მთვარით თევზი ხარ როგორც მახსოვს და ასც.მერკ.ვენერა, მარსი სად გყავს..?
მე ჩემი მთვარე-სელენადან გამომდინარე ჩხუბს, დაძაბულობას ვერ ვიტან... ერთადერთი სამსახურში ვხიპიშობ ხოლმე...
blossomარ მიყვარს ქორწილებში სიარული... კიდევ კარგი მეჯვარე არ ვყოფილვარ ჯერ..
* * *
ვერძი ქალი ფიზიკურადაც და სულიერადაც ძალიან ძლიერი ქალია. ყოველთვის თავად აღებს კარს და არასოდეს ელოდება, როდის შესთავაზებენ პალტოს. თვითონ მიიწევს მაგიდასთან სკამს, თვითონ მოუკიდებს სიგარეტს, გამოიძახებს ტაქსს და საერთოდაც, მარტოდაც იბრძოლებს არსებობისთვის. თანაც ამას ნებისმიერ მამაკაცზე უკეთ გააკეთებს. იგი წუწუნის გარეშე ეგუება ცხოვრების ნებისმიერ პირობებს , შეუძლია ფეხებზე დაიკიდოს საზოგადოებრივი აზრი, მთელი სამყარო გამოიწვიოს დუელში და თავისი საყვარელი ადამიანის მტერს ტყვია დაახალოს. იგი სულაც არ დაგიდევთ, მისი ამგვარი საქციელით შელახულ მამაკაცის თავმოყვარეობას. მას პირველობა უყვარს, ინიციატივის გამოჩენა და ეს მის სასიყვარულო გატაცებებსაც ეხება. ხშირად თავად უხსნის მამაკაცს სიყვარულს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ყოყმანობს და თავის გრძნობებში ვერ ერკვევა. თუკი მასთან ფლირტის გაბმა გადაწყვიტეთ, სანამ მოეხვეოდეთ და აკოცებდეთ დარწმუნებული უნდა იყოთ რომ მასაც მოსწონხართ, თორემ თავბედს გაწყევლინებთ.
როცა ბაირონი წერდა: ”სიყვარული მამკაცისთვის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია ცხოვრებისა, ქალისთვის კი მთელი ცხოვრებაო”, მას ეტყობა ვერძი ქალი მხედველობიდან გამორჩა. ვერძ-ქალს მხოლოდ ეჩვენება რომ სიყვარული მისთვის ყველაფერია, სინამდვილეში იგი იმდენადაა გატაცებული გარე სამყაროთი და საკუთარი თავით, რომ სხვა ქალებისაგან განსხვავებით უმამაკაცოდად მშვენივრად მოახერხებს ცხოვრებას. აქვე უნდა აღინიშნოს რომ უმამაკაცოდ ცხოვრება უსიყვარულოდ ცხოვრებას არ ნიშნავს. მას სჭირდება გატაცების საგანი და ეს საგანი მის გვერდით იქნება თუ ცხრა მთას იქეთ დიდად არ დაგიდევთ.
თუ გსურთ ვერძ ქალს თავი მოაწონოთ, შეყვარებულ მონას ნუ დაემსგავსებით. მას ეს ნამდვილდ არ მოეწონება. იყავით დამოუკიდებელი, ძლიერი და იდუმალებით მოცული. მაშინ იგი თავად დაგიწყებთ დევნას. მამაკაცის გულგრილობა მის თავმოყვარეობას ძალზე მტკივნეულად ეხება. გამოწვევას კი, აბა რომელი ვერძი არ პასუხობს? საერთოდ რომ არაფერს გრძნობდეს თქვენს მიმართ ბრძოლაში მაინც ჩაებმება.
რაც შეეხება კომპლიმენტებს, ვერძ ქალს მოსწონს როცა მისით აღფრთოვანებულები არიან, სიამოვნებს, როცა მისი მისამართით აღტაცებას გამოთქვამენ, მაგრამ გადამეტებული პირფერობა და მომაბეზრებელი ქათინაურები მალე ბეზრდება და ძალიან აღიზიანებს.
მამაკაცი რომ უყვარდეს, ვერძი ქალი პირველ რიგში მისით უნდა ამაყობდეს. თუმცა მის ნიჭსა და ტალანტს კაციც უნდა აფასებდეს. თავისი გულისწორისთვის ამ ქალს არაფერი ენანება: დრო, ფული, მატერიალური თუ სულიერი ფასეულობები. თუმცა გახსოვდეთ, რომ იგი ბუნებით ეჭვიანია და თანასწორი თამაში უყვარს, ამიტომ თუ თქვენში სიყალბე დაინახა, ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ.
გაანაწყენებული ვერძის ხასაიათში ცვლილებებს უმალ იგრძნობთ, სიცოცხლით სავსე მხიარული ქალი, უეცრად ყინულის ლოდად გადაიქცევა. ამასთან გახსოვდეთ, ვერძის ცეცხლი ხანმოკლეა, ყინული კი არასოდეს ლღვება. აი, რატომაა, მისი სიჩუმე განრისხებაზე საშიში.
თუმცა ბუნებით ეჭვიანი და მესაკუთრეა, საკუთარ თავზე შეზღუდვებს ვერავისგან იტანს. ამასთან, როგორც წესი იგი ქალთა საზოგადოებას, მამაკაცების კომპანიაში ყოფნას ამჯობინებს და მის პარტნიორს, ეჭვიანობის განცდა არაერთხელ მოუწევს.
სამაგიეროდ თუკი მართლა უყვარხართ, იგი სულითა და ხორცით ბოლომდე თქვენი ერთგული იქნება. ორი რომანი ერთად, მისი პატიოსანი, გულმართალი ნატურისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
საოცარი მიზანსწრაფულობის წყალობით, ვერძი ქალისთვის მიუღწეველი მიზანი პრაქტიკულად არ არსებობს. ამ თავქარიან არსებას ძალა შეწევს, ნებისმიერ თუნდაც ყველაზე უცნაურ, ახირებულ და არარაციონალურ ჩანაფიქრსაც კი შეასხას ფრთები. ვერძ ქალს უყვარს საჩუქრების გაცემა, ფულის გასესხება, მოგივლით ავადმყოფობისას და მხარში ამოგიდგებათ ძნელბედობის ჟამს. თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ სიყვარული მისთვის პირველ რიგში, ურთიერთ-თანადგომას ნიშნავს, აქედან გამომდინარე თავადაც იგივეს მოელის თქვენგან.
რაც შეეხება ქორწინებას, ცოლის როლში იგი შესაძლოა სასჯელად მოგევლინოთ, რადგან მისი ინტერესები გამუდმებით სახლს გარეთ იქნება მიმართული. ეს იმიტომ, რომ სახლი ძალზე მცირე ფართობია მისი შემოქმედებითი ენერგიისათვის.
ვერძი-ქალები მშვენიერი მზარეულები არიან, თუმცა სამზარეულოში ტრიალი არ უყვართ და არც სხვა საოჯახო საქმეები ეხატებათ მაინც და მაინც გულზე. თუმცა საყვარელი ადამიანის გამო, მათ ამ მსხვერპლის გაღებაც შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ცხადია იგი პერანგსაც დაგიუთოვებთ და ღილებსაც დაგიკერებთ, მაგრამ არ გეგონოთ ამას სიამოვნებით აკეთებდეს.
ვერძი მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა, თუმცა თავის პირმშოს ხელში ხშირად არ აიყვანს და ზედმეტ მფარველობას არასოდეს გაუწევს. ბავშვებთან იგი მკაცრია და მის ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, თუკი ისინი სამომავლოდ, დამოუკიდებელ და მტკიცე ხასიათის პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.
ლინდა გუდმენი
* * *