაზე გავრცელებულია თქმულებები ლიკანთროპებზე, ანუ ადამიან-მგლებზე. მეცნიერება კი ამ ტერმინს, ლიკანთროპიას, განიხილავს კლინიკური დაავადების აღსაწერად - არსებობენ ადამიანები, რომელთაც ეჩვენებათ, რომ მგლად, ძაღლად, გიენად და ა.შ უნდა გადაიქცნენ ან ცოტა ხნის წინათ იყვნენ ასეთები. ამათ ფსიქიატრიულებში მკურნალობენ.
დავუშვათ, რომ ეს ხალხი ფსიქიურად დაავადებულები არიან. ალბათ, ასეთთა რიგებს უნდა მივაკუთვნოთ ისინიც, ვინც ამტკიცებენ, რომ სჯერათ მაქციების არსებობის, მათ შორის - მეც.
კაი, ბატონო.
არის კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი, რომელსაც ვერავინ უარყოფს, როგორც ფაქტს და ასევე არ აქვს ახსნა.
უფრო სწორად, ხსნიან რაღაც ქრომოსომების დაავადებით. უცნაურია, რომ ქრომოსომებს შეუძლიათ იმდაგვარად დაავადნენ, რომ ადამიანს მაიმუნის თმა ამოუვიდეს სახეზე, მაგრამ - ახსნაა, რა..
აი, ეს ტაივანელი გოგო ნახეთ:
http://www.youtube.com/watch?v=nqgvX_VxSnAჩემი ერთი ნაცნობის გოგონას, ფრჩხილების ნაცვლად ეზრდებოდა დათვის კლანჭები.
ამასაც ექნება ახსნა, მაგრამ მკურნალობას არ ექვემდებარება.
ეხლა. ამ ჩემს ამბავს რაც შეეხება
არ მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია ფიზიკურად გარდაისახოს რაიმე ცხოველად.
ამის ასახსნელად "ასტრალში გასვლა" ვცადე და ჯერ-ჯერობით არ გამომდის.
ვინც გასულია - ბუნდოვნად მპასუხობს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი შავი ძაღლი არ მომჩვენებია - მე მას დაახლოებით ერთი წუთი ვაკვირდებოდი დინამიკაში, ვნახე როგორ დასუნსულებდა, ათვალიერებდა, ეძებდა რაღაცას, როგორ
გაიგონა ჩემი ხმა, მომხედა დამაკვირდა, იყოყმანა და წავიდა მეტად უცნაურად.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი ძაღლი - ამას ბომბორას საქციელიც მიდასტურებს,
იმ ბექგრაუნდს რომ თავი დავანებოთ, რაც შავ ძაღლს ჰქონდა ჩვენს უბანში და რომლის შესახებაც მოვყევი.
სხვათაშორის, ერთ-ერთი სახე, რა სახითაც გრაფი დრაკულა წარუდგებოდა მნახველს, იყო დიდი შავი ძაღლი.
დიახ, დიდი შავი ძაღლი.
უცნაურია.
პუსკას რაც შეეხება
ის მეზობელ სოფელში გადაბარგდა არა იმის გამო, რომ დიდმა შავმა ძაღლმა დააფეთა - არა.
ის იქცეოდა ხოლმე დიდ შავ ძაღლად, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ამით იყო გაოგნებულ-დათრგუნული
და გაიქცა - დაიმალა.
ამით მგონია ბევრი რამ იხსნება - მაგ. თუნდაც ბომბორას და პუსკას ცივი შეხვედრა ამ უკანასკნელის იშვიათი ვიზიტებისას უბანში.
ძაღლების ქცევით უფრო ბევრი რამ იხსნება.
მეცნიერები წლობით აკვირდებიან ძაღლებს და დგამენ ექსპერიმენტებს რაღაც იდეის დასამტკიცებლად თუ უარსაყოფად. მე არაფერი დამიდგამს - ამ ნატურალური, "ძაღლური" ისტორიების მოწმე გავხვდი შემთხვევით.
მოკლედ, ადამიანის ასტრალური სულის გამოსვლის და ცხოველში ჩასახლების პროცესის შესაძლებლობას ვვარაუდობ (უკან დაბრუნებით).
ბევრ კითხვებზე სცემს პასუხს და ასევე, კითხვებს აჩენს.
არც არავინ უარყოფს, არც არავინ მიდასტურებს.
ისევ თავად უნდა დავიკაპიწო ხელები
This post has been edited by crocodile on 21 Oct 2014, 21:40