http://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=195გიორგი კვირიკაშვილი
დაბადების თარიღი: 1967 წლის 20 ივლისი
განათლება:
1997-1998 წწ. აშშ ილინოისის უნივერსიტეტი (University of Illinois at Champaign-Urbana, IL, USA, Master of Science in Finance), მაგისტრატურა, ფინანსების მაგისტრი;
1984 წ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი;
1984-1991 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, თერაპევტი;
1990-1995 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა - მრეწველობის დაგეგმვა;
1986-1988 წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური.
სამუშაო გამოცდილება:
30/12/2015წ. - საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
01/09/2015 - 24/12/2015წწ. საგარეო საქმეთა მინისტრი;
25/10/2012 - 01/09/2015 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
2012 წ. ლენზი-ფიშერ-ჰენდრი (Lenzie Fisher Hendry LLC - Economic Development Consulting) - ეკონომიკური განვითარების საკონსულტაციო კომპანია - USAID-ის საპენსიო რეფორმა სომხეთის რესპუბლიკაში, ფინანსური ინსტიტუტების კომპონენტი, World Bank-ის პროექტი უზრუნველყოფილი კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი;
2006-2011 წწ. ბანკი "ქართუ", გენერალური დირექტორი;
2004-2006 წწ. პირველი კომერციული ბანკი, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი;
1999-2004 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში - კომიტეტის წევრი;
1999 წ. სახელმწიფო კანცელარია - ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი;
1998-1999 წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკი", ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი;
1996-1997 წწ. "ექსპორტ-იმპორტ" ბანკი, ვიცე-პრეზიდენტი;
1993-1996 წწ. - გაერთიანებული ქართული ბანკი - საწყისი პოზიცია - აკრედიტივების ოფიცერი, საბოლოო პოზიცია - საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
მშვენიერი განათლება აქვს ახალ პრემიერ - მინისტრს
20 ივლისისა ხართ ვინმე ?