უფრო მომხიბვლელი რომ იყოთ - რჩევები ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვერძივერძი!!!
ის ზოდიაქოს პირველი ცეცხლოვანი ნიშანია და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ქალისთვის ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადება სულაც არ გახლავთ "სამყაროს საჩუქარი" - უფრო პირიქით, მას ხშირად სდებენ ბრალს არაქალურ საქციელში იმის გამო, რომ მამაკაცური ენერგიის მქონე პლანეტა მარსი მართავს და ნამდვილად აკლია რეალურ ცხოვრებაში ქალური სინაზე და ეშმაკობა.
ვერძის სიმბოლო ცხვარი გახლავთ. შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებული ქალები უეშმაკოები, მაგრამ აუტანლად და უაპელაციოდ ჯიუტები არიან. თუმცა სიფიცხე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლია მათ ხასიათში, მალე გადასდით, თუ რა თქმა უნდა გააფთრების მომენტში ვინმე ცუდად არ მოჰყვა მათი მრისხანების არეალში.
ყველას არა, მაგრამ საკმაოდ ბევრ ვერძ ქალს გააჩნია პრობლემები პირად ცხოვრებაში იმის გამო, რომ მამაკაცებთან მოქცევისას ხშირად აბსოლუტურად არაადეკვატურად და შეუსაბამოდ იქცევიან. ეს ის ქალია, რომელსაც შეუძლია, ყველა საქმე კაცზე უკეთ, უფრო სწრაფად და ყოჩაღად გააკეთოს. ჰოდა, მე თქვენ გეკითხებით უნდა კი ჭეშმარიტ მამრს (ისეთს როგორზეც ყველა ქალი ვერძი ოცნებობს გულში) ქალი, რომელიც მას უბოდიშოდ ეცილება მონოპოლიას? არა, არა და არა!
საიმისოდ, რომ ქალი ვერძი პირად ცხოვრებაში ბედნიერი იყოს, მან უნდა ისწავლოს უმთავრესთაგან უმთავრესი საკუთარი ფეთქებადსაშიში ხასიათის დაოკება. მეტი დათმობა და ლოიალურობა უნდა გამოიჩინოს პარტნიორი მამაკაცის მიმართ. ნაკლებად დაღალოს მეორე ნახევარი უსაფუძვლო ეჭვებით - ვერძი, რომელსაც ვინმე მართლა უყვარს, საშინლად ეჭვიანი ხდება, ასევე აუცილებელია, ხანდახან მაინც მამაკაცს თავი მოაჩვენოს სუსტად და დაუცველად. მართალია, რეალურად ყველა ვერძი საკმარისზე მეტად ამტანი და ძლიერია, მაგრამ მერწმუნეთ, მამაკაცების დიდი ნაწილი ამ ქალს სწორედ მისი ამ სუპერდამოუკიდებელი და "ყარაჩოღლური" ხასიათის გამო გაურბის ყველაზე ხშირად.
აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს პირადი ბედნიერების მოსაპოვებლად ევალებათ, რომ საპირისპირო ნიშანს - სასწორს დაესესხონ გარკვეულ თვისებებში, რომელშიც შედის სირბილე, დიპლომატია, მოსმენის უნარი და რაც ყველაზე მთავარია, საჭირო დროს, საჭირო სიტუაციაში დროულად გაჩუმება.
Swan:)ჰა, წაიკითხე და იქნებ გახდე "უფრო მომხიბვლელი", რომ ხარ "უჟმური"