..... მაგრად ვხალისობ ზოგჯერ ფორუმზე

კატეგორიის ადამიანები რომ არიან, საკუთარი თავი ყველაზე "ყველაზე" რომ ჰგონიათ, თან თვითონ რომ "ნაზობენ" და "თავმდაბლობენ"

უცებ ვინმე რომ გამოჩნდება და რამეს ეტყვის, ეგრევე შეცბუნდებიან, გაიფიქრებენ "ეე, ეს როგორ გამიბედა" და აუტეხავენ ერთ ამბავს

მერე ვერაფერს რომ გახდებიან, დაშოშმინდებიან და ტაქტიკას ცვლიან...
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ასეთ ხალხს ბევრი "კერპთაყვანისმცემელი" ჰყავს, ყველა განყოფილებაში ალბათ

ხოდა, ააფახულებენ ამ თვალებს ნაზად

და მოუხმობენ ამ "ნაზირ-ვეზირებს" საშველად

ისინიც მოვლენ, აქებენ და ადიდებენ, "ლაქუცობას" არ დაიშურებენ, ბევრ "პლიუსს" ჩაიწერენ "დედოფლის" თვალში და მისი გამბრაზებლის რჩევა-დარიგებასაც არ მოერიდებიან...
რა ბედნიერებაა, რომ არ მყავს ერთი ნაცნობიც კი ფორუმზე, რომ ასეთი კატეგორიის ხალხში "გავიდე" მეც

უფრო მეტი ბედნიერება ის არის, რომ საკუთარი თავის დასაცავად სხვისი დახმარება არ მჭირდება, ჭკუა-გონებაც "მიჭრის" და არც ფიზიკურ ძალას ვუჩივი
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!