#44231235 · 4 Apr 2015, 22:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MySweetAudrina
QUOTE | და როგორ შეიძლება ამის გარკვევა? თვითონ ადამაინს უჩნდება დაუკებელი სურვილი სხვების დასახმარებლად? და შესაძლებელია თავისი ცხოვრების გარკვეული ეტაპი სულ არ ფიქრობდა და განიხილავდა ამას, დავუშვათ 20 წელი და მერე უცებ მოხდა ცხოვრებაში ისეთი რამ, რამაც დააფიქრა ასეთ საკითხზე.
|
დიახ თვითონ აქვს ეს სურვილი, ღვთაებრივი თვისებაა ეს ადამიანთა თანაგრძნობა. დახმარების ეს სურვილი თავს იჩენს გარკვეულ დროს, როცა ადამიანი მზად არის სიკეთის და სიყვარულის გათავისებისთვის და წარმოჩენისთვის. დიახ.. გარკვეულ წლოვანებისას ბედი ადამიანს ჩააფიქრებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, ცნობიერება მადლის სახით გვაქვს მონიჭებული.
QUOTE | მე მაინტერესებს, თუ არის შესაძლებელი ადამიანი მიხვდეს, აი ამ "სულის მოგზაურობის" რა ეტაპზე იმყოფება,.. იქნებ მადლობის სათქმელად ვარ მოსული, როგორ შეიძლება ამის გარკვევა? |
მადლობის გამოხატვას თუ თანაგრძნობას ადამიანი მთელი თავის განვითარების პერიოდში მეტად თუ ნაკლებად სულ სწავლობს, ხოლო როცა ის მომენტი დადგება როცა ის იმ ზღურბლზე მივა სადაც სულიერ სამყაროს გადმოსახედიდან შეხედავს ამ ცხოვრებას, აი მაშინ გამოადგება ეს სწავლა, ვინაიდან მაშინ მან უნდა გადაწყვიტოს მოუბრუნდეს ისევ ადამიანებს დასახმარებლად თუ გავიდეს სასუფეველში და იქაური ცნობიერი ყოფიერებას ეზიაროს. ეს ხელთდასხმის პროცესია და აქ ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით ბრუნდება უკან, ვინაიდან მას უკვე გამომუშევებული აქვს ეს უნარი დახმარებისა, საკმარისი სიყვარული აქვს ადამიანებისადმი, სხვანაირად ის ამ გამოცდას რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ვერ ჩააბარებს. ხელთასხმულნი თუ წმინდანნი მოდიან ამ ქვეყნად რომ ადამიანებს დაეხმარონ ისინი ბედზე აღარ არიან დამოკიდებულნი ისინი ბედს ფლობენ და არიან ბედ-ნიერნი. ეს გარკვეული მსხვერპლიც არის კაცობრიობისადმი, ქრისტე ღმერთმა გაიღო ასეთი მსხვერპლი და მის გზაზე მყოფი წმინდანებიც თავის პატარა წვლილს მადლიერებისა აგრეთვე გაიღებენ ხოლმე. ეხლა შეადარე შენს შემთხვევას ეს ნათქვამი და მიხვდები, ჯერ უნდა ეზიარო ზენა სამყაროს, ქრისტეს გზაზე მდგომმა უნდა გაითავისო ეს და ხილვებიც გქონდეს, ეს ეტაპი ყველაფერი იმ წიგნშია გადმოცემული.
QUOTE | კიდევ მაინტერესებს თუ არსებობს ასტროლოგიას და რეინკარნაციას შორის რაიმე დამოკიდებულებ? თუ ხარ გათვითცნობიერებული ასტროლოგიაში. |
არ ვიცი ასტროლოგები აღიარებენ თუ არა რეინკარნაციას, მგონი არა.. მაგრამ რეინკარნაცია არ გამორიცხავს ასტროლოგიას, პირიქით უფრო ღმადაც წარმოჩინდება იგი.. მაგალითად როცა ადამიანი ინკარნაციებში სხვა და სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადება, ამით ადამიანი თავის თავში დაატარებს სხვა ზოდიაქოს ნიშნებისაც თუ პლანეტების ზემოქმედების იმპულსებს, სწორედ ეს არ აწყობთ ასტროლოგებს ალბათ, ვინაიდან მათი ერთ ცხორებაში ზემოქმედებით განხილვა ადვილია მათთვის მაგრამ ადამიანი რომ სხვა ცხოვრებიდან სხვა ზოდიაქოს ზემოქმედების იმპულსებსაც დაატარებს ამის განსაზღვრა ძალზედ ართულებს მათ გამოთვლებს, ამიტომაც არის რომ მთლად ზუსტი არაა ასტროლოგთა დაკვირვებები და ამიტომაც უფრო ეზოთერიკაში ჰპოვებს გამოხმაურებას, მეცნიერულად ვერ ქაჩავს.
QUOTE | შესაძლებელია, რომ მართლაც რომ სულთან იყოს კავშირში, თუ უბრალოდ ჩემი ახირებაა? |
დიახ სწორედ მაგ ასაკში მთავრდება ადამიანის სრუყოფილება და იწყება ახალი ანუ 28 წელში ადამიანი ყველანაირად მზად არის სულიერი სამყაროს შეცნობისთვის, რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც ზოგი უფრო ადრე იწყებს ზოგი უფრო გვიან, მაგრამ ნორმალური რითმი 28-ე წელთან არის დაკავშირებული, ადამიანი გადის 7 წლიან ციკლებს და მეოთხეზე ანუ 28 წლის უკვე ყველანაირად ჩამოყალიბებულად ითვლება (ფიზიკური ზრდა, ეთერული პროცესები/ენერგია/, სექსუალურიბა/ასტრალური/ და ინდივიდის გამოკვეთა/მეობა/) ..
--------------------
ლოცვა: …იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო... იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა. yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt. © Artist
|