და ბავშვები? ძიძასთან? 
  მე მახსოვს კატებს ვაწვალებდი ბავშვობაში, დიდი ძაღლი მყავდა სოფელში და დაბმული იყო კატას ვუგდებდი ხოლმე, მაგრამ სასაცილო ის იყო, რომ ამ ძაღლს კატის ეშინოდა, გერმანული ნაგაზი იყო. ხოდა ერთი იქეთ მირბოდა, მეორე აქეთ, ეს ძაღლი დაბმული იყო და წკმუტუნებდა მერე.
კიდევ მახსოვს, ჩემს პატარა ძმას დავუძახებდი, ინდიელები ვიყავით ვითომ. ვაკეთებდი მშვილდ ისარს და ქათმებს დავსდევდით 

 ერთხელ ეს ისარი ჩემს ძმას გავარტყი და შუბლი გავუტეხე 

 აუ ისე, რაც ჩემი პატარა ძმა მე მყავს გადარჩენილი და "დანაჩეხი" 

 ერთხელ გინდა თუ არა მხრებზე უნდა შევისვა-თქო, ხოდა გადმომივარდა და თავი გაუტყდა 

 ერთხელ, პატარები ვიყავით და კომშის ხე იყო გარაჟთან, მაგრამ გარაჟზე უნდა ასულიყავი რომ მოგეკრიფა, ხოდა გვიან ღAმე იყო, მარიამობა, ეგეც მახსოვს. მეზარებოდა და ჩემ პატარა ძმას ვუთხარი კომში არ გინდა-თქო? იმან კიო. ხოდა მეც რაღა მინდოდა, აგერ აგიყვან და მოკრიფე-თქო. ავიდა, მაგრამ ჩამოსვლისას ფეხი დაუცდა და ზურგზე დამეცა 

 ამჯერად ორივე დავზარალდით ზურგის ტკივილით 

 ერთხელ კიდევ ვაშლი მინდოდა და ხეზე ავუშვი, ხოდა მოტყდა ტოტი და თავით გადმოეშვა, მაგრამ დავიჭირე და გადარჩა ამჯერად თავის გატეხვას 

 ისიც ვერძია სხვათაშორის, მაგრამ "დებილი" ვერძი 

ყველაზე მაგარი სასაცილო ჩემი უფროსი ძმა, ნუ არ ვიცი რამდენად მართალია, შეიძლება ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. დედაჩემი და მამაჩემი ამბობენ რომ არ ყოფილა ეგეთი რამ... თუმცა მე მახსოვს, რომ თავზე იხურავდა "გარშოკები" რომ იყო ადრე თუ იცით, ბავშვები "ვკუკავდით", მრგვალი რაღAც იდო და ეხსნებოდა.... ხოდა ამას იხურავდა თავზე, ხელში უნიტაზის რაღაც რომ არის ჯოხი რეზინინაი თAვით, იმას იჭერდა, ხელის გულს პირზე ირტყამდა და ინდიელის ხმებს გამოსცემდა 

  სამწუხაროდ, ნამდვილად არ ვიცი სიმართლეა თუ არა, შეიძლება ჩემი წარმოსახვაა, რადგან არავის ახსოვს ჩემს გარდა და მე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ.  
 
        
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!