მდააა
____________ ვერძი - მერწყული -----------------> ურთიერთობის ტიპი - "მე და ჩემი უფროსი დედმამიშვილი"
არის ჭეშმარიტების მარცვალი

_____________მერწყულის სექსუალური თავსებადობა დანარჩენ ნიშნებთან
მერწყული - ვერძი – ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში წარმატებული თუმცა მოკლევადიანია. მერწყული და ვერძი, ორივე სიახლის მოყვარული და ექსპერიმენტატორი ნიშანია. თანაც ამ ურთიერთობაში, როგორც წესი, ყოველთვის ვერძი ლიდერობს. თუმცა თავისუფლებისმოყვარე მერწყული ზოგჯერ კატეგორიულად არ აღიარებს ვერძის ლიდერობას და სწორედ აქ იწყება კონფლიქტი. რასაც შესაძლოა მათი ურთიერთობა სამუდამოდ შეეწიროს.
თუ ეგეც ექსპერიმენტალისტია ვერ გავიგე რა პრობლემა უნდა იყოს... არ აღიარებს და ნუ... მე ხომ ვიცი, რომ ვჯობნი

_______________ ვერძი მამაკაცი & მერწყული ქალი
"ცელქი ბავშვებივით, ისინი იწყებენ სტროფებს და არასოდეს ამთავრებენ მას".
იდეალური წყვილი – კრისტოფერ მელონი და დორის შელმან უილიამსი
ტიპური ვერძი მამაკაცი, მორიგ სასიყვარულო თავგადასავალში უკანმოუხედვად ეშვება და მზადაა სიყვარულს ყველაფერი შესწიროს. იგივეს მოითხოვს იგი, თავისი რჩეულისგან. თუმცა თუ ეს უკანასკნელი, საპასუხო ემოციებს აგვიანებს, ვერძი წამის უსწრაფესად ბრაზდება და ამაყი ტონით ამბობს: "ხომ არ ჰგონია შევეხვეწები, ვის რაში სჭირდება ნეტა?" ამ დროს ზუსტადაც რომ მას სჭირდება ასეთი ქალი ყველაზე მეტად, მაგრამ ვერძი ძალიან ამაყია საიმისოდ, რომ ცალმხრივი სიყვარულის უღელი თუნდაც მოკლე ვადით აიტანოს. ქალი მერწყული კი თუ მთელი სიცოცხლე არა, ცხოვრების მეოთხედს მაინც ძიებისა და კვლევის პროცესში ატარებს. მათ შორის იგი, მამაკაცებსაც იკვლევს. ამიტომ მისთვის ძალიან რთულია არჩევანის, ერთ კონკრეტულ პერსონაზე შეჩერება. რა მისი ბრალია თუ ამქვეყნად ყველა უცნობი სუბიექტი აინტერესებს. ამას გარდა, ისიც ხშირად ერევა უყვარს თუ მხოლოდ მეგობრობა უნდა. თუმცა არასოდეს ურევს ერთმანეთში, სიყვარულსა და სექსუალურ მიზიდულობას. ნუ დაგავიწყდებათ, მისი სტიქია ჰაერია, – ეს ქალი პირველ რიგში მენტალურ თანხვედრას ეძებს პარტნიორთან ურთიერთობისას. იმიტომ, რომ მისი აზრით ფიზიკურ ლტოლვასთან ერთად, პარტნიორთან კიდევ ბევრი სხვა რამეც უნდა აკავშირებდეს ადამიანს. მამაკაცი ვერძი უცებ ვერ მოიგებს მის გულს, მხოლოდ და მხოლოდ მარადიულ სიყვარულზე ფიცით და დაპირებებით. სამაგიეროდ, თავის მხრივ იგი გასაოცარი გულწრფელობით გააოგნებს მას, როცა ეტყვის "მგონი შემიყვარდი... გინდა ერთად ვიცხოვროთ?"
ერთიც და მეორეც ვერ იტანს პირფერობას, ამიტომ მათ შორის იშვიათად იქნება ურთიერთნდობის პრობლემა. გარდა ამისა, როგორც ვერძი ისე მერწყული, ნაკლებად დარდობს იმაზე თუ რას იტყვიან სხვები. შესაბამისად, ეს ორი ყოველთვის ისე ცხოვრობს როგორც მოეხუშტურება. დიდი ამბავი, თუ ხშირად საკუთარი საქციელით შოკში აგდებენ მეგობრებს, მეზობლებს, ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს. თუმცა მათ ურთიერთობაში არის ერთი დიდი წყალქვესა რიფი – საქმე ისაა, რომ ორივე მათგანი მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტის გავლენის ქვეშაა, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ერთმანეთისთვის მეუღლეობისა და საყვარლობის გარდა, მეგობრებიც არ იქნებიან, მათი ურთიერთობა, ორი ჯიუტი თხის სევდიან ამბავს დაემსგავსება. მოგეხსენებათ, ხიდზე გზის არდათმობის გამო, ორივე წყალში აღმოჩნდა ბოლოს.
თუმცა ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი, ხშირად შველის ამ წყვილს იმაში, რომ საკუთარი ემოციები სიტყვებად დახარჯოს და მერე ისევ, მეგობრულად და ჰარმონიულად გააგრძელოს თანაარსებობა. ამასთან ერთად, ვერძის ენერგია და ტემპერამენტი, მისი მრავალმხრივობა და ნოვატორული იდეები, ძალიან ხიბლავს მერწყულს, რომელიც თავის მხრივ, ვერ იტანს ვერანაირ რუტინას, ტრადიციებსა და ჩარჩოებს. მაგრამ, ჰაერის სტიქიას ძნელად შეუძლია გაიგოს, ის რომ მიუხედავად ვაჟკაცური იმიჯისა, ვერძი უჩვეულოდ მგრძნობიარე ნატურაა. შესაბამისად, მისი მხრიდან საჩუქრები, ყურადღება და სიყვარული, ქალმა ხაზგასმული აღტაცებითა და ემოციით უნდა მიიღოს, რაც ყოველთვის არ გამოუვა ქალ მერწყულს. რომელიც თავისებური სიცივით გამოირჩევა.
ზოგადად ურანით მართული ადამიანები, მიუხედავად კომუნიკაბელურობისა, ცოტა არ იყოს დისტანციურები არიან. ზოგჯერ, ისეც ხდება რომ ვერძი კაცი, ქალი მერწყულის ცხოვრებაში, ხმაურიან კომეტასავით იჭრება და მერე სამუდამოდ ქრება უგზო-უკვლოდ ჰორიზონტიდან. თუმცა თუ ქალი მერწყული, მოინდომებს და რაღაც დოზით მაინც აშკარად დაანახვებს ამ ცეცხლოვან კაცს საკუთარ ემოციებს, სითბოსა და სიყვარულს, ის არ გაქრება მისი ცხოვრებიდან გამოჩენისთანავე. მთავარია, ვერძმაც ისწავლოს, მერწყულის ორაზროვანი ფრაზების უკან, ჭეშმარიტი შინაარსის დაჭერა და როცა იგი ამბობს, მოდი ოთახის კუთხეში გაჩენილი ლაქა საღებავებით გავაფერადოთ, ვითომ სიქსტინის კაპელაა. მხარი აუბას მას და ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც რეალურად იანვარშია, ივლისის ბოლოს დაიჭიროს თადარიგი იტალიის რომელიმე მყუდრო სასტუმროს დასაჯავშნად.
___________________________
ეს წავიკითხე და კაი იყო... საინტერესოა, აჰმ

________________ეხლა ვნახოთ მერწყულ ქალზე რა ხდება

მერწყული ქალი
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, როგორც წესი თანდაყოლილი ინტუიციით, დახვეწილი, ორიგინალური გემოვნებით და გასაოცარი გამჭრიახობით გამოირჩევიან. ქალი მერწყული, თვალშისაცემი გარეგნობისაა, რასაც ხაზს სამოსის უჩვეულო შეხამებით და საინტერესო ვარცხნილობით უსვამს. აქედან გამომდინარე, მისი არშემჩნევა საზოგადოებაში უბრალოდ წარმოუდგენელია. იშვიათი როდია, რომ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით, არაერთი ცნობილი ლამაზმანი იბადება. ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა მრავალმხრივობა, კრეატიულობა და კომუნიკაბელურობა, მერწყულ ქალთან ურთიერთობა, ნაცნობობის პირველივე დღიდან ძალზე საინტერესოა. თუმცა რაკი იგი თქვენ მიმართ უშუალო, მეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას თქვენთან დაკავშირებით რაიმე სახის შორსმიმავალი გეგმები გააჩნია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ თავს ქალური ფსიქოლოგიის დიდ მცოდნედ მიიჩნევთ, მერწყულ ქალთან ურთიერთობა ის იშვიათი გამონაკლისია, როცა თავადვე შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში. მერწყული ქალების უმრავლესობას, განსაკუთრებული ჩაცმის მანერა გამოარჩევს სხვებისგან. მათი ნიჭი, სხვადასხვა სტილის და ფაქტურის მქონე სამოსი ერთმანეთს ორიგინალურად შეუხამონ, ხშირად აქცევთ ამ ქალებს მოდის მიმდევართა ფავორიტად. საკუთარი გარეგნობის მიმართ ექსპერიმენტული დამოკიდებულება, ამ ქალს ხასიათში აქვს გამჯდარი. ამიტომ დღეს თუ ფაფუკი კულულებით გამოგეცხადათ, ხვალ ან ზეგ საერთოდ თავგადაპარსული რომ ნახოთ, კეფაზე იდუმალებით მოცული ტატუს თანხლებით, ნუ გაგიკვირდებათ.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, ახასიათებთ ადვილად მოერგონ და შეეგუონ ახალ გარემოს. მძაფრად განვითარებული ინტუიცია, ბევრ მათგანს გარშემომყოფთა დამოკიდებულების უშეცდომოდ გამოცნობაში ეხმარება, რაც თავისთავად ხელისშემწყობი ფაქტორია მათთვის, სიტუაციით ლავირების კუთხით. არცთუ იშვიათად ურანის სიხშირის გამო, ბევრი მერწყული ქალი წინასწარმეტყველების უცნაური ნიჭით გამორჩევა. თუმცა ეს უფრო მომავლის ხედვის უნარია, ვიდრე ინტუიციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელი მოვლენების პროგნოზირება. ურანი ხომ მომავლის პლანეტაა, აქედან გამომდინარე მერწყული არცთუ იშვიათადაა დაჯილდოვებული უნარით ჩაიხედოს მომავალში. ბევრი მერწყული ქალის ცხოვრებაში, ხშირად ეს ნიჭი, სიზმრების სახით ვლინდება. საკუთარი საქციელის აფიშირება, მით უმეტეს ახსნა განმარტებების მიცემა ვინმესთვის, თუ რას ან რატომ აკეთებს, მერწყულს არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ქალი მერწყული ყოველთვის იქცევა ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ და არა ისე როგორც მას მეგობარი, პარტნიორი ან ოჯახის წევრი კარნახობს. ამასთან ერთად, გამოხატული პროტესტის გრძნობა მას თითქმის არასოდეს ახასიათებს. შესაძლოა გულდასმით მოუსმინოს თქვენს რჩევას, თავიც დაგიქნიოთ თანხმობის ნიშნად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე მოიქცევა როგორც თავად უნდა. ქორწინებას, როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენელი, ქალი მერწყულიც ძალიან გაურბის. მისთვის ოჯახი საკმაოდ რთული პასუხისმგებლობაა, აქედან გამომდინარე ცოლობაზე რომც დაითანხმოთ, ილუზია იმისა, რომ მას ტრადიციულ დიასახლისად გადააქცევთ, ილუზიადვე დარჩება თქვენთვის. საიმისოდ, რომ ამ ქალს თავი მოაწონოთ, რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს. მას ნებისმიერი მამაკაცი მოეწონება, რომელიც მოახერხებს იყოს ბუნებრივი-ანუ ის ვინც სინამდვილეშია. ამის იქეთ, ბილ გეითსის შორეული ნათესავი ხართ თუ უბრალო ოფიციანტი მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს.
________________________
ანუ ის არ უნდა მეთქვა, რომ ქალი კუხნაში უნდა იყოსო

_______________________
მერწყული – ის ალბათ ყველაზე ექსცენტრული და არაორდინალურია საკუთარი გარეგნობითა და ვიზუალური იმიჯით ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის. მერწყული ქალის ურანული ბუნება ჩაცმა-დახურვის საკითხშიც, ისევე როგორც ყველაფერში აბსოლუტურ თავისუფლებას მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ მერწყულისთვის სამოსი ხშირად არის თვითგამოხატვის თავისებური საშუალება. თუმცა, ამ ზემოთ ხსენებული "თვითგამოხატვის" ფორმით, იგი ხშირად შოკში აგდებს ცივილიზებული სამყაროს დიდ ნაწილს. მისი იმიჯი თამამად შეგვიძლია "ფუფალას" სტილს შევადაროთ. ჯინსის შარვალზე კორსეტი, საწვიმარზე ლაქის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ნაქსოვი სვიტერი და ხავერდის ქვედაკაბა... იგი იცმევს ისე, როგორც მის გულს უხარია და მოსწონს... მაგრამ ამით ხშირად ესთეტიურ შეურაცხყოფას აყენებს სხვა, გაცილებით უფრო დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ურჩევენ მერწყულს ექსპერიმენტები სამკაულის შერჩევის, ან ფერებით ლავირების კუთხით ჩაატაროს. ხოლო სამოსში უფრო მეტი უპირატესობა მიანიჭოს კლასიკურ ელემენტებს.
___________________
ფუფალას სტილს ვეთანხმები
This post has been edited by Limpopo5 on 30 Nov 2014, 09:11
I'm quite illiterate, but I read a lot.
წავედი ფორუმიდან, აღარ გამომეხმაუროთ :drug: