crocodile
მიყვარს გემრიელი ადამიანები

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8749
წევრი No.: 82754
რეგისტრ.: 19-January 09
|
#42119416 · 3 Sep 2014, 04:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაზე ძნელი მონაკვეთი გავიარე და თითქოს დავიცალე განცდებისაგან.
მაშ ასე
ვწევარ და არ მტოვებს შეგრძნება, რომ იმ ღამეს, სრულიად შემთხვევით, ან უფრო სწორად - სხვადასხვა გარემოებათა დამთხვევის გამო, რაღაც საიდუმლოს მოწმე გავხდი, ისეთის, რომელსაც ათასში, ათი ათასში ერთი თუ ნახავს თავისი ცხოვრების მანძილზე. რომ იცოდეთ, როგორი სკეპტიკოსი ვიყავი ამდაგვარი სასწაულების მიმართ, მაგრამ როგორ არ დამეჯერებინა ჩემი თვალით ნანახისათვის? მაინც იძალა ჩემში სკეპტიკოსმა და საკუთარ თავს დავუსვი ისეთი კითხვები, რომლებიც აქ ყველაზე ურწმუნოებსაც არ დაგბადებიათ. . კვირა თენდებოდა. ჩვენებიდან აუცილებლად ამოვიდოდა ვინმე, ასე მითხრა მამაჩემმა - ყოველ შაბათ კვირას ამოდიან ხოლმე, ან ერთი ოჯახი, ან მეორე, ან მესამე, წინა შაბათ-კვირა ყველამ გამოტოვა და ხვალ ამოვლენ აუცილებლადო. მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა, რაღაცეები გამომეკითხა და დამეზუსტებინა - ჩემი ბიძაშვილები ხომ აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ... რას იფიქრებენ მეთქი შეიძლება იფიქრონ, რომ მომეჩვენა, დამესიზმრა? შეიძლება იფიქრონ, რომ ღვინის ბრალია? (აი, ეს არავის გაგახსენდათ) დავიწყე კამათი ჩემს თავთან, ლოგიკური აზროვნების და მსჯელობის საშუალებით, ეჭვშეუტანელი ფაქტების და გონივრული ვარაუდების გამოყვანა-დაფიქსირება. - ლოგიკურად ვაზროვნებ - ე.ი ლოგიკურად ვარსებობ. უბრალოდ კი არა - ლოგიკურად. ჭიქაში ჩაბერვაც არ სჭირდება, ისეთი არგუმენტია - ქვას გახეთქავს და ჭიქასაც. - გასვენებაში ვიყავი და არა ქორწილში. ქელეხის სუფრაზე არ თვრებიან, როგორც წესი, მითუმეტეს, შორი გზიდან ჩამოსულები და უკან წამსვლელნი. არის გამონაკლისებიც, რათქმა უნდა, მაგრამ წესიდან გამონაკლისი ადასტურებს წესის არსებობას იმ სუფრაზე გამონაკლისი ნამდვილად არ ვყოფილვარ. თვრებიან, როგორც წესი, ოჯახის უახლოესი ნათესავები, რომლებიც სტუმრების გაცილების შემდეგ ისევ იკრიბებიან სუფრასთან და სმას აგრძელებენ, თუმცა - არის გამონაკლისებიც. გზაში ვიყავი ერთ საათზე მეტ ხანს, გავიცანით ერთმანეთი, ვისაუბრეთ აქეთურზე, იქითურზე - არცერთს არ გვეტყობოდა ნასვამობა, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მძღოლს. ვერც მამაჩემმა შემატყო ნასვამობა - დაღლილები ვიყავით ორივე, გვიანი იყო, ბნელოდა და ამიტომაც ვარჩიეთ დაძინება. მეძინა დაახლოებით ორი საათი. და რაც მთავარია - ბომბორა, ბომბორას ხომ წვეთი არ დაულევია? - იქნებ ეგეც მოგეჩვენა? აქ უკვე ვიჭედებოდი. აი, ისევე, როგორც ამ თემაში ჭედავს გრამატიკიკინა. რა უნდა ვუპასუხო? აზრზე არ ვარ. რა მომეჩვენა ბლინ... თითები მქონდა გადატყაული ქვის ძებნაში. სწორად გამიგეთ - მე თავად კი არ მეეჭვებოდა რამე, დაეჭვებულთათვის რა მეპასუხა ჩამჭრელ კითხვებზე, ამას ვფიქრობდი. ღირდა კი საერთოდ რამის მოყოლა? მაგრამ სულ ასეც არაა საქმე მეც მაქვს ჩამჭრელი კითხვები ამ ღამის ამბავი იყო კულიმინაცია, როცა სერიოზულად დავფიქრდი ამ საიდუმლოზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენს უბანში, ჩვენს სანათესაოში, ხან ერთს, ხან მეორეს, რაღაც წამოცდებოდა ხოლმე ისეთი... დიდ შავ ძაღლზე. ლაპარაკი არავის ეხალისებოდა, მეც დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას - მერე გამოვკითხავ მეთქი. "ბებიას ზღაპრების" კომლექსი მაბრკოლებდა ალბათ. ბებიას ზღაპრებზეც მოგიყვებით და თავად ზღაპრებსაც.
ეს "მერე" აღარ დადგა, არადა შეიძლება ჩემზე მეტიც იცოდნენ - ისინი ხომ იქ ცხოვრობდნენ მუდმივად, დიდი ხნის განმავლობაში, მე კი პერიოდულად ჩავდიოდი. ნეტა ახლა დამსვა მათთან და მალაპარაკა.
ჩემს ბიძაშვილს ჰყავს ნანახი, თანაც რამდენჯერმე, ღამე სიარულს არ ერიდებოდა, როცა სჭირდებოდა. აკი წამოცდა ერთხელ - ჩემი გაფუჭება უნდოდაო - ნეტა ჩავძიებოდი. ვერ ვიტყვი, რომ არ ეშინოდა, მაგრამ თანდათან მიეჩვია და ცნობისმოყვარეობა შერეული შიში უფრო ჰქონდა, ეს კი ისეთი შიშია, რომელიც არ გთანგავს, არ "გაფუჭებს". უნდა ჩამოვიდეს.ნეტა ჩამოვიდეს.
მანამდე შევეცადე კიდევ გამეხსენებინა რაღაცეები. მაგალითად...
კინოდან ვბრუნდებოდით ბიძაშვილები. კი ვიყავით ასე რვა-ათი სული. კინოთეატრი (ფერმის მსგავსი გრძელი შენობა) ჩვენგან ასე სამ კილომეტრში იყო - სხვა სოფელში, იქვე იყო სოფლის საბჭოც, სკოლა და ფეხბურთის სტადიონი. შეიძლებოდა მინდორ-მინდორ სერი-სერ და ბილიკ-ბილიკ მოკლეზე გადაჭრაც, მაგრამ იქიდან წამოსული ჩამოვდიოდით შარაგზაზე და მოვუყვებოდით სახლამდე. ფილმი ჩამოჰქონდათ შაბათობით. ზაფხულობით, ეს ზეიმი იყო სკოლიდან დათხოვილი გოგო-ბიჭებისთვის, იყვნენ ქალაქელი სტუმრებიც, იყო ერთი თვალიერება და თვალების ნაბვა-პაჭუნი. კინო იწყებოდა საკმაოდ გვიან - დაბინდებისას, მანამდე უკრავდნენ სიმღერებს, ორერას ქართული სიმღერების საიმპორტო, რუსულ-ქართულ ვარიანტებს
ესლი დევუშკი ვდრუგ სტალი ზვიოზდამი პრეკრასნიმი ნად გარამი ზაბლესტალი ვეჩერამი იასნიმი
ტაგდა'ბ მი ნე ისპუგალის ტრუდნოსტეი ტეხნიჩესკიხ ნა სვიდანიახ დაბირალის ვ კარაბლიახ კასმიჩესკიხ
ლალები ლალები გოგოვ გენაცვალები
ფილმი მთავრდებოდა დაახლოებით 11 -ზე მერე ისევ ღლიცინ-ხუმრობები, გაცნობები და გამომშვიდობებები შუაღამისას ვბრუნდებოდით რა... გზაში ხან ვმღეროდით:
დამიფარავდეს ნეტავ შენი წამწამთა ჩერო...
ხან რას ვყვებოდით, ხან - რას. ვკამათობდით ფეხბურთზე ძირითადად. ხო - კვირაობით ვთამაშობდით ფეხბურთს - კარგი სტადიონი ჰქონდა სკოლას, რაიონული ცენტრიდანაც ამოდიოდნენ ხოლმე ადგილობრივებთან სათამაშოდ და სტუმრებს შორის რაიონის გუნდის მოქმედი თუ ვეტერანი ფეხბურთელებიც ამოუცნიათ ადგილობრივებს. ასეთ სერიოზულ მატჩებში მე არ მათამაშებდნენ - შედარებით პატარა ვიყავი თამაშობდნენ მეცხრე-მეათე კლასელები და ზემოთ, ანუ სკოლადამთავრებულები. პელე თუ გარინჩა? მესხი თუ მეტრეველი კოტრიკაძე - იაშინი აუ, ეუსებიო აუ, სტრელცოვმა რა ქნა იმ დღეს და ა.შ. ერთი სამასი - ხუთასი მეტრიც და მივალთ ჩვენს გადასახვევთან წინ ჩემი ბიძაშვილი გოგო მიდის - ჩემზე უფროსი და ჩემზე ჭკვიანი ბებიას ზღაპრებზე ეცინება და ირონიით ისე იჭყანება, ქვედა ტუჩს ბრიცავს კინაღამ ჩვევად ექცა და ძლივს გადაეჩვია იკივლა უცებ სასოწარკვეთილად და ჩვენსკენ შემოტრიალდა - ჩვენს ბიძაშვილ ლექსოს ჩაეფსკვნა და აღრიალდა შემოვეხვიენ ძმები, და, სხვები რა მოხდა გოგო, რა მოხდა, გეცა რამე? - გამანებეთ თავი - დაინახე რამე - ხოოო.... - რა დაინახე დაგვაყენე საშველი - შავი ძაღლიიიი - სლუკუნ, სლუკუნ - დიდი შავი ძაღლი,...გზაზე გადაიარაააა - სლუკუნ-სლუკუნ-სლუკუნ ოოოო ააა და ყველა გაჩუმდა ახლა მე გადმოვბრიცე ტუჩი - შავი ძაღლი კი არააა (ჩემთვის)... მთვარე ანათებს, გზაზე ხეების ჩრდილებს ნიავი ეთამაშება, ცოტა შორს თუ იცქირები წინ, ათასი რამ შეიძლება მოგეჩვენოს... - ნუ გეშინია - ლექსომ, - მასე რომ ვირეოდე, ახლა სულ გადარეული უნდა ვიყო - ასე მოუვა ძმის წინ მოხტუნავე თხას, ან შავი ძაღლი შეჭამს, ან შავტუხა...ა? - ეს უფროსი ძმა იყო (ნამიოკი დავაფიქსირე) ვიცინეთ საბოლოოდ ამაზეც და ვაღადავეთ შავი ძაღლი. ცოტა უგერგილოდ, მაგრამ - მაინც.
კიდევ ისეთი რაღაცეები გამახსენდა იმ ღამეს, ცალკე აღებული რომ არის უცნაური, მაგრამ ისეთი არაფერი თითქოს, თუ რამეს არ დაუკავშირებ და ისე არ განიხილავ. მე "დავუკავშირე" მაგალითად - პუსკიას ამბავი
ათი წუთი დასვენება, მერე პუსკიას ამბავსაც მოვყვები.
This post has been edited by crocodile on 3 Sep 2014, 05:18
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|