მე მყავს ნანახი საკუთარი თვალით.
არ შემშინებია, სულ რაღაც 45-50 მეტრში აიზიდა ორ ფეხზე და გახდა დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლის.
თან ღრიალებდა.
თოფი კი მქონდა, მაგრამ არ ვესროლე, რადგან ფრინველზე ვიყავი გასული სანადიროთ და საფანტის ვაზნები მქონდა.
მოკლედ, მშვიდად დამთავრდა ჩვენი შეხვედრა.
დავიწიე უკან ისე, რომ ზურგი არ მიჩვენებია.
გამოვცდი და ავგლიჯე მანქანისკენ.
იქიდან უკვე ყველაფრის გამანადგურებელი იარაღი ავიღე და დავაწექი ისევ მთაში.
აღარ გამოვიდა.
შემეძლო მესროლა იმ მიმართულებით, სადაც ბუჩქებს გლიჯავდა, მაგრამ დავფიქრდი.
-მან მე სიცოცხლე მაჩუქა, სრული უპირატესობა ჰქონდა პირველ შეხვედრისას, მაგრამ დამინდო და არ დამფლითა.
ახლა მე ვიყავი ყველანაირად მასზე მეტად მომზადებული.
არის ასეთი გრძნობა, ადამიანობას ვეძახით.
ამიტომ აღარ მივუშვი იმ მხარეს ტყვიების ნაკადი.
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სანანებელი მექნებოდა, დავუშვებდი გამოუსწორებელ შეცდომას, ანუ არაკაცობა იქნებოდა ჩემი მხრიდან იმის მოკვლა.
ზემოთ მოგახსენეთ, არ შემშინებიათქო.
შეშინება და ან დამგლიჯავდა, ან კიდევ შიშისგან მართლა იეტი მეგონებოდა.
არადა უშველებელი შავი დათვი იყო.