გავერთოდ ცოტა და გავხალისდეთ!
იდეა დამებადა ერთერთი ცნობილი ჯგუფის სიმღერის ძებნისას!
რამოდენიმე ვარიანტები მქონდა თითოეულზე, ყველაზე საუკეთესო და სახასიათო ვიდეოები შევარჩიე თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე. ასე რომ საუკეთესოებს წარმოგიდგენთ, მუსიკა იდეალური რათქმაუნდა!
ვერძი ქალი: ქალი ცეცხლი, ენერგია, ვულკანი, ძალიან ძლიერი და სექსუალური ენერგიის პატრონი, ენერგია რომლის მართვას და დამორჩილებას ვერ ახერხებს ბოლომდე, შესაბამისაც ცეკვაშიც აისახება ხელების "უაზრო" გაშლა 180 გრადუსით და შემდეგ 360 გრადუსით ტრიალი :დ მისი დრომა წააგავს კოვკოის დგომას, ქალისთვის არადამახასიათებელი განზე გამდგარი ფეხებით
პ.ს. თუმცა მიუხედავად ამისა ძალიან მიყვარს ვერძი, ერთგული, გულახდილი და ფიცხი, მარა ჯიგრო
ცეკვაზე რა გეშველებათ მე არ ვიცი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კურო ქალი: ქალი ვნება, გემოვნება, ფუმფულა ფორმები [ვენერას გავლენით]

დიდი და ვნებიანი თვალები კუროს ქალის სავიზიტო ბარათია, ხარბად და დაკვირვებით რომ გათვალიერებენ, რომ ვერ იგებ შეჭმას გიპირებს თუ კიდერ რას... :დ აი ეგაა არ უნდა მოაშიო კურო ქალს თორე შეიძლება შემოეხრამუნო... :დ ვერძი თუ ციბრუტივით მოძრავია, კუროს ძილი და სექსი ურჩევნია ოღონდ ხარბად, ასე რომ ვაი თქვენი ტყავის ბრალი თუ ხელში მოგიგდოთ, გაწუწნილ კამფეტს დაგამსგავსებთ

პ.ს. ამათან სექსი არის "ფინთი", სანამ გაცხელდება ნახევარი საათი უნდა, მერეე? უნდა გაასწრო! თორე ლოგინიდან ლოგინში შეიძლება გათრიოს გრძელი პლაშივით :დდ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტყუპი ქალი: სხვათაშორის ძაან ქალურია, მიუხედავად იმისა რომ გრძელი ენა აქვს, არ კარგავს ქალურ მოხიბვლელობას

თითქოს ქარაფშუტას ჰგავს ბევრი საუბრით, მაგრამ ერთი წამით არ შეცდეთ, ის ნამდვილი მელიაა :დდდ
მე ვინც შემხვედრია, ძალიან გამართული გონება და ლოგიკური აზროვნება აქვთ, ერთხელ ვფიქრობდი შეწუხებული მორიელის სიყვარულით, თუ ვის ვეწყობოდი ზოგადად კარგად, გამახსენდა ორი ადამიანი ჩემი კლასელი და ჩემი მეზობელი, აბა რა ზოდიაქოები აღმოჩნდნენ :დ კაი გოგოები არიან ორი აზრი კი არის მარა სამი არაა :დ უბრალოდ ბევრი ტლიკინი უყვართ, რა მომაბეზრებელია ხანდახან ((( როგორც გოგოები მე პირადად მესექსუალურებიან, როგორც ფიზიკურად ისე მენთალურად :დ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კირჩხიბი ქალი:მზით კირჩხიბებს ასე კარგად არ ვიცნობ სიღრმეებში ჩავიდე და იქედან ამოვქექო, უბრალოდ იმას ვიტყვი რომ, ძალიან ძალიან ძალიან მომწონს მთვარით კირჩხიბი ქალები, სულ რომ წარმოდგენა არ მქონდეს რა ზოდიაქოა ხშირად ეგრევე ვამჩნევ, რომ მთვარით კირჩხიბია, იმდენად ნაზი და მომნუსხველი სახე აქვთ, ძნელია არ მოიხიბლო ნამდვილი შინაგანი ქალური სილამაზით და ბუნებით

იმედია მზით კირჩხიბებიც მასეთები არიან ))
რაც შეეხება ამ გოგოს რასაც ქვია ვაბოდებ, ყველაფერი აქვს ბუნებრივი, მიხვრა მოხვრა, თმის აწევა, წარბის მოძრაობა, ჩემთვის არის ერთერთი იმ ქალთაგანი ვისი ქალურობაც საერთოდ მომწონებია
მუსიკაზე ხომ საერთოდ არაფერ ვამბობ, ერთერთი სექსუალური კომპოზიციაა რაც მომისმენია როკ მუსიკაში.
შეიძლება მპ3 ფორმატში გადაყვანო ხო იცით... :დ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლომი ქალი:ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო, იმდენად ლომურ/გლამურული კლიპია, რომ ვერ შეამჩნიო ლომის მომხიბვლელობა, პრანჭიაობა და ფუფუნების მოყვარულობა ასტოლოგიის გარტყმაში არ უნდა იყო. ((
ხო კიდევ, ლომს ქალებზე მაქვს შემჩნეული, ორი ტიპის ლომები არსებობენ ჩემი დაკვირვებით: ნერვოზიანები და მშვიდები.
პირველი ვის ეხატება გულზე არ ვიცი, მარა მეორენი არიან უმაგრესი ფისოები, მოსაფერებლადაც, საურთიერთოდაც და ცოტა ვერძებს გვანან, გულიდან მოდიან და მერწყულების რეაქცია არის საინტერესო, თან იზიდავ, თან აღიზიანებს, ოპოზიცია მარა კაი ლომი მათრახს არ დაირტყავსო ნათქვამია :დ მე მომწონს მეორე კატეგორიის ლომები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქალწული ქალი: მდაა, ისაა, ხოო... ნამდვილი ტერმინუსები, ტვინის ბურღები, როგორც ეს მუსიკა, მშრალები ცოტა ემეციურად, ძალიან პრაგმატულები, მაგრამ... ძალიან ძალიან ყოჩაღები, სუფთები, წესრიგის მოყვარულები, ზუსტები, დროულები, დეტალჩიკები, ტყუილად კი არ ვიყავი შეყვარებული, ეჰ ნახეთ რა მერწყული არიფი, იცის ჭკვიანი ბაღანას ფასი აპა!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
TO BE CONTINUED...
This post has been edited by Aquarius_A888 on 17 Aug 2015, 23:30