კარდინალური ნიშნები, როგორც სახლის მმართველები 
ყურადღება მიაქციეთ, რომელი სახლი რომელი ზოდიაქოს ნიშნით იწყება ( სახლის კუპსიდი რომელ ნიშანშია, ანუ სახლის მმართველ ნიშანზეა საუბარი )
ვერძი- კარდინალური ცეცხლი, არის მოქმედების, ინიციატივის, ახალი წამოწყებების ნიშანი, მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში, მიანიშნებს ადამიანის სურვილზე იყოს ყურადღების ცენტრში და პირველი. მათი საყვარელი ფრაზაა „ახლა!“, ვერძის ნიშანი რომელ სახლშიც მდებარეობს, იმ სფეროებში ვართ აქტიურები, იმპულსურები და ვიღებთ ინიციატივას.
კირჩხიბი- კარდინალური წყალი- ინსტინქტური მოქმედებების მმართველი, ლოგიკურ გადაწყვეტილებების ნაცვლად ინტუიციური. როგორც კი კირჩხიბი იმას მოიპოვებს რისკენაც იღწვოდა, მის მიმართ ინტერესს კარგავს. კირჩხიბი რომელ სახლსაც მართავს,იმ სფეროებში ვართ ცვალებადი, ემოციური, ინტუიციური და ინსტინქტური.
სასწორი- კარდინალური ჰაერი. რეაქციის ნიშანი,ვერძი თუ ინდივიდურად მოქმედებს,სასწორი-ჯგუფურ მოქმედებას გამოხატავს.ხედავენ ორ დაპირისპირებულ მხარეს და შეუძლიათ მეორე მხრის ნააზრევის გაგებაც. სასწორით მართულ სახლის სფეროებში მოგვწონს პარტნიორობა, სიმშვიდე, სიწყნარისკენ, ჰარმონიისკენ გვაქვს მიდრეკილება
თხის რქა- კარდინალური მიწის ნიშანი, ანგარიში, დაგეგმვა, სიფრთხილე სწორედ თხის რქის მახასიათებლებია. მისი მდებარეობა რუკაში მიანიშნებს რომელ სფეროებში ვართ ორგანიზებულები, ანგარიშიანები და ამბიციურები.ყურადღება მიაქციეთ სატურნის მდებარეობასაც
უფრო ვრცლად, 12 ნიშნის ელემენტტი და მოდალობა : 
http://astroblogi.com/12-%E1%83%9C%E1%83%9...83%90%E1%83%9A/   
მიმაგრებული სურათი