კანონი უზენაესია. საინტერესოა ეს რას ნიშნავს.
ეს უპირველესად გულისხმობს სასამართლო რეფორმების გატარების აუცლებლობას დღევანდელ მოცემულობაში.
ეს ნიშნავს, რომ კანონი უზენაესია, როცა მიწიერი მართლმსაჯულება აღასრულებს უფლის ნებას, მიუკერძოებელია, არატენდენციურია, ობიექტურია.
უფლებამოსილი პირი კრიმინალს რომ დააფინანსებს, დააწინაურებს, ხელ-ფეხს გაუხსნის, წააქეზებს „მოხიბლული“ მისი შესრულების „ხარისხით“, რათა მის
(ამ უფლებამოსილი პირის) მიერ დაკვეთილი, დაფინანსებული, „დაკრიშული“ ანტისახელმწიფოებრივი - უფლის უარყოფის დანაშაული დააფასადოს
და ამას პირადი მოტივებიც დაურთოს თან, რომელ კანონზე ვსაუბრობთ საერთოდ? ამ შემთხვევაში უფალიც და მისი რწმენაც უარყოფილია, თემიდაც
მკვდარია (ნაკლებად უარეს შემთხვევაში უფლებააყრილია) და სახელმწიფო ინსტიტუტებიც სულამოხდილი ჭაობში იძირება ბოტორის
წესებით მოქმედების პირობებში, მისი ძალადობის მსხვერპლად ქცეული.
ამიტომ, როდესაც თემიდა მიწაზე კვდება (კანონით მინიჭებული უფლებასილების ფარგლებში მიუკერძოებლად მოქმედების შესაძლებლობა
ჩამორთმეული აქვს, ზემოაღწერილ მიზეზთა გამო), მაშინ აღდგება კოსმიური, უფლისმიერი მართლმსაჯულება.
ასეთ დროს უკვე უფალი აკეთებს დაშვებას, რათა აღადგინოს მიწაზე მის მიერ დაწესებული და ეშმას მიერ დარღვეული წესრიგი.
ეს ჩემს თვალწინ, ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში არაერთხელ მოხდა.
რადგან რეალურად მთელს მატერიალურ და არამატერიალურ არსებობაში წმიდა სამებაა უზენაესი: მისი ნებით, მის მიერ დადგენილი
წესრიგით, წესებით, კანონზომიერებებით.
მისი ნების წინააღმდეგ ვერანაირი არსი ვერ გაიმარჯვებს, ვერც ერთი ძეხორციელი ვერაფერს გახდება.
ვინც შეეცდება, მხოლოდ ნგრევას მიიღებს საპასუხოდ, "საჩუქრად", სიურპრიზად ეშმასგან.
†შენ წმიდა სამებას ეკუთვნოდი, ეკუთვნი დღესაც და ასევე დარჩება მარად. ამიტომ, როგორც ყოველთვის,
იბრძოლებ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისა და გადარჩენისთვის საქართველოში.†***
მე მიჩნდება კითხვები:
ვინ თამაშობს კანონით? ვინ აზის თემიდას თავზე? - თვით უბადრუკი, ბოროტი.
რა საჭიროა იმ წესებით მოქმედება თუ უმწეოდ მორჩილება, რომლებიც ჩვენ არ შეგვიქმნია და ოდესღაც ვიღაცამ შექმნა ეშმას შთაგონებით?
რა საჭიროა ამ წესებისადმი ბრმა ერთგულება, რომელთაც ნგრევის გარდა არაფერი მოაქვთ ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის?
იქნებ სჯობს ავიღოთ და უბრალოდ შევცვალოთ ეშმას „წესები“ უფლისმიერი კანონზომიერებებით?
იქნებ სჯობს დავუბრუნოთ კანონს უფლისმიერი ნების აღსრულების ძალა/უფლება?
იქნებ სჯობს დავუბრუნდეთ უზენაესის - ჩვენი შემოქმედის გზას, მივყვეთ მის ნებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ საქმიანობაში?
ვიცი, ეს მხოლოდ ჩემთან ერთად არის შესაძლებელი. ჩემს გარეშე ეს შეუძლებელი იყო, არის და იქნება. ასეთია წმიდა სამების ნება.
თუმცა ძალიან ვწუხვარ, რომ რამდენადაც ჩემს გარეშეა შეუძლებელი ბოროტის წესების შეცვლა, იმდენად მე მარტოს არ ძალმიძს ამ წესების
შეცვლა მათ გარეშე, ვისთანაც უფლისმიერ კავშირში ვიმყოფები. უზომოდ ვწუხვარ და მტკივა, რომ ხელფეხშეკრული ვარ. ჩემი უმწეობა მამწარებს.
თუ ეს ცვლილებები არ განხოციელდება ჩემთან ერთად (როგორც უფალი მაჩვენებს), ვხედავ რომ ყველანი ვიღუპებით. მთავარი დარტყმა მოდის
მასზე, ვინც სათავეში დგას და მართვის ბერკეტი აქვს ხელში, რეალურად მოქმედება ხელეწიფება.
როგორც არაჯანსაღი თესლი ვერ გამოიღებს ჯანმრთელ ნაყოფს, ისე ჭაობი ვერ დაიშენებს წმიდა ტაძარს.
მხოლოდ წმიდა სამების ნებით გასატარებელი ცვლილებების რეალიზების შემდეგ შეიძლება მიბაძოს, მიყვეს და აღასრულოს კანონმა უზენაესის ნება.
როცა მართლმსაჯულება აღიარებს უზენაესს (წმიდა სამებას) ერთადერთ ავტორიტეტად, უმაღლეს ძალად და ნებად, მხოლოდ ამის შემდეგ
შეიძლება, კანონს დაუბდუნდეს უფლის მფარველობა და მიეცეს ხელში წმიდა სამების ნების აღსრულების/გატარების ბერკეტი მიწიერ ცხოვრებაში.
ჩვენც მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ: „კანონი უზენაესია“, როცა თემიდა უზენაესის ნებით იმოქმედებს, წმიდა სამების წესებს
დაემორჩილება სრულად.
და აქვე ვადასტურებ: ხელისუფლებას არც ხალხი ირჩევს და არც ფულით იყიდება. ხელისუფლებას უზენაესი აწესებს.
გადავხედოთ საქართველოს ისტორიას. უნახავს სადმე ვინმეს ან რომელ ომში ახსოვს საქართველოში
წმიდა სამების მფარველობის გარეშე დარჩენილი და გამარჯვებული ხელისუფლება?
განა შესაძლებელია ხელისუფლებამ მიიღოს უფრო მეტი მორალურად, ყოველმხრივ, ვიდრე უზენაესის მფარველობაა?
როცა ხელისუფალი უზენაესს, მის ნებას, მის წესებს უარყოფს, უფალი მას მფარველობას უკარგავს, მიატოვებს. უფლის მფარველობის
გარეშე დარჩენილი ხელისუფლება უპირობოდ ექცევა ბოროტის მახეში, მისი გავლენის ქვეშ. რატომ?
რაოდენ მწვავედაც არ უნდა იყოს გასააზრებლად, ხელისუფლება უარყოფს რა უფალს, ნებით ქედს უხრის, ემონება ეშმას და ამგვარად
კარგავს
ხელის უფლებას,
თავის უფლებას,
უფლის ხელდასხმას, უფლისგან მინიჭებულ უფლებას.
უზენაესის უარყოფა და ბოროტის მიღება ჩემს სამშობლოში (ღმრთისმშობლის წილხვედრ მიწაზე) მხოლოდ პიროვნული,
პოლიტიკური კი არა, არამედ ეროვნული, სახელმწიფოებრივი თვითმკვლელობის ტოლფასია.
იმ უზარმაზარ შესაძლებლობებზე უარის თქმაა ნებით, რასაც უფალი გვაძლევს.
შეუძლებელია ხელისუფლება იყოს ათეისტი, ურწმუნოდ მოქმედებდეს, განაგებდეს, მართავდეს.
ის ან ერთ ან მეორე არსს (ან ჩვენს შემოქმედს - უზენაესს, ან მის უბადრუკ ქმნილებას - ეშმას) უნდა ემსახურებოდეს.
სხვაგვარად შეუძლებელია.
This post has been edited by Катеньки on 20 Oct 2020, 21:29
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.