Remember meე.ი. მზით ხარ მარტო ვერძი, ანუ მაინც არატიპიური ვერძი ხარ და დამიწებული, რადგან მიწის სტიქია სჭარბობს შენთან...
მთვარე, ანუ იგივე შენი ქვეცნობიერი თხის რქაშია, ანუ ემოციებს წესით შენში მალავ, არ იქნები გახსნილი, ცხოვრებისადმი უფრო სერიოზული მიდფომა გექნება, ვიდრე სხვა ვერძებს...
მერკური თევზებში გყავს, ესაა აზროვნების, ლოგიკის პლანეტა, ანუ აზროვნებ და განსჯი საკითხებს როგორც თევზი...წარმოსახვის უნარი...ინტუიცია გექნება, მეოცნებე, აბსტრაქტული ფიქრები... თევზური ფიქრები მოკლედ რომ ვთქვა რაა.

ვენერა, ანუ სიყვარულის , გრძნობების-ემოციების გამოხატვის პლანეტა კუროში გყავს... ვენერასთვის ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციად ითვლება ისე... სიყვარულში ერთგული და სტაბოლურია, უყვარს კომფორტი და ესთეტიკა, ლამაზი გარემო...ა.შ.
მარსი, მიზნის მიღწევის, ბრძოლის პლანეტა, ესეც თხის რქაში გყავს... ანუ ამ სფეროში პასუხისმგებლობა დიდი გექნება, დისციპლინა..თავაუხრელი შრომა ა.შ.
ეს პლანეტებია ძირითადი ხასიათის განმსაზღვრელი, ნუ კიდევ ასცედენტი, მაგრამ რადგან დრო ზუსტად არ იცი, მაგას ვერ დავადგენთ, სხვა პლანეტები უკვე განკარგავენ იღბალს, შენს სოციუმთან ადაპტირებას, ცვლილებებს ა.შ.