მამაკაცის სექსუალურობა
პირველ რიგში ვაფასებთ მის ვენერას და მარსს :დ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სხვა მაჩვენებლებიც მზე, მთვარე და ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი წერტილები თუმცა ეს მხოლოდ დამატებით ინფორმაციას გვაძლევს. ჩვეულებრივ მამაკაცებთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელია პლანეტა -მარსი ქალებთან-ვენერა.
მარსი გვიჩვენებს - "
შეუძლია თუ არა მას" ხოლო ვენერა - "
უნდა თუ არა მას"
მაღალ სექსუალურ მოთხოვნილებებზე (მექალთანეობაზეც ) მიანიშნებს ვენერა მარსიანულ ნიშნებში
(ვერძი, მორიელი) და მარსი მთვარის და ვენერის ნიშნებში
(სასწორი, კურო, კირჩხიბი) ასპექტებიდან ყველაზე ძლიერად
ვენერა მარსის შეერთება, კვადრატი და შემდგომ სხვა ასპექტები ამ ორ პლანეტას შორის .
ასევე ვენერა/ მარსი ცეცხლის ნიშნებში.
უასპექტო ვენერა ან პირიქით ბევრი ასპექტებით (როგორც დაძაბული, ასევე ჰარმონიული ასპექტებით).
მარსი+ვენერა + სატურნი იძლევა არატრადიციულ გადახრებს (მათშორის ჰომოსექსუალიზმი)
ვენერა + იუპიტერი ზრდის პარტნიორების რაოდენობას :დ
ვენერა+ურანი ექსპერიმენტატორია , ყოველთვის აქვს ახლის მოსინჯვის სურვილი . ინტერესი აქვს ჯგუფური , ბისექსუალური სექსის , სვინგერობის და გარკვეული ფეტიშიზმის მიმართ. დადებითი ასპექტების შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება პარტნიორთან/ პარტნიორთან შეთანხმებით , უარყოფითად ასპექტირებულის შემთხვევაში თავგადასავლებს ეძებს "სხვაგან" :დ
ვენერა+პლუტონი აკვიატებული დამოკიდებულება სექსის მიმართ, მძაფრი ემოციების მოთხოვნილება, დაზიანების შემთხვევაში სისასტიკის/ უხეშობის მოთხოვნილება სექსში .
მარსი+პლუტონი გარდა გაზრდილი სექსუალური მოთხოვნილებებისა განაპირობებს სადიზმისკენ მიდრეკილებას (განსაკუთრებით დაზიანების შემთხვევაში )
მარსი+ნეპტუნი იწვევს მამაკაცური სექსუალურობის გამოვლენის გაუკღმართებას - ფეტიშიზმისკენ მიდრეკილებას.
ვენერა+ნეპტუნი ზრდის მგრძნობიარობას - მაზოხიზმისკენ მიდრეკილება.
ლილიტი+მარსი ამახინჯებს სექსუალურობის გამოვლენას , ვლინდება ორი უკიდურესობა მამაკაცისთვის სექსის მნიშვნელობა გადაჭარბებულია ან პირიქით საერთოდ გულგრილია სექსის მიმართ.
ლილიტი+ვენერა პარტნიორებს ირჩევს უყურადღებოდ, ზედაპირულად ან ავლენს გადამეტებულ მესაკუთრეობას.
This post has been edited by რუსა_ on 2 Jun 2017, 14:32