მშვილდოსნის ნიშანში, მთვარე ისეთ სიკაშკაშეს იძენს, რომელიც მას სხვა ნიშნებში არ გააჩნია. მშვილდოსანი ცოდნის მაღალი შესაძლებლობებისა და ფართო თვალსაწიერის ასტროლოგიური ნიშანია, სადაც მთვარე კარგავს თავის პასიურ საწყისს. თუ მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება იგი მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სწრაფი, მახვილი ჭკუით, იშვიათი გამჭრიახობით და სწრაფი მოქმედების უნარით აჯილდოვებს. მთვარის მშვილდოსნის ინტელექტი გასაოცარი სისწრაფითა და სიზუსტით ითვისებს გძნობით შთაბეჭდილებებს.
ღმერთო ჩემო, მეც არ გამიკვირდა გარს მორტყმული ეს შარავანდედი რატომ არ მცილდება!!! თურმე ყველაზე კაშკაშა პერიოდში დავბადებულვარ

ამას ახლა მზის ელვარება დაუმატე. აუფ, თვალს "მოვჭრი" ვინც შემხედავს
მთვარის მშვილდოსანს უყვარს გახსნილი სივრცე, მოგზაურობა, ახალი ნაცნობები, მრავალფეროვანი გარემოცვა. მისი ხასიათის ერთ-ერთი დადებითი თვისება ადაპტიურობაა, უცხო ადამიანებთან და გარემოსთან შეგუების უნარი. მისი პირველი რეაქცია სიახლის გაცნობის დროს მისი შესწავლისა და შეცნობის უნარია. იგი ყოველთვის სიამოვნებით აფართოვებს საკუთარ თვალსაწიერს და იღრმავებს ცოდნას.
არა, რაც მართალი მართალია. უცხო ადამიანები თუ ჩემით აღფრთოვანებულები არიან, მაშინ ადვილად ვერგები ეგეთ გარემოს

რა დასამალია და უმეტეს შემთხვევაში აღფრთოვანებულები არიან
მომხიბვლელობისა და კომუნიკაბელურობის გამო მთვარის მშვილდოსანი ადვილად იძენს მეგობრებს. იგი გამოირჩევა მახვილგონიერებითა და იუმორის გრძნობით, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ქმნის ხალისიან ატმოსფეროს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა ადამიანებში დაინახოს მეტი კარგი, მშვილდოსნის პირდაპირ და გულწრფელ კრიტიკას კი უფრო ადვილად იღებენ ხოლმე.
მეტი პოზიტივი ჩემი დევიზია. აი, კრიტიკაზე კიდევ ვერ დავეთანხმები

ვერ იღებენ, ვერაააა
მთვარის სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, მთვარის მშვილდოსანი ნაკლებად ვნებიანი და სექსუალურია, ვიდრე სხვა ნიშნები, იგი სიყვარულს უფრო ისე უყურებს, როგორც თავგადასავალს. იგი ტკბება პარტნიორის შეცნობის პროცესით, სიყვარულის ემოციონალური თრობით, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სიყვარული მეგობრობას ემსგავსება. არ უყვარს თვალებში ცქერა, ხშირად გაურბის ისინი განზე და არ სურს ერთ ადამიანზე იყოს მიჯაჭვული. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინებაში იგი ცუდი პარტნიორია, სინამდვილეში შესანიშნავი მეგობარია, უბრალოდ ცოტა ზერელედ ეკიდება სიყვარულსა და ერთგულებას.
მაინც გამშიფრეს რა. ცოდვა გამხელილი სჯობს და სუსტი ვარ სექსში

მხოლოდ სექსი ხომ არ არის ურთიერთობა