ძალიან მესიმპათიურება ამ თემის ავტორი პოსტების მიხედვით და ხელი არ ახლოთ ( მარსი ვერძში მყავს

)
კულტურული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს

იმდენად მაღიზიანებენ უკულტურო "პიდარასტები", რომ სექსუალურ ორიენტაციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის...
აი, ზუსტად ვიცოდი ( მზით თევზები ვარ და ვანგას ინტუიცია მაქვს), რომ კონკრეტულად ეს ადამიანი, ადრე თუ გვიან დასვამდა ამ შეკითხვას - აი, ვიცი, რომ დამცინებთ, მაგრამ მე მასში ვხედავ ჰეტერო თუ არა ბისექსუალურ პოტენციალსაც კი.
ზოგადად, დაინტერესებული ვარ სექსუალური უმცირესობების ფსიქოლოგიით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით და ისედაც, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, წმინდა ნინოს სახელი მქვია და გუშინ სრულიად დაუმსახურებლად ვეზიარე( სასწაულია, ჩემთვის), არანაირად არაა ეს ჩემთვის ტრაგედია.
ადამიანების ორიენტაციის ჭრილში არ განვიხილავ და პატივს ვცემ მათ პიროვნულ არჩევანს.
ვინც უცოდველია, ქვა პირველად იმან ესროლოს

განვაგრძობ.
რომ წავიკითხე მერწყული ვარო, არ გამკვირვებია.
მყავს ერთი მეგობარი, ბიჭი, მზით ქალწული და მთვარით მერწყული, ძალიან არეული ორიენტაციის.
ჯერ იყო ჰეტერო.
მერე გახდა ბი.
ბოლოს გეი.
ახლა ისევ ბია.
კაცმა/ქალმა არ იცის რას გვიმზადებს მომავალში

ზუსტად ჩამოაყალიბეს , ზემოთ, რომ ბისექსუალი პლანეტაა ურანი.
ეს ნიშნავს, რომ უზარმაზარი სექსუალური პოტენციალის/პოტენციის მქონეც.
უბრალოდ, ზუსტადაც, რომ გემოვნების საკითხია

რადგან მარსი და ვენერა თევზებშია ( ვენერა მეც თევზებში მყავს), გავლენა ექნება ამ ნიშნის.
ამიტომ "იკვლევს"

თევზები ერთ-ერთი ყველაზე უფრო სექსუალური ნიშანია, მაგრამ მუდმივად იკვლევს საკუთარ თავს ამ კუთხით, ამიტომ, მისთვის შემთხვევითი სექსუალური კავშირები არარეკომენდებულია, უფრო მუდმივი პარტნიორის ყოლისკენაა მიდრეკილი.
მარტივად რომ ვთქვათ, მონოგამია, შინაგანად.
მე მაქვს ჩემი თეორია.
რაც არ უნდა შემეკამათოს ვინმე, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ძალიან ძალიან ბნელ ქვეცნობიერში, "დაშვების" დონეზე ყველანაირი ორიენტაციის შეიძლება იყოს.
გენეტიკა/გარემო/ფიზიკური მონაცემები/აღქმის სიღრმე/სპექტრი აყალიბებს, საბოლოოდ გემოვნებას, მათ შორის სექსუალურს.
მაღიზიანებს ნებისმიერი სახის სექსუალური პროპაგანდა თინეიჯერებში, რადგან გარდატეხის ასაკში მოზარდი განსაკუთრებულად ლაბილურია და ბევრს აურჩევია განსხვავებული ორიენტაცია, ზუსტად "მიმბაძველობის" გამო.
კვლევების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 7% ისედაც არაჰეტეროა, დაბადებიდან.
მე ჰეტერო ვარ. გოგო. განსაკუთრებით მოვწონვარ ბისექსუალებს . დამანებეთ თავი, გოგონებო

მაინც ვერ "შემაცდენთ"

)))))
მომწონს საკუთარი ორიენტაცია.
სხვათაშორის, აქ სასწორ მამრებზეც დაიწერა ( მე მთვარით ვარ სასწორი).
ქმარი მყავდა მზით სასწორი და იმდენად ნიუანსური და გემოვნებიანი ტიპი იყო, რომ სულ ვამბობ, ის ადამიანი იყო ლატენტური ბისექსუალი.
არ ვაბრალებ, ვგრძნობდი.
ცოლიც ჰყავს ახლა და შვილიც შეეძინა.
შეიძლება , ვცდები
This post has been edited by კაქტუსი on 28 Jan 2015, 23:21