ასე არ ჯობია?

უყურადღებობაში და არაპუნქტუალურობაში ვორიანი შენ
პ.ს. ეს ისე, კიდევ ვაპირებ შენი პოსტების წაკითხვას და არ მინდა 2-3 ჯერ ვკითხულობდე. თორე უკვე იუზერების მიხედვით ვკითხულობ უკვე, ისეთი დრო მოვიდა.
-------------------------------------------------
რაც შეეხება ასც/დსც, ხომ გეუბნევით გავიდა კლასიკური ასტროლოგია "ბორცვებს" იქეთ და მაინც არ მიჯერებთ თეორეტიკოსი ასტრომოყვარულები. გავიგეთ, რომ იცოდა ადრე ასტროლოგია ცოტამ (სხვისი აზრებით და მოძღვრებებით ქონდათ ნასწავლი) და ეხლაც იგივეს აგრძელებენ. მაგრამ უკვე ისწავლა ბევრამ, ბევრმა პრაქტიკაში გატესტა და უამრავი ტრუხა თეორიები გააქარწყლა.
ეს დსც რატოა, მთავარი სასიყვარულო "ორ კუთხედში", შაიძლება ჩვენც აგვიხსნაა? :დ ვერძში მყავს, მაგრამ არ მომწონს ვერძი გოგოები და რა? ჩემით ვწყიტავ, მარტო? კიდევ ზემოთ რამდენს არ ემთხვევა, კიდევ ვიღაცას და რატომ აგრძელებთ ამ კლასიკურ ასტროლოგიის პროპაგანდას (იქ სატურნი შეტენეს მერწყულებს, იქ მარსი მორიელებს, იუპიტერს კიდევ თევზებში ტენიან, კერქით რა. ის კიდევ სახლები სხვაა და ზოდიაქოები სულ სხვაო, რანაირადაა სხვა, როცა სახლს ზოდიაქოდან აქვს ფუნქციები და თვისებები მინიჭებული და არა კოლიზეუმის სტრუქტურის ან ეიფელის არქიტექტურის მიხედვით, შესაბამისად სახლიც ისევე მუშაობს ზოდიაქოს პრინციპით, როგორც პლანეტა.
(მათუსალა) მგონი დაგანახე კიდეც ადრე ეგ მომენტი და დამეთანხმე შენც.
რაც შეეხება მოწონება არ მოწონებას, ეგ დსც-ზე არ მგონია დამოკიდებული (იმჰო). აქ (დედამიწაზე) სათამაშოდ არავის მოვუწვევივართ და არც ექსპერიმენტებს ატარებენ! ძალიან ბევრი მინახია თავისი ლილიტის ნიშანზეა შეყვარებული, დაღმავალი კვანძის ნიშანზეც.
უამრავი მომენტია, კარმას დაჭირდა და მივიდა მასთან სიყვარული, მაგრამ ჯვარს აცვა. რატომ, სიყვარული ცუდია? არა, იქ აქვს პრობლემები და ზუსტად იქ გამოუწერა კოსმოსმა წამალი, რომ არა სიყვარული ის იქ თავისი ფეხით არ მივიდოდა. ამიტომ, აცვამს ჯვარს, დაანახებს შეცდომებს, თუ ისწავლის რამეს, მიიღებს საჩუქარს ბედნიერების სახით, არადა სიყვარული ტანჯვად ექცევა.
დსც აქ რა შუაშია საერთოდ? არ გადის ეს თეორიტიკოსების მიერ შედგენილი "დუხწიბიდუხწიბი" ნააზრევი და სახაზავებით დახაზული ასტროლოგია, შეადგენენ ჩარჩოებს, არ ჯდება ბევრი რამ, ვერ იგებენ, მერე სხვა გზას და დანიშნულებას უძებნიან.
მალე მოუღებს მერწყულის ერა ესეც ძირ გამოყალ თეორიებს ბოლოს თუ დასჭირდა სამყაროს, აი თუ არა და ნახავთ.
რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს აგიხსნით.
მერწყულის ზოდიაქოზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო და სატურნის თანამართველობას რატომ არ ვეთანხმები.
1. შეცდომაა, როცა მიაჩნიათ რომ ურანი არის ქაოსების, რევოლუციების, სიახლეების, მოულოდნელობების პლანეტა მარტო.
ამ შეცდმომას მოყვება, მერწყულის "გამამართლებელი" ვითომდა სატურნის თანამართლველობა.
ანუ, ურანის "ურევს", სატურნი ალაგებს და მერწყულის ხასიათებს მოარგეს რაღაცა თეორეული "კატა-თაგვი" ააწყეს.
ანუ, ვითომ მერწყულს ორივე ხასიათის თვისება აქვს. (სმაილებს არ ვწერ, იმიტომ რომ დამილიმიტებს, თორე კაი ცხელცხელი ფეისპალმები გამოწერილი აქვთ, მგონი ხვდებით სადაც მოუწევდა).
ეხლა ვინმე მეტყვის რა საერთო აქვთ, მერწყულს და თხის რქას?
რათქმაუნდა თეორიტიკოსი რისი თეორიტიკოსია ვაშლს გააიგივებს მსხალთან და ამ ორ ზოდიაქოს ვერ მოუძებნის საერთოს? ისეთებიც წამიკითხია, მორიელი და მერწყული ლამის ერთ ზოდიაქოდ გამოიყვანეს, თურმე უამრავი ერთნაირი თვისებები ქონიათ.
მაგრამ, ყველამ გკარგად ვიცით, რომ სამყაროში არის 12 ზოდიაქო, არანაირი მიცამეტე ბუნებაში არ არსებობს, არც ორი ერთნაირი ზოდიაქო! აქ კი ვიღაც ვიღაცეები ცდილობენ. 1. შემოიტანონ დამატებითი ზოდიაქო. 2. ცდილობენ, ზოდიაქოები გააიგივონ.
ეს რისი ბრალია იცით? ზედაპირულად აქვთ ნასწავლი, ადვილად ლავირებენ ამ ზოდიაქოებით თეორიულად, ამიტომაცაა განსხვავებული ხედვები, რამდენი ასტროლოგიცაა ყველას თავისი ხედვა აქვს. მე მაინტერესებს, თუ არსებობს კლასიკური ასტროლოგია და ის არ იცვლება და უძველესი ჭეშმარიტებაა, რატომ ამატებენ თავის მოსაზრებებს ასტროლოგები?
ძაან ალოგიკურია, ხომ? მერე დგანან და აი მე ის ასტროლოგი უფრო მომწონს, მე ეს უფრო... მე მაინტერესებს, სადაა კლასიკური ასტროლოგია მაშინ? სადაა დადეთ ხელი, ვინაა ეს ასტროლოგი ან ის ასტროლოგი, რატოა განსხვავებული, რატომ არ ხემძღვანელობს იმ კლასიკური ძველი ასტროლოგიით, რატო აკეთებენ თავისი აზრებით ძველს, და თუ დაჭირდათ მტკიცება სახეზე გაფარებენ! სინამდვილეში მუდამ იცვლებოდა და ვითარდებოდა, იხვეწებოდა.
ესენი კიდევ არიან ფარისევლები და აფერისტები, ეხლა უკვე პიკზე მივიდნენ და აღარ საჭიროებს დახვეწას, თურმე!
მოკლედ, მე ესენი მიმოვიხილე და მათი ფილოსოფიური აზროვნება ავხსენი ასტროლოგიის მიმართ, უბრალოდ მასამ მინდა იცოდეს, ვინ არიან, რას ასწავლიან, რა იციან, რას ამატებენ, ვის უსმენ და მერე თვითონ რას ფიქრობენ, დღევანდელ დღეს მორგებული ფარისევლების მე არ მჯერავს [ცაგარელმა იცის ხოლმე თქმა, ერთია იცოდეს და მეორე რა სულის პატრონიაო].
რომ ვერ ხედავ ერთია და სხვას რომ ეუბნევი შენც თვალი დახუჭეო ან ეგრე არააო, მოდი რა სხვასაც აცადე. მითუმეტეს, იმ დროში ვართ, თავისუფალი აზრი უნდა არსებობდეს, როგორც ალტერნატივა, თორე ისტორია კარგი რამეა გასახსენებლად, თავისი ინკვიზიტორებით, მეცნიერებებით და ათასი დოგმატებით.
მოკლედ, დავუბრუნდეთ ურანს და სატურნს, რა ხილია მერწყულის ზოდიაქო სინამდვილეში, რატომ ურანი და არა სატურნიც.
1. მერწყული არის ჰაერის სტიქია.
2. ურანის არის მერკურის უმაღლესი ოქტავა.
3. მერკური არის ტყუპების მმართველი. (არანაირად არ ვეთანხმები ქალწულის თანამრთველობას. ქალწული არაა ჰაერივით მოქნილი, რომ მერკური გაქაჩოს. არც მილიონი აზრი მოსდის, არც იდეები აწუხებს იდეებზე, არც ლაპარაკში ეტყობა რომ მერკურია მისი მმართველი, იმიტომ რომ, ის არის კლასიკური მიწის ნიშანი. მას მართავს ცერერა. მისი ფუნქციები წაიკითხეთ და უფრო კარგად მიხვდებით. ქალწულის გონიერება, მერკურიდან კი არა მისი პრაგმატული აზროვნებიდან და დახვეწილი სიზუსტიდან წარმოდგება, და რახან გონიერი ნიშანია, მოუძებნეს ადვილი გამოსავალი, მერკური, როგორც გონების მართველი. მინდა გაგახსენოთ, რომ მანამდე არ იყო აღმოჩენილი უამრავი პლანეტა და თანამგზავრი: ურანი, პლუტონი, ნეპტუნი, ცერერა, ქირონი, ლილიტი და სელენა, დაღმავალი და აღმავალი მთვარი კვანძები.
ესენი კლასიკურ ძველ ასტროლოგიაში საერთოდ არ იცოდნენ, მაგრამ დღეს ჰოროსკოპების ნახევარი მათითაა დაკომლპექტებული. თვალებს თუ გაახელთ ზოგიერთები, შეამჩნევთ ამ პლანეტებს ჰოროსკოპის გამოსათვლელ პროგრამებში და ის უბრალოდ არავის ჩაუმატებია.
4. სატურნის ფუნქციები და მერწყულის ზოდიაქო ერთად? თუ მერწყულს ორივე მართავს, მაშინ გამოდის ერთი ხელით უნდა ანგრევდეს და მეორეთი აშენებდეს, ასე წისქვილივით ტრიალებდეს მუდამ. ისევ ზედაპირული აზროვნება, სხვა რა უნდა დავარქვათ!
შეიძლება ადამიანი ერთი ხელით აშენებდეს, მერე ანგრევდეს, მერე ისევ აშენებდეს? ხო მაგარი უაზრობაა?
ეხლა წარმოიდგინეთ ღმერთმა შექმნა ასეთი ზოდიაქო, "წადი იჯექი, ანგრიე და მერე აშენეო"
არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ორი პლანეტა ერთად, ერთ ზოდიაქოში და თეორიტიკოსები თუ გინდა მესამესაც ჩაამატებენ, რა პრობლემაა. :დ
მე შევეცდები ავხსნა მერწყულის ზოდიაქოს უმთავრესი ფუნქციები და მისი აზრი ამ სამყაროში. (ჩემი ხედვით, როგორც ერთერთი მერწყულის და არა მაგ, პირობითათ ვერძიდან დანახული მერწყული). შევეცდები ვიყო მერწყულივით ობიექტური და მიმოვიხილო ასტროლოგიურად და არა მიკერძოვებულად!
მერწყული არის ჰაერის სტიქიის ნიშანი, შესაბამისად მისი მთავარი "იარაღი" არის მისი გონება. ურანი კი როგორც უკვე ავღნიშნეთ, მერკურის უმაღლესი ოქტავა. რეალურად მერკური ეგზალტირებულია მერწყულში და ამას ბევრი თანამედროვე ასტროლოგი აღნიშნავს უკვე. (რეალურად ასეცაა, რატომღაც ძველი კლასიკური ასტროლოგიის ფორმულებით არ "გამოდის" ასე თურმე, დანარჩენი ყველაფერს ითვლიან იგივე ფორმულებით. სასაცილოა უბრალოდ, თუ ერთს ასე ითვლი, მეორემ რაღა დააშავა, თუ შენებურად უბერავ, ეგ უკვე სხვაა. აქ მერწყულებს უკვე სუბიექტურად ჩაგრავენ).
პ.ს. (ზუსტად ისე, როგორ მოდერმა დახურა მერწყულების და კირჩხიბების თემა, იმიტომ რომ თურმე 100 გვერდს ასცილდნენ :დ მაგრამ კუროებს რომ 118 გვერდი ქონდათ, იმაზე თვალები აფსაითში გაექცა :დ ყველამ ვიცით რატოც ვერ დახურა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლობაზე. აი მასეთი უსამართოლობაა ასტორლოგიაშიც, როცა იმის დანახვა არ უნდათ, რაც არ აწყობთ ან ვერ ხედავენ! :დ რომ უხსნი მაგაზე სულ იბრდღვნიან, ვერ იტანენ, ვიღაცა რომ ასწავლის ან ახალს ლაპარაკობს. :დ თავში ქვა უხლიათ, ჩვენ არ გვაინტერესებს ეგეთები, მითუმეტეს მერწყულების ერაში, ვერც ინკვიზიცია შეგვეხება, ვერც მამაო ენუქი რომელიც ჯიპშია გასუქებული და სინამდვილეში ეკლესიას სახელს უფუჭებენ ეგეთები, ვერც ვაი ასტოლოგები და ვერც აფერისტი პარაფსიქოლოგნი, მალე "დაშლის" და სანაგვეზე მოისვრის მაგათ მერწყული ერა, ჯერ არ იციან რას ემსახურებიან, მაგათი საბლატაო ადგილი არ არის მერწყულის ზოდიაქოს ქვეშ, მიარეფრეშებს მაგათაც, თუ არადა ნახავთ, როგორ "ასამარებს" ისტორიის ნაგავსაყრელზე მერწყულის ზოდიაქო როცა დასჭირდება, ძველ მომპალ აზროვნებას).
სხვანაირად არ გაიგოთ, მე მომავალში ვიყურები მერწყულის თვალებით, როგორი არეულ დარეულია ურანი, მაგათ ანახებს სინამდვილეში რასაც წარმოადგენს, მაგას ავხსნი ქვემოთ! ასე, რომ ნეპტუნში არ არეიოთ, ვინმეს დააბოლებენ დიდი ხნით და რამეს წარმოაგდენენ თავისი ცოდნით, მალე გაკვალავს მაგათან ურანი გზას, პლუტონივით არ ჩაუტარებს გამოწვლებს :დ უბრალოდ ისე მოაშორებს, ისე აოორთქლებს, სახსენებელს არ დატოვებს მათი აზროვნების. (მერწყულს ვბაზრობ :დ )
მინდა ობიექტური ვიყო (ვეცდები ყოველშემთხვევაში) და მიმოვიხილავ ობიექტურად (ჩემი ცოდნის კომპეტენციაში არსებული რესურსებით), თუ რატომ არის მიჩნეული მერკური ქალწული ეგზალტირებული ასტროლოგიაში დღეს.
თუ შევადარებთ მერწყულს და ქალწულს, თავისი პრაგმატულობით და სიზუსტით, დაკვირვებულებით უგებს მერწყულს, მავანნი თვლიან ამას გონების სიძლიერეს, და მიაწერენ მერკურს, როგორც გონების მართველს. (თუმცა ავღნიშნე, რომ ცერერა მართავს ქალწულებს. იგივე პრინციპით, როგორც მერკური ქალწულს ეგზალტაცია მოუწყვეს და ტყუპების ზემოთ გამოჭიმეს, შემიძლია ვთქვა, რომ თხის რქა ძალიან ბრძენი ნიშანია, და წავალ და მერკური ქალწულის გვერდით მივუსკუპებ თხის რქა მერკურსაც, მოვიდეს და მედაონ აბა, ვისზე ნაკლებად გონიერი ნიშანია. მაგრამ სატურნი განაგებს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რახან გონიერი და ბრძენი ნიშანია, მაინცდამაინც გონების პლანეტა უნდა მართავდეს. ასეა ქალწულიც, ცერერას ფუნქციები აქვს, მისი პრაგმატულობა, აძლევს დიდ გონეირებას.
მაგრამ, როგორც ცალკე მერკური არის სუფთა ტყუპები, ცვალებადი, მოძრავი, ინფორმაციას იჭერს ტრილიონობით, გადაამუშავებს, მერე იცელქებს და იცანცარებს, რატომ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პატარა მაგალითს მოვიყვან: კომპიუტერის პროცესორს რატომ აგრილებს ქულერი? იმიტომ, რომ ხურდება დიდი დატვირთვის დროს და ეგრევე იწყებს ქულერის ამუშავებს, ალბათ გაგიგიათ კომპიუტერთან მუშაობის დროს (ვინც არ იცის იმათ გასაგებად) უცებ როგორ იწყებს ქულერი დიდ დატვირთვაზე კომპიუტერში ღმუილს როცა სისწრაფეს უმატეს, ზუსტად იმიტომ რომ დატვირთვა გაიზარდა პროცესორზე და გაგრილება სჭირდება. ასეა ტყუპებიც, ის აზრები რომ დაამუშაოს რაც თავში აქვს, და სულ არ რეჟიმში იყოს, გააფრენს, იმიტომ რომ ტრილიონი ინფორმაცია უჭირავს და აი ეს არის გონება. ამიტომ ცანცარი და მხიარულება არის მისთვის განტვირთვა, მაგ დროს რომ უთხრა რა მაგარი სულელი ხარო, მოკვდება სიცილით. იმიტომ, რომ მისი გონება უკვე დასვენების რეჟიმზეა გადართული, სულ ჰკიდიხარ შენი უაზრო გამონათქვამებით.
შევადაროთ ტყუპები მერკური და ქალწული მერკური.
პირველი კომპიტერის პროცესორს მაგონებს, მისცემ მენთალურ სამუშაოს, მთელი ძალებით შეისრუტავს, გადაამუშავებს და უცებ გამოუშვებს. ეხლა ვნახოთ ქალწული, მიეცი მილიონი სამუშაო დავალება, დადგება დაიწყებს რიგითობას, ჯერ ერთს მიხედავს, მერე მეორეს და სადღაც ტყუპები რომ გართობასაც დაამთავრებს მერე მორჩება ქალწული. მართალია უფრო ხარისხიანად, მაგრამ ზუსტად ესაა მისი ფუნქცია, სიზუსტე და ხარისხი. მაგრამ, გონების სიმძლავრე სისწრაფეშია და ეს კარგად ჩანს ტყუპებში და მერწყულებსი, სანამ შენ ფიქრობ სახლის საძირკველზე ის უკვე სახურავის დაპროექტებაზეა ასული.
მალე ბეზრდება უკვე შენი ფანჯრებთან მისული გეგმები, ის უკვე მორჩა და ამიტომ აღარ აინტერესებს, და ხალხს ჰგონია, რომ მალე უცრუვდება გული. აუცრუვდება იმიტომ, რომ შენ უნდა გელოდოს?!
რაც შეეხება ურანს. ამ პლანეტის ფუნქციები ემსახურება ერთ რამეს: რადაქმნას!
არა ნაბიჯნაბიჯ ან პლუტონისული ტანჯვითა და წამებით, არამედ ქარიშხალივით [ჰაერის სტიქიასავით] დაატყდება თავს, ალაგმავს, საერთოდ მოასპობს, კვალს არ დატოვებს იმ ადგილზე. პლუტონი კიდევ ჭრილობებს, შრამებს და ტკივილებს უტოვებს რომ მუდამ შეახსენოთ თავისი შეცდომები, ურანი აქრობს!
ისევ კომპიუტერის მაგალითზე აგიხსნით, გვაქვს რამოდენიმე GB ინფორმაცია ვინჩესტერზე (კომპიუტერის მეხსიერებაში), და გვეეჭვება რომ მასში არის რაიმე ვირუსული პროგრამა.
როგორ მოიქცევა პლუტონი: შევა შიგნით ყველა ფოლდერში დაიწყებს ძიებას [ელისი რეზიდენტ ევილიდან მახსენდება, ზომბებს რომ არ უშინდება, აი ესაა ნადვილი პლუტონი] გადაამოწმებდა სათითაოდ [მორიელი], თუ რაიმე საეჭვოს ნახავს ან განკურნავს ან წაშლის.
მაგრამ არის აქ ერთი ასეთი პრობლემა, განკურნებული ფაილიდან ხშირად შეიზლება აღდგეს ვირუსი.
მე წამისლია, წკაპ ახალი ვირუსი. :დ პლუტონი ისევ ეწვევა და ასე ეკაიფებიან ვირუსები. :დ
როგორ მოიცევა ურანი: ხომ არ გონიათ დაუჯდება და დაუწყებს გამოსწორებას [მერწყული], გადაამოწმებს პირველ რიგში, სწორდება თუ არა სიტუაციაზე კონტროლი. თუ არა, აი იქ პლუტონის ცივსისხლიანობაზე, წარმოდგენა იკარგება ხოლმე. :დ
მოკლედ პლუტონის ფუნქციაა: ყოველგვარი სიმახინჯის აღმოჩენა და ბრძოლა, ურანის მისი გაწყვეტა და საერთოდ მისი გაქრობა.
ანუ პლუტონი კიდევ შანს აძლევს, ურანი არ აძლევს შანს.
პ.ს. რაც შეეხება, ვირუსებიან ფოლდერს, არ წაშლის ურანი [მერწყული], პირდაპირ დააფორმატებს!

მერე ახლიდან შექმნის სულ ახალს, აი ესაა ურანი. ექსპერიმენტების ფუნქციაც იმიტომ აქვს ურანს და არა პლუტონს, რომ იცის შექმნა და მისი განადგურებაც, პლუტონი კიდევ შექმნიდა ექპერიმენტულ (დავუშვათ ზომბებს) და მთელს დედამიწაზე სანამ ერთი მაინც იარსებებდა იქამდე იბძროლებდა, მათ გასანადგურებლად. ურანი სხვა სტრატეგია, მონიშნავს არეას, წავიდა ბომბი, ის არაა მებრძოლი.
დააკვირდით მერწყულებს, შეიძლება უცებ "დაადოს", ისე რომ არც აუხსნას. :დ
მორიელმა კიდევ თუ გარჩევები არ დაიწყო და არ აუმ*ღ*ერდა, ისე ვერ ისვენებს. :დ
ა კიდოვ, ქირურგიულად ავხსნათ :დ
პლუტონი უამრავ ოპერაციას ჩაუტარებს და განკურნებისთვის იმდენჯერ აწამებს, სანამ არ გაკურნავს.
ურანიც ბევრ ექსპერიმენტს ჩაუტარებს, თუ არ გამოვა ეგრევ მოაჭრის. :დ
ბოროტია ან ზარმაცი? არა! ის უფრო შორს იყურება, არ რისკავს, დაავადება სხვა ორგანოებსაც მოედოს.
ანუ იგივე ზომბები აიღეთ, იგივე მახინჯი დოგმატური ფილოსოფიები, ძველი (გამოუდეგარი) აზროვნება, დამახინჯებული წარმოდგენები, შლის!
მაგალითი, ისევ კომპიუტერიდან: გამოვიდა ახალი ძლიერი პროცესორი, მერწყულმა ეგრევე შეცვალა და ის ძველი ნაგავში მოისროლა.
თუმცა, ის ძველი პროცესორიც მუშაობდა, არაფერი წუნი არ ქონდა, მაგრამ მერწყულმა უფრო ახალით, ძლიერით და მრავალფუნქციურით შეცვალა.
ასეა დღეს ასტროლოგიაშიც, იმ ძველს ახალიც დაემატა მერწყულის ერაში. ვიღაცას არ აწყობს ან ვერ ეწევა, ეს მერწყულის პრობლემა არაა. მეც მერწყულივარ, მაგრამ დღევანდელ პროგრეს ვერ ვეწევი, თუმცა ყველაფერი მაინტერესებს დღევანდელი პროგრესული, მაგრამ ისე სწრაფად მიდის წინ, ჩემი მზე 4-ე სახლში ვერ ეწევა პროგრესს, არც დიდად მოწონს სიახლეები, მაგრამ არც გაურბის.
ასეა ქალებშიც, თუ არ პროგრესირებს ან ბევრს უჩმახებს მისი მეუღლე, შეყვარებული, შეცვლის. :დ
აქ სადაა სატურნი, ვინმე ამიხსნის? ძველის შენარჩუნების, ტრადიციის, ძველი ფილოსოფიის, სტაბილურობის გარანტი?
ხო უნდა ურტყა თავში ასტორლოგიის წიგნი? გამოვარდებია, მიახტებიან ტკიპებივით ამ ძველ ასტროლოგიას, არც ახალი არაფერი აინტერესებთ, პაპაჩემის დროინდელი წიგნებით აქვს გამოტენილი თავები და გასული საუკუნეების პროგრესით გესაუბრებიან.
მაგრამ, ახლის მიღებას, რევოლუციურ აზრებს სულ ყოველთვის ასეთი ინკვიზიტორები ეწინააღმდეგებდნენ, ახსენებდნენ ძველს, მაგრამ პროგრესს ისევე ვერაფერს უზავენ, როგორც დროს!!!
აბა, ეხლა მარსი და პლუტონი როგორ არსებობენ ერთად, ეგ ახსენით ვინცხამ, მაგაზე უნდა ვიცინო :დ
მერე ის ამიხსენით ცეცხლი და ყინული ერთად როგორ არიან :დ
მერე მორიელის და ვერძის მართველი, როგორ თანაბრად მართავენ მორიელს ეგეც :დ
ამათ მორიელი ჰერმაჰროდიტი ჰგონიათ, ქალიცაა და კაციცო, დაახლოვებით მაგას გვიხსნიან.
ასტროლოგიის წიგნით კი არა, სუ ბუზების საკლავით უნდა სდიო ამათ, მაგრამ რა გინდა მასას კი აგოიმებენ და... :დ
ხან კურდღლის წელია და ახალ წელს მოხარშულ სტაფილოს უბაგუნებენ, ხან ბატკანის წელია და ღობეზე იჩაჩხებიან, ხან ჟირაფის წელია და კისრებს იგრძელებენ... დათა თუთაშხია მახსენდება, რა გიყოთო ხალხნო ამ მამაძაღლმაო, და ვინ არის მამაძაღლიო, აქეთ დააყარეს! რა მალაპარაკებს, ისევ მე გამტისკავენ.

3+3 რომ 6-ია და 3*3 რომ უკვე 6 აღარაა, მაგას ვხსნი, თორე 2+2 და 2*2 -ით დააგოიმეს უკვე ხალხი. სამის ანგარიშზე უარს აცხადებენ.
რაღავქნა, მარტო მე ვფიქრობ ასე? :დ რავქნა ფსიქიატრიულში ჩემი ფეხით ხომ არ მივიდე და წამლები გამოვიწერო? :დ
მე მაწუხებს ესეთი აზრები, თუ სხვებიც ფიქრობთ და მაინც მოკეტილში ზიხართ შიშით?
რავა სულ "გენიოსები" ვიჩაგრებით :დ
აბა, ვისაც თავში ნახერხის მაგივრად ბურბუშელა გიყრიათ და გიხუჭუჭდებათ ტვინის მსგავსად და ფიქრი შეგიძლიათ, დაწერეთ ან რას ფიქრობთ, ან თქვენი აზრები და იდეები გაგვაცანით, გასაგებია, რომ ასტროლოგიის განყში ყველაფერი იციან, იმაზე მეტი ვიდრე ცაგარელმა და სხვა ასტროლოგებმა, და აღარ იწუხებენ ფიქრით თავს, მაგრამ იქნება არიან ისეთებიც რომ ფიქრობენ, რაღაცას აზროვნებენ, ყველაფერზე თანახმა და კმაყოფილი, ნასწავლი და განათლებული რანაირად ხართ აქ. :დდდ