აქ რა ამბები წასულა სასწორებზე.

ყველა იმას ამბობს სასწორები მერყევები არიანო, არადა საერთოდ არ ვარ მერყევი. ვიღაცის აზრი შეიძლება უბრალოდ მოვისმინო მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის მე ვიღებ დამოუკიდებლად. ბუტიები რომ ვართ სასწორები ამაში დავრწმუნდი უკვე, ერთი სასწორი გამებუტა თითქმის უმიზეზოდ.

მე არ მიყვარს ყველა წვრილმანზე გაბუტვა, თუ ძაან არ გამაბრაზებს ადამიანი და წყობიდან არ გამომიყვანს წყენის გულშI შენახვა არ ვიცი.
უზრდელებს და ზოგადად უზრდელად მოსაუბრე ტიპებს ვერ ვეწყობი ვერანაირად. მიყვარს ხუმრობა ზომიერად და დიპლომატია და სერიოზულობა ხომ ჩვენი საქმეა საერთოდ.

თუ ადამიანს შევატყობ რომ გულწრფელია და არ აფერისტობს ნებისმიერ სიტუაციაში დავეხმარები შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
თუ ადამიანს შევატყობ რომ მატყუარაა და ტყუილებზე აქვს აგებული მთელი ცხოვრება, ახლოს არ ვეკარები.
პს: სასწორის წყვილებზე რას ფიქრობთ? სასწორი მამაკაცი-სასწორი ქალი, როგორ უგებენ ერთმანეთს? ნუ ოჯახში წაკინკლავება ყოველთვის იქნება და თუ გააანალიზებ იმას რომ რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის რაღაც უნდა დათმო მგონი იდეალური ვარიანტია, ერთნაირი გემოვნება ერთნაირი ხედვები, ერთნაირად სიმართლის მოყვარულები და პირდაპირები.