Semele ჰო ^^ გიხდებათ ჰაერებს წყლის მთვარე, სენსიტიურობას და ნიშნისთვის შესაბამისი ინტიმით გიკეთებთ დანამატს , წყალს კიდევ ზუსტად ეგ აქვს , ინტიმურობა ( მაინც და მაინც ახლა დამავიწყდა ის ტერმინი , რომელიც მჭირდებოდა :დ ) თევზს სხვა, კირჩხიბს სხვა, მორიელს სხვა მაგრამ სამივე მაინც წყლისთვის საერთო

))
პ.ს. + იმასაც მივაწერ რომ კლასიკური თხის რქის განლაგებამ ( ზემოთ რომ სტელიუმი ვახსენე) საშუალება მომცა თხის რქის იშვიათი სფეროები გამეხსნა, ( იმ დროს როცა პლანეტები ურთიერთშეთანხმებულია) იქნებ ეგეცაა? ჰო იცი რამდენიმე მიზეზი ქმნის ხოლმე სურათს , აიკინძება ზამთრისთვის გადასანახი ჩირივით :გიგი:
* * *
Cecy Elliott მთვარის მხრივ გაგიზიარეს უკვე და მზის მხრივ ჩემს ხედვას გაგიზიარებ, მორიელთან დაკავშირებით, თავის დროზე ვექტორებზე ბევრი ვიკვლიე

)
მორიელი - ვერძი ვექტორული კავშირია, სადაც მერვე ნიშანი არის მორიელი და მეექვსე ნიშანი ვერძი . ანუ მორიელი "ბატონი" და ვერძი "მსახური" ნუ ეს შერქმეული ტერმინებია და პირდაპირი მნიშვნელობით არ აღიქმება მთლად ( სოციუმში დამკვიდრებული წარმოსახვით )
ანუ რა ხდება ასეთი კავშირის დროს , ჯერ წყობის თვალსაზრისით დავწერ

) როცა ჩნდება ორმხრივი ინტერესი, ასეთ კავშირებში პირველი ინიციატორი არის ბატონი ( ამ შემთხვევაში მორიელი) მისი ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა მეექვსე ნიშნისთვის, იქიდან გამომდინარე რომ ენერგეტიკულად მერვე ნიშანზეა "დამოკიდებული". მისი საყრდენია მორალური, ენერგეტიკული და ყველანაირი თვალსაზრისით , სოციუმში კი ამ ორ პერსონას თუ ავიღებთ, მერვე ნიშანი აღიქმება როგორც "მართალი" მეექვსე ნიშანთან ( გარე გამოხატულებაში) , ანუ უნდა გაითვალისწინო ეს ფაქტი რომ ურთიერთობისას მეტი ყურადღება და დაკვირვება დაგჭირდება . თავის მხრივ ბატონს ( მერვე ნიშანს ) სიამოვნებს კიდეც მზრუნველობის გამოჩენა მეექვსე ნიშნისადმი, კეთილგანწყობილია და ეხმარება ენერგეტიკულ მორალური თვალსაზრისით . მეექვსე ნიშანი თავის მხრივ, მის შემეცნებას, ინფორმაციულ ზრდას უზრუნველყოფს, შრომობს კიდეც მისთვის ანუ აკეთებს მისთვის სასიკეთო რამეებს . დაბალ განვითარებაში ( ან როცა რამე მხარეებია დასამუშავებელი, ჩვენ შევეჩვიეთ აღქმას რომ განვითარებული ყველაფერში საუკეთესოს ნიშნავს და ეს ასე არ არის, იქაც არის ხოლმე დასამუშავებელი მხარეები , სფეროები და ა.შ.) მეექვსე ნიშანს შეიძლება დაუჩნდეს ბატონის ადგილის დაჭერის სურვილი, ანუ ეჯიბრება, სურს რომ მასზე უკეთესი იყოს და ფიქრობს რომ ეს მოუტანს თავდაჯერებას , ეს არის ხოლმე მისთვის მახე.. შეიძლება ეცადოს რომ იმსახუროს კიდეც .ამას უნდა აუქციოს გვერდი, პიროვნულ პაექრობას და უბრალოდ იყოს უკეთესი თავის თავზე - ვიდრე იყო მანამდე

))))) თავის მხრივ დაბალ განვითარებაში ბატონსაც უჩნდება ხოლმე თავისი ხუშტურები

)) ანუ ასტროლოგები ასახელებენ რომ კომპლექსების წარმოჩენა ხდება ასეთ დროს ცუდი ფორმებით . რომელიმესთან ან ორივესთან - შეიძლება ერთიდან ყველამდე :დ მაღალ განვითარებაში ორივე მხარე გასცემს და იღებს სიტუაციისთვის სწორი ფორმებით და ერთმანეთს ეხმარებიან შიშებისგან, ფობიებისგან და ა.შ. განთავისუფლებაში , თავდაჯერებულობაში , წინსვლაში. აქ უკვე კომპლექსების კარგი ფორმით აღმოფხვრასაც აქვს ადგილი და საკმაოდ ნაყოფიერი კავშირი ხდება

)
ზოგადად გამოყოფენ ამ კავშირის ორ მიმართულებას, ერთი ესაა სასიყვარულო - აქ მეტი ძალისხმევაა ხოლმე საჭირო რომ მაღალ დონეზე წარიმართოს , მეტი მზაობა პიროვნულად. ასტროლოგები რთულ კავშირად აღიქვამენ ამის გამო. რაც შეეხება მეგობრულ და საქმიან კავშირებს, აქ უფრო წარმატებულად ითვლება ასეთი კავშირები .
წყობის თვალსაზრისის შემდეგ უკვე გასათვალისწინებელია რომელ ნიშნებთან გვაქვს საქმე, ესაა მორიელი - ვერძი . ამის მიხედვით იფერება და ეძლევა მეტი შინაარში ურთიერთობას, როგორი ტიპაჟებიც არიან, როგორი პირადი რუკა აქვთ და ა.შ. იმის მიხედვით ახდენენ გამოვლებას , გადმოღვრას

))
მოკლედ დავწერე , მთავარი რაც გამახსენდა :დ