სიყვარული და ზოგადად ქალ-ვაჟური ურთიერთობები ჩემი სტიქია არის რა!
აზრზე არ ვარ, რატომ ან რა ასპექტების თუ მდებარეობის გამო, მაგრამ ეგრეა რა!!!
მე ვფიქრობ, საპირისპირო სქესს ვიზიდავ იმით, რომ სათნო და გულწრფელი იერი მაქვს

ნუ საყვარელი რომ ვარ ეგ თავისთავად....
ზოგადად კიდევ, ყველასთვის მოსაწონია ერთგული ადამიანი და მე კიდევ შუბლზე მაწერია დიდი ასოებით რომ ერთგული ვარ!!!
არადა როგორც აქ მითხრეს, არ უნდა ვიყო თურმე

საერთოდ ლაპარაკი უფრო ალბათ ბევრი მჩვევია, ოღონდ ყველასთან არ ვსაუბრობ.... ენერგიული ვარ ურთიერთობაში, ნებისმიერ ურთიერთობაში თან... უჟმური ვარ, აი მაგალითად 3-4 დღის წინ, ვმღეროდი ჩემთვის, რაღAც დებილობა ფილმი ჩართეს და უყურებდნენ ჩემი მეგობრები.... ხოდა მე ვმღეროდი, ვიწერდი სიმღერას და მერე ბოლო ხმაზე ვუსმენდი.... ესენი ატყდნენ გამორთე, გამორთეო და არ გამოვრთე.... ნუ მორჩა კინო, ჩამირთეს ტექსტი ტელევიზორის ეკრანზე და კარაოკე გავუშვი

მერე მოეწონათ გართობა ამათაც და ამყვნენ... ხოდა, მერე ბიონსეს რაღაც კონცერტი ჩართეს და დაიწყეს აუ რა ქალია და ბლა, ბლა, ბლა და მე აქედან ვყვირი, ჩართეთ სხვა რამე, ჩართეთ, არ მომაქციეს ყურადღება. ხოდა, აბა კარგად იყავით მე წავედი-თქო, ავდექი და წამოვედი
აუ, ისე მანიპულატორიც ვარ მგონი

ჩემი ქმედებები ეგრე სრულდება, მერე მეფოფინებიან თავს

ურთიერთობაშიც ვარ მგონი მანიპულატორი.... აი, მე არასდროს ვბრაზობ, ან არასდროს ვეუბნები რომ მაგალითად ესე არ დამიძახო, ესე აღარ მოიქცე, ესე არ გააკეთო და ა.შ... აი, ჩემთვის ყველანაირი მისი ქმედება მისაღებია... რატომ აზრზე არ ვარ

სრული თავისუფლება აქვს ანუ ჩემგან... არასდროს შევზღუდავ არავის და მითუმეტეს ჩემს საყვარელ ადამიანებს... თუ უნდა ტიტველმა შემოირბინოს ქალაქი. სამაგიეროდ მე მიკრძალავს ხოლმე რაღაცეებს
მე ფიქრობ რომ, ჩემი ცეცხლები რომ არა, აი ძალიან, ძალიან მოსაწყენი ტიპი ვიქნებოდი..... ზოგადად ვფიქრობ რომ ჩემი რუკა უნივერსალურია... ისეა მოწყობილი რომ მოწყენის საშუალებას არ მაძლევს

აი, ყველას გიჟი ვგონივარ მგონი... სახლში სტუმარი ეუბნება ჩემებს ამას როგორ უძლებთო, სამსახურში თანამშრომელი ამას როგორ უძლებთო და მეგობრებთან ამას როგორ უძლებთო
This post has been edited by MySweetAudrina on 21 Jan 2016, 10:24
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!