sanfolშეიძლება მზე სასწორში იყო მისი დაბადების დროს
მთვარე კი შეიძლება სულ არ იყო სასწორში და შეიძლება ნებისმიერ ნიშანში იყო თორმეტიდან... ქალში კი ამბობენ რომ მთვარის ადგილმდებარეობა , მზის ადგილმდებარეობაზე მნიშნველოვანი არისო , მაგრამ დღემდე არ ვიცი ასე რატომ არის , თუმცა ნამდვილად ასეა ქალებს რომ ვაკვირდები
კიდე რამდენი პლანეტაა, ვენერა, მარსი, იუპიტერი, ...
შეიძლება ყველა სხვადასხვა ნიშანში ყავს და ტიპიური სასწორი ვერ გამოვიდეს
ყველა პალანეტა თავისებურად მოქმედებს ადამიანზე
მზე თუ ჰაერის სტიქიაში ყავს ვთქვათ და მთვარე მიწის, ტიპიური ჰაერის წარმომადგენელი არ იქნება ასეთი ადამიანი
დედაჩემის მზე მიწაშია მაგალითად თხის რქაში, მისი მთვარე კი ცეცხლში მშვილდოსანში, თხის რქის თითქმის არაფერი აქ, ჩვეულებრივი მშვილდოსანია , არადა თხის რქა ქვია...
ყველას რაღაცაზე აქვს გავლენა
მაგრამ მე არ ვიცი ასტროლოგია კარგად
გამოცდილმა ასტროლოგმა ან მოყვარულმა გამოცდილმა ასტროლოგმა შეიძლება რაიმე რჩევები მოგცეს, ოღონდ ჯერ მისი პირადი რუკა დაგჭირდება...
http://astrology.org.ua/aweb.htm ამ საიტზე შეგიძლია პირადი რუკის გაკეთება , დაბადების ადგილი , წელი , თვე , რიცხვი და ასევე დაბადების ზუსტი საათი დაგჭირდება , ვთქვათ იქნებ დილის ცხრა საათზეა დაბადებული , ან საღამოს ცხრა საათზე...
რაც უფრო ზუსტი იქნება დაბადების თარიღი, მით უფრო ზუსტად გეცოდინება რომელი პლანეტა რა ნიშანში ყავს
და შენი პირადი რუკაც გააკეთე, მერე იქნებ რაიმეში გაერკვე, პლანეტები შეადარო... შენი და მისი...
This post has been edited by auu on 27 May 2015, 00:17