როგორ აცდუნებენ ბიჭები გოგონებს - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
05.09.2015
ვერძი - ყველანაირად ეცდებიან, რო მთქვენი პირველი კოცნა დაისაკუთრონ, თუნდაც ეს პირველივე პაემანზე მოხდეს.
კურო - აუცილებლად გაიცნობს თქვენ ოჯახს და ნებართვას გასეირნებისა და ერთად ყოფნის შესახებ მათგან აიღებს.
ტყუპი - თავბრუს უმარავი დაპირებითა და გაუთავებელი საუბრით დაგახვევთ. ბევრ რამეს მოგატყუებთ საკუთარი მიღწევების შესახებ.
კირჩხიბი - თქვენთან დაახლოებას მეგობრების მეშვეობით ეცდება. ჯერ მათ გაიცნობს, თავბრუს დაახვევს და ასე გაიკვალავს თქვენსკენ მომავალ გზას.
ლომი - კომპლიმენტებით გაგაგიჟებთ და დაგაჯერებთ, რომ აქამდე თქვენზე ლამაზი ქალი არ შეხვედრია.
ქალწული - ის მხოლოდ თქვენს კომფორტზე იზრუნებს. სთხოვეთრაც გინდათ, აუცილებლად აგისრულებთ და ამით თქვენზე მეტ სიამოვნებას მიიღებს.
სასწორი - ცდილობს თქვენზე ყველაფერი გაიგოს და ამით დაგაჯეროთ, რომ ნამდვილად აინტერესებს თუნდაც პირველი კბილი რა ასაკში ამოგივიდათ.
მორიელი - მის დაჟინებულ მზერას ყველგან და ყოველთვის იგრძნობთ. შეიძლება ეს ცოტა მოსაბეზრებელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თავს ისე მოგაჩვენებთ, რომ უთქვენოდ არ შეუძლია.
მშვილდოსანი - მისი არასოდეს შეგეშინდეთ, რადგან სიყვარულში ტყუილი მათთვის უცხო ხილია. თუ მოსწონხართ ამას აუცილებლად გაგრძნობინებთ, თუ არადა ზედ არ შემოგხედავთ.
თხის რქა - სერიოზულად ეზარება მოხიბვლის პროცესი, მაგრამ თუ თქენზე ნამდვილად გადაირია, მცდელობას არ დაგაკლებთ, რომ თავი შეგაყვაროთ.
მერწყული - ის თქვენი სახით მეგობარს უფრო ეძებს ვიდრე მეორე ნახევარს. ამიტომ მერწყული მამაკაცი თუ ზედმეტად დაგიახლოვდათ, შესაძლოა უყვარდეთ კიდეც.
თევზები - ურთიერთობა შესაძლოა წლებიც გაწელოს, რადგან სანამ კარგად არ დარწმუნდება, რომ მის უმძიმეს ხასიათს აიტანს, სახლში არ შეგიშვებთ.
წყარო:
http://www.etanews.ge/astrologia/15947-rog...mikhedvith.htmlჩემი რეაქცია: