დავითაგე
.................................
მთვარე ვერძში
ეს მთვარე ქმნის ძალიან ხელსაყრელ პირობებს თავი გამოავლინოთ პოლიტიკურ და სპორტულ არენაზე, თავდაცვის ორგანოებში, ოპერატიულ ორგანოებში, საგამოძიებო სამსახურში, აგრეთვე მეცნიერებისა და ტექნიკის სამყაროში, პედაგოგიკაში და მეთოდოლოგიაში, ყველა იმ პროფესიაში სადაც საჭიროა გონება, რომელიც მაღლა დგას გრძნობებზე, თავისუფლება და და დამოუკიდებლობა, პირადი ინიციატივა, მოქმედება, გაბედულება, სიმამაცე, თავგანწირვა, გარკვეული ძალაუფლებისმოყვარეობა დ აგრესიულობაც კი.
მთვარე ვერძში 1-ლ დეკანადაში იწვევს მოთხოვნილებას "ყველაფერი ან არაფერი"! ასეთი მთვარე კარგია თუ არც მარსი და არც რეტროგრადული პლუტონი არ ქმნიან მავნე მასთან კონფიგურაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიმჩნევა დაუფიქრებლობა და გაუფრთხილებლობა, სიმკვეთრე და ენამწარეობა საუბარში და საკმაოდ დაბალი მორალი.
2 დეკანადაში მზესთან კარგი ასპექტისას -თავგანწირვა,კეთილშობილება, ხასიათის სიმყარე, სულის და ხასიათის სიმტკიცე.
3 დეკანადაში მიგვითითებს საკმაოდ გაორებულ ხასიათზე, არამდგრადობაზე და უპასუხისმგებლო საქციელზე, მუდმივ შინაგან შფოთვაზე. დადებითი- მრავალმხრივ განვითარებულები, არასოდეს იბნევიან. პატიოსნება და თავდადება აქაც შეიმჩნევა.
......................................
მთვარე ვერძში
მთვარე, რომელიც იკვებება მარსის ენერგიით, აიძულებს ადამიანს აქტიური იყოს, უბიძგებს საკუთარი იდეების და სურვილების დაუყოვნებლივ განხორციელებისკენ.
ასეთი მთვარე წაუყენებს ბევრ მოთხოვნებს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს, ზედმეტად ძლიერი სურვილები და მოუთმენლობა წარმოშობს შინაგან მღელვარებას და იმპულსურობას. თუ რაღაც არ მოსწონთ, ან თუ მათ სურვილებს არ შეეფერება, მაშინ მთვარე ვერძში ხდება თავნება, ჯიუტი და ჭირვეული...
ეძებენ პირად და სულიერ დამოუკიდებლობას, ეწინაამღეგებიან ნებისმიერ ზეწოლას, მაგრამ თვითონ უყვართ ბრძანებების გაცემა. გააჩნიათ განცდების ძლიერი მოთხოვნილება, ამიტომ ხშირად რისკიან და საშიშ საქმეებს ჰკიდებენ ხელს. აქვთ სენსაციების და საჯარო სანახაობებისადმი სიყვარული. როგორც წესი, მთვარე ვერძში იძლევა საშუალებას თავი საქმეში გამოიჩინო. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობას, რომ ძალზედ აქტიურ პერიოდებს ხშირად ცვლის სრული გათიშვის პერიოდები.
მოკლე დასვენება აუცილებელია ძალების აღდგენისთვის, იმისათვის რომ ჩვეული ენთუზიაზმით ჩაებმენ საქმეში. ასეთი ადამიანები ყოველთვის არიან მზად წინაამღედობისთვის, ბრძოლისთვის, ხშირად მზად არიან იმსხვერპლონ მთელი ენერგიით და ძალებით მაღალი ცხოვრებისეული მიზნისთვის. მათი იმპულსურობა, სიჯიუტე და ჭირვეულობა რომ არა, მათ უფრო მეტის მიღწევაც შეუძლიათ.
ქალის ჰოროსკოპში ეს მდებარეობა ხშირად ნიშნავს ადაპტაციის უუნარობას, როდესაც ადამიანი შეგნებულად თუ შეუგნებლად არ ეგუება რამეს ან ვინმეს, ყოველთვის ცდილობს მართვის სადავეები ხელში ეჭიროს.
......................................
მთვარე ვერძი
მთვარე ვერძს აქვს ხალასი-ოპტიმისტი გული, ამიტომაც ყოველთვის ენერგიულად გამოიყურება მიუხედავად იმისა თუ რა ხდება გარშემო. არის იმპულსური, ტემპერამენტიანი და თავისუფლების უდიდესი მოყვარული.
ყოველთვის მზადაა რაიმეს დასაპყრობად და როდესაც მიზანს მიაღწევს, მალევე კარგავს მისადმი ინტერესს და მზადაა ახალ ამოცანას შეეჭიდოს. თავის ხასიათს გამოხატავს ახალი საგნების და ადამიანების გაცნობაში.
ხშირად ემოციურ ტკივილს აყენებენ ადამიანებს, თავიანთი გაუაზრებელი ნათქვამებით. მაგრამ რაც არ უნდა მწარე და უხეში იყოს ის - სიმართლეა. ისინი ამბობენ იმ ბრმა სიმართლეს, რასაც სხვები არ იტყოდნენ. მათთან ურთიერთობაში მთავარია შეინარჩუნოთ პატიოსნება და არ ითამაშოთ.
მთვარე ვერძისთვის ადვილია სოციალური კონტაქტები და ახალი ნაცნობების შეძენა, მაგრამ საჭიროა დამატებითი სტიმულებ - რომ გაჩერდეს მათთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყოველთვის გასაქცევად იქნება მზად. ისინი არასოდეს ჩერდებიან ერთ ადგილზე დიდხანს, რადგან ყველაზე მეტად მოსაწყენ სიტუაციებს გაურბიან.
მათ ჭირდებათ რომანტიკული პარტნიორი, რომელიც ადვილად გაუძლებს მთვარე ვერძის "ამოფრქვევებს". როდესაც მთვარე ვერძი სათქმელს ბოლომდე იტყვის, მაშინ მისი ვნებიანობა გაორმაგებულად აღვივდება. თუ თქვენ მას ხელში მოიდგებთ, დაუვიწყარ დროს გატარებინებთ.
..........................................
მთვარე ვერძში, რომელიც ქმნის ინსტიქტურ, წინასწარ განუჭვრეტელ, თამამ და ენერგიულ პერსონას, შეიძლება იყოს წარმატებისკენ მუდმივი სწრაფვის ან მუდმივი კონფლიქტის მიზეზი.
საუკეთესო მახასიათებლები შეიძლება იყოს ემოციური სიმამაცე, გამომგონებლობა, იდეალიზმი და ენთუზიაზმი, ხოლო უარყოფითი – ემოციური არასტაბილურობა/ფეთქებადობა, თავდაცვითი რეჟიმი და საკუთარ თავთან კონფლიქტის დიდი პოტენციალი.
მთვარე ვერძს მართავს ინსტიქტი
გადაწყვეტილებებს იღებთ სწრაფად და ინსტიქტურად. არჩევანისას ეყრდნობით ინსტიქტს და არა რაციონალურ, დადებითი და უარყოფითი მხარეების.
ხანგრძლივ აზომვას. ეს თვისება ხელსაყრელია, როცა სწრაფი მოქმედებაა საჭირო, მაგრამ პრობლემებს ქმნის, როცა არჩევანის პროცესი მოითხოვს მეტ ყურადღებას და ანალიხს. იმპულსურობა ძლიერდება, როცა ადამიანი მთვარე ვერძში არის სტრესის ქვეშ. იმის ნაცვლად, რომ ამ დროს გახდეს უფრო ფრთხილი, ხდება უფრო იმპულსური.
როცა მთვარე არის ცეცხლის ნიშანში (ამ შემთხვევაში ვერძში), სტრესის საპასუხო რეაქცია არის დიდი საჭიროება დაუყოვნებლივი ქმედებების განხორციელებისა რეალურ/ფიზიკურ სამყაროში და არა ფიქრის და ანალიზის პროცესში ჩართვა. ამას მივყავართ პირად ურთიერთობებში და ზოგადად ‘შიდა’ სფეროში იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებამდე, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში მოუთმენლობასა და სხვისი გრძნობების თუ საჭიროებების მიმართ აგდებულ/არასენსიტიურ დამოკიდებულებამდე.
მთვარე ვერძისთვის საუკეთესოა ისეთი გარემო, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას და ასევე სთავაზობს მთვარე ვერძს მოქმედების ბევრ შესაძლებლობას. ახალი გამოწვევების გარეშე მთვარე ვერძი შეიძლება დაიტანჯოს მოუსვენრობით, რის გამოც ა. მან შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს სხვების კონფლიქტში ჩართვას ან ბ. გაუჭირდეს ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შედეგად, მთვარე ვერძისთვის შესაძლოა რთული იყოს პირობების (commitments) შესრულება, თუ მზე ან ასც. არ ჰყავს უფრო სტაბილურ ნიშნებში, როგორებიცაა მორიელი, კურო ან კიბო.
მთვარე ვერძი თავს უსაფრთხოდ გრძნობს მომავალი ბედნიერების წინასწარ განჭვრეტით (წინასწარ ტკბება კარგი მომავლით :დ) და არა ყოველდღიური რუტინის სიმშვიდეში. განსხვავებულობის სურვილი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ისევე როგორც სურვილი, დატოვოს თავისი კვალი და გამოირჩეოდეს საერთო მასიდან.მთვარე ვერძს იზიდავს ის, ვინც ინტელექტუალური გამოწვევების წინაშე აყენებს და არა ის, ვინც არის ნაზი, დამყოლი, მშვიდი ადამიანი.
მთვარე ვერძით ადამიანები არიან დამოუკიდებლად მოაზროვნეები
მათ უჭირთ სხვებისგან რჩევის მიღება და უფრო მეტად ენდობიან საკუთარ ინტუიციას, რადგან აქვთ დამოუკიდებლობის ძლიერი მოთხოვნა. ეს თვისება შეიძლება ისეთ ექსტრემალურ ფორმებში იყოს განვითარებული, რომ ეს ადამიანი არავის არაფერში ეთანხმება პრინციპის გამო, რათა ამით განამტკიცოს თუ დაამტკიცოს თავისი დამოუკიდებლობა და ცუდი/არაჭკვიანური რჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები მას დიდ ტანჯვას აყენებს. თუმცა იმის გამო, რომ მთვარე ვერძი არის ბუნებით ოპტიმისტი და იდეალისტი, ის მალევე დგება ფეხზე ემოციური ჩავარდნის შემდეგ.
მთვარე ვერძი არის ემოციურად თამამი, როცა საქმე ეხება ახალ ადამიანებთან თუ სიტუაციებთან გარისკვას. შეუძლიათ ძალიან სწრაფად ენდონ ადამიანს (თუ მზე ან ასც. არ არის უფრო თავშეკავებულ ნიშანში (მაგ თხის რქა ან ქალწული)) და შესაბამისად, ვერ უგებენ ფრთხილ ადამიანებს, რომელთაც არ უყვართ თავიანთი ემოციების თუ გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა.
პირდაპირ და უხეშობის ზღვართან მისულ გულწრფელ მთვარე ვერძს არ ხიბლავს თამაშები პირად ურთიერთობებში და სხვებით მანიპულირება, შესაბამისად შეიძლება გახდნენ სხვა არაპატიოსანი ადამიანების მიერ მანიპულირების ობიექტი. ასევე იმის გამო, რომ ისინი მალე ივიწყებენ წყენას, მთვარე ვერძს შეიძლება გული ძალიან ატკინოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც წყენას გულსი ინახავს/დიდხანს ახსოვს და უარს ამბობს ემოციურად დატვირთულ საკითხზე დიალოგის ხელახლა წამოწყებაზე.
მთვარე ვერძის ემოციები
ამ ხალხს ტანჯავს შმაგი შინაგანი დაძაბულობა, რომელიც გამოიხატება ან პროდუქტიულ საქმიანობით ან სხვებთან მუდმივი კონფლიქტებით. მთვარე ვერძს ახასიათებს სწრაფად გაბრაზება და ასევე სწრაფად პატიება. მისი პროვოცირება იოლია და რაღაცაზე რეაქციის გადაჭარბებულმა გამოხატვამ შეიძლება წარმოშვას განხეთქილებები პირად ურთიერთობებში.
მთვარე ვერძი ქმნის ემოციურ არასტაბილურობას და ახასიათებს შინაგანი სტრესის/დაძაბულობის ნიადაგზე აფეთქება. ფეთქებადობა იშვიათობა არ არის, თუ მისი მზე ან ასც. არ არის უფრო მეტად თვითკონტროლირებად ნიშანსი. ბრაზის ამოფრქვევა ხდება იმათთან, ვინც არის მთვარე ვერძის უახლოესი ადამიანები ან ისინი, ვისთან ერთადაც ცხოვრობს (ოჯახი, უახლოესი მეგობრები და თანამეოთახეები :დ).
მთვარე ვერძი ემოციურად მოუთმენელია და მზად არის იმოქმედოს დაუყოვნებლივ, რათა გადაჭრას შიდა პიროვნული პრობლემები. რადგან ვერ პატიობს სხვებს არაპირდაპირობას/მიზანმიმართულ ბუნდოვანებას, შეუჩხიკინებს და პროვოკაციას გაუკეთებს ასეთ ადამიანს, სანამ რეალური პრობლემა/საკითხი ზედაპირზე არ ამოიწევა და შეეცდება მათ მოგვარებას (ცუდად თუ კარგად, ეგ უკვე სხვა საქმეა :დ).
მთვარე ვერძი არის ენთუზიაზმით სავსე და დამაჯერებელი
მთვარე ვერძი არის მაგნიტური და სიცოცხლით სავსე. დარწმუნების თვისება მასში კარგად არის განვითარებული და მთვარის ბუნებრივი განლაგება ხელს უწყობს იმას, რომ მთვარე ვერძი გარშემომყოფების მიერ აღქმულ იქნას როგორც ხალისიანი და სიცოცხლით სავსე.
მთვარე ვერძი უმეტესწილად საკუთარ თავზე იღებს ინიციატივებს, თუ მზე ან ასც. არ ჰყავს უფრო გადაწყვეტილების მიღების უუნარო ნიშანში (მაგ. სასწორი). თავდაჯერებული და ენთუზიაზმით სავსე, მთვარე ვერძი მოწყობილია იმისთვის, რომ იმუშაოს ხალხთან/საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ლიდერის პოზიციიდან.
შეუპოვარი, ყოჩაღი და ამბიციური მთვარე ვერძი უფრო სიამოვნებით იღებს გამოწვევებს, ვიდრე გაურბის მათ. მათთვის, ვისაც სურს კარიერულ კიბეზე წინსვლა, მთვარე ვერძში შეიძლება იყოს სასურველი განლაგება, რადგან ეს კომბინაცია გვამარაგებს ემოციური სიძლიერითა და საკუთარი თავის რწმენით, რომ მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება და დავიცვათ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამ განლაგებამ შეიძლება შექმნას კონფლიქტები თანამშრომლებთან.
მთვარე ვერძი განიცდის საჭიროებას, აკონტროლოს სიტუაცია სამსახურშიც და სახლშიც. როცა პოზიტიურად ხდება ამ თვისების გამოყენება, ეს თვისება დიდი ალბათობით გამოიწვევს ლიდერობას, სხვების გამოზრდას და განვითარებას და სხვა მხარდამჭერ ქმედით ღონისძიებებს. ხოლო ნეგატიურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიმწოლი, დომინანტური და აგრესიული ბუნების ჩამოყალიბება.
.......................................
ეს 4 დახასიათება დევს მთვარეების თემაში!
''დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.
ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი”.