PoisonnIvyრაღაცა დაგიწერე, როგორც მთვარე კირჩხიბსს)
მთვარე წყლებზეა მაგრამ შენ ხარ შთაგონება ამისი, იმედია ხვალ ნახავ


ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცა, მზეზე დააწყო და გამოაშრო მისი ნაწილები, მზე რომ ჩავიდა ცეცხლზე დაწვა , შუა ღამეს კი ოკეანეში გადაყარა ფერფლი.
მიუხედავად იმისა რომ უკუნი სიბნელე იყო მაინც დაინახა როგორ შეერია წყალს მტვრად, როგორ აღდგა მკვთრედით წყლის ზედაპირის ქვეშ, შეერთდა მისი ნაწილები და მისი ცურვის ხმაც გაიგო, მიუხედავად ამდენი ტკივილის და ტანჯვისა,ის მაინც ეხებოდა ნავის ძირს, უსაზღვრო გზა ჰქონდა ის კი რჩებოდა.
ეტკინა თუმცა დარჩა
და შეიძლება აპატიო ისე რომ პატიება არც გთხოვონ?
ან ამდენჯერ მოგკლან და მაინც ცოცხალი დარჩე?
ალბათ შეიძლება თუ კი შენი ტკივილი ქრონიკულია და შენს თავზე ადრე გახსოვს. თუ ადამიანი კი არ ხარ რომელსაც ტკივა, არამედ ტკივილი რომელმაც ცოტახნით ადამიანის სახე მიიღო.
და იცი, არავინ მინახავს რომ ასე ლამაზად სტკიოდეს. არასდროს მეგონა თუ ადამიანი ტკივილის განცდის ყურებაში შემიყვარდებოდა. ისე კი, ამბობენ მგლოვიარე ქალი სხვანაირად ლამაზიაო.
განა სიხარული არ მემეტება შენთვის და ბედნიერება?
უბრალოდ ამ ბნელ ღამეს წყალთან უსანთლოდ რომ ლოცულობ თვალს ვერ გაცილებ ისეთი მშვენიერი ხარ!
This post has been edited by Jessica Rabitt on 16 Jan 2017, 06:30